Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული
a) იგავი მთესველზე (მათეიესო 13:1-23)მათეიესო 13:10-17 ქრისტეს მოწაფეებს განსაკუთრებული ნიჭი მიენიჭათ - ამ საიდუმლოებების მოსმენა და გაგება. შემეცნება - უფლის პირველი ნიჭია. ეს ნიჭი ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს ეძლევა, რომელთაც თავიანთ გამოცდილებაზე შეიმეცნეს სახარების ჭეშმარიტებები. უჭვგარეშეა, რომ ეს შემეცნების ყველაზე მაღალი მწვერვალია. როგორი მშვენიერი სურათია. სანაპიროსგან მოშორებით ნავში არის იესო, ნაპირზე - დიდძალი ხალხი ზის ქვიშაზე და უსმენს მას. ის უხსნის მათ ზრდის კანონებს და მორწმუნეების სულიერ დაცემას. მორწმუნეები ისმენდნენ უფლის სიტყვებს, ეთანხმებოდნენ მათ და სწამდა ღმერთის ძის. ისინი მასთან ახალი არღთქმის - აღთქმაში შედიოდნენ. ისინი მასში იყვნენ, ფესვები გაედგათ მის ცოცხალ სიტყვაში, რათა მიეღოთ ძალა მისი ნების შესრულების და მისი სახელით სხვა ადამიანების წყვდიადიდან ხსნის.თავად ქრისტე რწმენით ჩსახლდა მათ გულებში და მისცა მათ შესაძლებლობა ეუწყებინათ მისი ხსნის შესახებ. როგორი დიდია იესოს მიმდევრების სულიერი ზრდა! უფალმა აკურთხა ისინი და ისინიც უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ მას. როგორი საშინელია დაცემის კანონი მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ქრისტეს და არ ღებულობს მას როგორც მხსნელს. ღმერთმა წინასწარმეტყველი ესაია წარმოგზავნა ქრისტემდე შვიდასი წლით ადრე, რათა ძველი აღთქმის ხალხის გული გაექვავებინა, რადგან მათ არ მოინანიეს, როდესაც უფალმა გაანთავისუფლა ისინი სირიელების ჯარებისგან. თანდათანობით მეტად ჩაეფლნენ ბოროტებაში და შემდგომ უფალმა დასაჯა ისინი ქალდეველების ჯარის დასახლებით ბაბილონში. ეს მოვლენა წოდებულია ისტორიაში, როგორც „ბაბილონის ტყვეობა“. სამოცდაათი წლის შემდეგ უფალმა შეიწყალა ისინი დამ ისცა მათ შესაძლებლობა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, გონს მოგებულიყვნენ და მობრუნებულიყვნენ უფლისკენ. როდესაც ქრისტე მოვიდა, მრავალი იუდეველი მოიქცა თავიანთი მამების მსგავსად, გული გაიქვავეს ქრისტეს და მისი უწყების წინააღმდეგ. ერის მცირე რიცხვმა მოინანია. ცოტამ მიიღო უფლის ძე, უმეტესობა კი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მას. ესაიას წინასწარმეტყველება მეორედ ასრულდა: უფალმა გაანადგურა ისნი და დაფანტა დედამიწის სხვადასხვა მიწაზე. ნომინალურმა ქრისტიანებმა აქედან გაკვეტილი უნდა ისწავლონ, რომ არ მიემსგავსონ იაკობის ძეებს და არ გაიქვავონ გული მათთან ერთად. ვისაც ესმის სახარება და არ ისმენ მას, ის უფრო მეტად გაქვავდება. ბოლოს კი უფალი სამართლიანად განსჯის მათ, რადგან მათ უკუაგდეს მისი წერილები, არ სურდათ მიეღოთ ახალი სიცოცხლე და არ მოჰქონდათ შესაბამისი სულიერი ნაყოფი ცხოვრებაში. იესომ პირველ იგავში გვიამბო მის სამკალში მშრომელთა ნაყოფებზე. სახარება ეუწყება ყველას გამონაკლისების გარეშე. მთესველი თესავს ბევრს, ყველა მხარეზე უხვად ყრის თავის კეთილ თესლს: ქვებზე, კეთილ ნიადაგზე, ღვარძლიანზე. ღმერთი ყველა ადამიანს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სახარებით აღსავსე კეთილი თესლი. ლოცვა: წმინდაო ღმერთო, გაქებთ შენ რადგან გვიხსენი ჩვენ და ყველა ერი. მადლობას გიხდით შენი ძისთვის, მისი ცოცხალი სიტყვისთვის, რომელმაც მიგვიყვანა მონანიებამდე, მოგვიწოდა რწმენაში და აღორძინდა ჩვენში, მოგვცა სიწმინდე და დიდების იმედი. გვაპატიე, რომ ჩვენში სიყვარულის ნაკლებობაა, არ ვჩქარობთ სახარების მიტანას ხალხთან მათთვის გასაგებ ენაზე, რათა მოინანიონ და მიგიღონ როგორც პირადი მხსნელი. შეიწყალე ისინი დაზეციერო მამაო, გთხოვთ გაიგონო შენი ხმა, ჩაწვდნენ შენ შენი სიყვარულის სიმდიდრეს შენ ძეში, ჭეშმარიტად შეიცნონ ის და გარდაიქმნან შენ ხატებაში! კითხვა:
|