Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
3. ბოროტ განზრახვებზე გამარჯვება (მათეიესო 6:19 - 7:6)
b) ზეციერი მამის მზრუნველობაზე დაიმედება (მათეიესო 6:25-34)მათეიესო 6:25-34 რა სასიამვნოა ეს ქრისტეს სწავლება მზრუნველი მამისადმი მინდობის შესახებ. ვინც ისმენს ამ სიტყვებს და სწამს მისი, ის თავის გულში მშვიდობას განიცდის. როგორც ბავშვი ენდობა თავის მიწიერ მამას და სჯერა მისი, რომ ის იზრუნებს მასზე, ასევე სურს იესოს გაზარდოს ჩვენში მამა ღმერთის რწმენა და მისი ჩვენდამი სიყვარულის ნდობა. ვინც ღმერთის სულით აღვსილია და თავისუფლდება სიმდიდრის მოგროვების ცდუნებისაგან და გამუდმებულად სწირავს თანხებს, იმას ეშმაკი აცდუნებს სხვაგვარად. ის უჩურჩულებს მას: ,,შენ არ გეყოფა თანხა! იქნებ ავად გახდე, მაშინ ვინ იზრუნებს შენზე. ტანსაცმელი არ გივარგა, ფასებმა კი აიწია. ეკონომიკაში დიდი კრიზისებია. შენ უნდა არჩინო საკუთარი თავი. ისწავლე, გადადე ფული, რათა იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისთვის“. მხოლოდ ღმერთის სულს შეუძლია შენში ეს საჭიროებები და განგაში გადალახოს. ის გიჩვენებს მამა ღმერთის მადლს, რომელიც ზრუნავს შენზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა იჯდე შენთვის და არაფერი აკეთო და ელოდო, რომ ღმერთი გაგიხსნის ზეცის საქანელს. თუმცა ქრისტეს სიყვარული განთავისუფლებს შენ და გაძლევს მუშაობის და შრომის დროს მშვიდ გულს, შიშისა და სიძუნწის გარეშე. ქრისტესთან ურტიერთობა გიხსნის საჭიროებებისგან და შენ ენდობი ზეციერი მამის სიყვარულს. შეხედე ფრინველებს. ისინი მიწიდან ჭამენ იმას რაც არ დაუთესიათ და მშვიდად მიფრინავენ იქ სადაც საკვებს იპოვნიან. მით უფრო შენი ზეციერი მამა ანთავისუფლებს შენს სულს, რათა შენ ,,მიფრინდე“ მასთან, რადგან მხოლოდ ის ზრუნავს შენზე. შენ დაინახავ რომ ის ფიქრობს შენზე, გაძლევს სამსახურს და გეხმარება დარჩე თავმდაბლობასა და ერთგულებაში. ზეციერმა მამამ მოგცა შესანიშნავი სხეული სიცოცხლით სავსე, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩება. დაკვირვებიხარ თუ არა როგორ იზრდებიან ყვავილები და ციტრუსის ხეები, რომლებიც შემოქმედის დიდებაზე გაუწყებენ. შეათვალიერე მცენარეები მიკროსკოპით და იფიქრე. უსუნე ვარდს და მიხვდი, რომ მთელი ეს სილამაზე და მოწყობილობა არის ყოვლისშემძლე შემომქმედის დიდების განსახიერება, რომელმაც დაუხაზა ვარსკვლავებს გზა და იცის, რამდენი ატომი იყრის მის გარშემო თავს. ის შენც გიცნობს, უყვარხარ და ზრუნავს შენზე, ვინაიდან - შენი მამაა. მთელი ქმნილება სამყაროში შექმნილია, მაგრამ შენ მისი სულისგან შობილი ხარ. მან თავისი ქრისტე მისცა მსხვერპლად შენს გამო. როგორ შეიძლება მას დაავიწყდე? ეს წარმოუდგენელია! არ არსებობს, რომ შენი ზეციერი მამა არ ფიქრობდეს შენზე ცხოვრების ყოველ წამს. შენი საჭიროებები გეუბნება, რომ მცირე რწმენა გაქვს. შენი წუწუნი - უპატივცემულობაა. ღმერთის სიყვარული გვახსენებს ოკეანეს, ხოლო მისი წყალობა ზეცასავით მაღალია. ის გეუბნება: ,,ნუ გეშინია, რადგან გამოგისყიდე. დაგარქვი შენი სახელი; შენ ჩემი ხარ“. იფიქრე ღმერთის სიტყვებზე და შეისწავლე მისი წერილები. ქრისტეს სწავლებას ჩაუღრმავდი და ღმერთის სამეფო შენი მსახურებით ააშენე. უარი თქვი ყოველგვარ ურწმუნოებაზე, ბრაზზე, წუწუნზე და მიენდე ზეციერ მამას, რომელიც დღედაღამე ზრუნავს შენზე. ქრისტე დაგეხმარება გადალახო ყველა განგაში, და სულიწმიდა მოგცემს ძალას გამოცდის ჟამს მერყევი არ იყო. ურწმუნოები ეძებენ მატერიალურ ფასეულობებს, მაგრამ შენ ღმერთისგან მოწოდებული. ზურგი აქციე მიწიურ ნივთებს და მყარად ჩაეჭიდე ღმერთის ხელს. დაე გატაროს და შენც შედი მის საუკუნო სოცოცხლეში. უპირობოდ - შენი სხეულის ერთხელაც მოკვდება, მაგრამ ცხოვრება აქ არ მთავრდება, რადგან შენი სულიერი ცხოვრება დაფარულია ქრისტეში ღმერთში. არ მისცე შიშს და განგაშს უფლება - როგორც დიდს ასევე პატარას, ჯაბნოს შენი რწმენა, არამედ იყავი მამის მზრუნველობაში, ვინაიდან ის მზად არის მოგცეს ყველაფერი ის აუცილებელი სიცოცხლისა და მსახურებისთვის, რათა შენ პატივი მიაგო მას და ყოველთვის ენდობოდე. იზრუნე ღმერთზე და მის პრინციპებზე და შენი ცხოვრება თავისთავად მოეწყობა, რადგან ღმერთის თანდასწრება გაანათებს მას. შეისწავლე როგორი თანმიმევრობით დგას თხოვნები ,,მამაო ჩვენო“-ს ლოცვაში და შენ მიხვდები ღმერთის სამეფოს აზრს, შეიცნობ მის მიზანს შენს ცხოვრებაში და დარწმუნდები, რომ შენი მამა ზრუნავს შენზე. წმინდა ჰყავი მისი სახელი და იზრუნე მის სამეფოზე, იქადაგე სახარება სიტყვით, ლოცვით და მსხვერპლიანი მსახურებით. უპირველესად ნუ იზრუნებ შენს თავზე, არამედ ზეციერი მამის სამართლიანობა განადიდე, დაამოწმე უფლებებზე და მისი სამეფოს სიძლიერეზე, რათა დაკარგული სულები შევიდნენ ხსნის უსასრულო სივრცეში. მაშინ თავად მეფე იზრუნებს შენს საქმეებზე, აიღებს მათ თავის პასუხისმგებლობაში და აკურთხებს შენი ცხოვრების ყველა სფეროს. ლოცვა: მამაო მადლობას გიხდით შენი მამობრივი სიკეთისა და მზრუნველობისთვის და რომ გვაპატიე ცოდვები, მადლობა რომ გვეხმარები რთულ დროს და გვაძლევ ყველაფერ აუცილებელს მიწიერი და საუკუნო სიცოცხლისთვის. დაგვიფარე წუწუნისა და ურწმუნოებისაგან და განამტკიცე ჩვენში შენი სიყვარულისადმი დიდებული მონდობა. გაგვანთავისუფლე საკუთარ თავზე ზედმეტად ზრუნვისაგან, რათა უპირველესად ვზრუნავდეთ შენს სამეფოზე და შენი სამართლიანობის გავრცელებაზე. კითხვა:
|