Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 017 (The law educated us for Christ and Christ carried us to adoption)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

4. რჯულმა მიგვიყვანა ქრისტემდე, ქრისტემ კი შვილობა მოგვცა (გალატელთა 3:19-29)


გალატელთა 3:23-29
23 რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა. 24 ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით. 25 მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით. 26 რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. 27 ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც. 28 და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29 და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაჰამის თესლი ხართ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით.

ძველ აღთქმაში რჯული ყველა ღვთისმოსავ ადამიანს სიკვდილით ასამართლებდა არ უტოვებდა იმედს. ის აშორებდა ღმერთისგან ადამიანს და ის ხვდებოდა რომ ცოდვილი იყო, არ ეყრდნობოდა საკუთარ ძალებს, არამედ ელოდებოდა უფლის მადლს გადასარჩენად.

ამ კუთხით რჯული დიდ როლს თამაშობდა, როგორც მცველი, მომმზადებელი და აღმზრდელი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვიმაღლებთ თავს, პატარა ღმერთებივით , რჯული გვასამართლებს და ამხელს ჩვენს უწმიდურებას და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ქრისტე ცხოვრობდა სუფთად და წმიდად. შენი მცდელობები ფუჭია, ერთადერთი იმედი მონანიება და სუფთად დგომაა საკუთრი თავისა და უფლის წინაშე.

აღარ ვართ რჯულის მონები, რადგან ქრისტეს რწმენა, მზის ამოსვლის მსგავსად, ანათებს ჩვენ წყვდიად სამყაროს. სახარების შუქი ანათებს წყვდიადში და აძლევს იმედს სასოწარკვეთილ ხახლს.

ყოველი, ვინც ქრისტეს ფარად, დამცველად და მხსნელად თვლის, რჯულის ბრალდებას თავს აღწევს და ჭეშმარიტად თავისუფალი ხდება, რადგან ქრისტეს მორწმუნეს რჯული აღარ სჯის, რადგან თავად ღერთი გახდა მისი მამა. დიდ ბავშვებს აღმზრდელის საჭიროება აღარ აქვთ, ისინი თავისუფალნი არიან და პასუხისმგებლობა აქვთ უშუალოდ მამის წინაშე. როგორი დიადია მადლი: ქრისტემ რჯულის მონები აქცვია თავისუფლად და სულიწმიდით სავსე ადამიანებად, ხოლო მოკვდავები - უფლის შვილებად გახადა! ვის აქვს პატივი უწოდოს ღმერთს მამა? მხოლოდ მას, ვინც დაუკავშირა მას ცხოვრება, მის ძეს, ვისაც ვუყვარვართ და გვცვლის საკუთარი დიდებისთვის.

პავლე ცხოვრების ასეთ გარდაქმნას ადარებს ტანსაცმლის გამოცვლას. ჩვენ რწმენით ჩავიცვით სამართლიანობის, სიწმიდის, გულმოწყალების, სიხარულის და ქრისტეს მშვიდობის სამოსი. ქრისტეს რწმენა მხოლოდ მოცემულობა არაა, უბრალოდ აზრები ან სწავლება, არამედ ახალი ცხოვრება და ძალა. ვინც ქრისტეს იღებს რწმენით და ასრულებს სიმბოლურ ნათლობას, ის ახალი ადამიანი და ცოცხალი ღმერთის შვილი ხდება!

ჩვენი ქრისტეში გან/თავისუფლების მეორე სასწაული - მისი მიმდევრების სულიერ ერთობასა და თანაბრობაშია. ქრისტეში არ არსებობს ღარიბი და მდიდარი, ვინაიდან ყველა - უფლის მემკვიდრეა. არც სწავლულსა და უსწავლელსშორისაა სხვაობა, რადგან უფლის ჭეშმარიტება ყველამ შეიცნო. მომუშავე უმუშევარზე უკეთესი არაფრითაა, რადგან ერთნიც და მეორენიც - უფლის შვილები არიან. არც ქალსა და მამაკაცებს შორის არ არის სხვაობა ქრისტეში, რადგან აღდგომის მერე არავინ იქორწინებს და მოიყვანს ცოლს, და ყველას სხეული იბრწყინებს, როგორც უფლის ანგელოზების. ეს ძირეული გარდაქმნა დაიწყო მათი მაღლიდან შობის დღეს. ისინი ერთნი არიან ქრისტეში და ის აძლევს მათ სიყვარულს სრული სისავსით!

ასე უხსნიდა პავლე გალატელთა ეკლესიას, რომ აბრაამის აღთქმას ვერ შეასრულებენ რჯულის დაცვით, არამედ მხოლოდ რწმენით ქრისტეში.რაოდენ დიდია ეს საჩუქარი მორწმუნეებისთვის.

ლოცვა: განგადიდებთ ზეციერო მამაო, რადგან შენი შვილებიბგაგვხადე. დაგვეხმარე არ ვამცირებდეთ არც ერთ ადამიანს, არამედ სიყვარულით ვუმოწმებდეთ ყოველს შენ იმედზე, რათა განთავისუფლდნენ საკუთარი თავისგან, გარდაიქმნან შენში, სრულად შეიცვალონ და სულიერი განახლების მონაწილეებად იქცნენ, რომელიც ქრისტეში დაიწყო.

კითხვა:

  1. როგორ ხდება რჯულის მონობიდან - უფლის შვილობის თავისუფლებაში გადასვლა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:19 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)