Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 019 (Paul is zealous for his children in the Spirit, and he suffers much for them)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

6. პავლე შიშობს, ეჭვიანობს და ღრმად წუხს თავის შვილებზე (გალატელთა 4:8-20)


გალატელთა 4:8-11
8 თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან. 9 ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? 10 დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს. 11 ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!

გალატელები იყვნენ კერპთაყვანისმცემლები, არ იცნობდნენ ღმერთს, მაგრა თაყვანს სცემდნენ სხვა კერპებს. ახლაც ვპოულობთ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ღმერთებს, ცრუ სულებს, ისმენენ ეშმაკის ხმებს და ასაღებენ ამას ღმერთის ხმად, სინამდვილეში კი არ იცნობენ ღმერთს, მაგრამ იტლვიან მისკენ, ცდილობენ მისთვის მოსაწინი გახდნენ მათი ძღვენებით და შესაწირავებით, მაშინ როდესაც ის მათთვის ისევ უხილავ ღმერთთად რჩება.

მაგრამ ქება ღმერთს ის სულიერი გადატრიალებისთვის, რომელიც მოხდა გალატელებთან: ისინი ემსახურებოდნენ კერპებს, მერე კი ცოცხალი ღმერთი შეიცნეს, როდესაც პავლე მივიდა მათთან და აუწყა მამის შესახებ, რომელმაც ისინი მის შვილებად გახადა, იესოს მხსნელად მიღების შემდეგ. ამ რწმენის მეშვეობით ისინი განთავისუფლდნენ რჯულის ბრალდებისგან, სინდისის მხელისგან და სულიერი სიმშვიდე მიიღეს, უფალთან და ადამიანებთანაც მშვიდობა დაამყარეს. მათი რწმენის არსი არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ღმერთისკენ ლტოლვით, არამედ მოიცავს ცოდნას იმის შესახებაც, რომ უფალი ზრუნავდა მათზე, მოძებნა ისინი, შეიცნო და იშვილა. მათი რწმენა უფლის მადლით მოქმედებზე ქრისტეში და სულიწმიდაში და არა მათ მკაფიო პირობებზე.

გავიდა დრო და გალატელები ისევ მოხვდნენ რჯულის ზეწოლის ქვეშ: დაიწყეს შაბათის დაცვა და რჯულის შესრულება საკვებთან მიმართებაში, რათა უფლისთვის მოსაწონნი ყოფილიყვნენ, ეგონათ რა, რომ ეს საქმეები გამართლებდა მათ. იფიქრეს, რომ წინადაცვეთა უფრო მეტად განწმედდა მათ, ვიდრე ქრისტეს სისხლი და სულიწმიდის ძალა. მათი უწინდელი რწმენა და შთაგონება თანდათან გაქრა და თეორიებს მიუბრუნდნენ. მიატოვეს მადლის უპირატესობა და რჯულის მონობაში მოექცნენ, გათელეს რა ქრისტეს მსხვერპლი.

პავლე არ გამოყოფდა რომელიმე დღეს და არ სძენდა მათ რაიმემ ნიშვნელობას, რადგან არ თვლიდა რომ ერთი დღე უფრო წმიდაა, ვიდრე მეორე. შევიცანით რა ქრისტე აღარ წმიდავყოფთ დღეებს და დღესასწაულებს, არამედ ვუყურებთ მორწმუნეებს, როგორც წმიდებს. წმიდა მორწმუნისთვის ყველა დღე წმიდაა. მთელი მისი ცხოვრება, საქმეები, მისი სიზმარი თუ სიკვდილი არის ქრისტიანული თაყვანისცემის ნაწილი, რადგან უფალს ვემსახურებით ყველა ჩვენი გულისცემისამებრ, ჩვენი ჩასნუთქვითა და ამოსუნთქვით! წერია: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აკეთეთ როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის“. (კოლასელები 3:23) იქცა თუ არა მთელი შენი ცხოვრება ქებად, მსახურებად და მადლიერებად უფლისადმი?

წარმართი ქრისტიანები იცავდნენ კვირის დღეს არა იმიტომ, რომ უფლის თვალში გამოჩენილიყვნენ ან მიეღოთ სამართლიანობა ხურდად. უბრალოდ სურდათ კვირაში ერთი დღე გამოეყოთ, რათ აშეკრებილიყვნენ და ვერ იპოვეს უკეთესი დღე გარდა უფლის აღდგომისა, და მათ აირჩიეს ეს დღე, მაგრამ ეს დღე არ დარჩენილა წესად, ის უბრალოდ ახალი აღთქმის სიმბოლოა, რადგან ახალი აღთქმა არ გვთხოვს რჯულის შესრულებას, არამედ გვაძლევს უფლის სიცოცხლეს საჩუქრად. ჩვენი ყოფა არ უკავშირდება ტრადიციებს და რიტუალებს, არამედ სულიერ ცხოვრებაში გადავეშვით. ჩვენი ცხოვრება იქაა უფალთან ერთად ზეცაში, რომელმაც გაგვხადა სიკვდილის მერე საუკუნო სიცოცხლის მატარებლები!

ლოცვა: აგამაღლებთ შენ ზეციერო მამაო, რადგან შენი შვილები გვიწოდე. დროებიდან მუდმივობაში გადაგვიყვანე და ხრწნადობიდან უხწრნადობაში. დაგვეხმარე, რომ არ დავკარგოთ დრო სხვადასხვა რიტუალების დაცვაში, წესების და დღესასწაულების აღსრულებაში, თითქოს ეს დაწესებული კანონები გვწმენდდეს ან შენთვის მოსაწონი იყოს. შენ ხარ მხოლოდ კეთილსურნელება ჩვენთვის ქრისტეში. ჩვენ გამართლებულები ვართ იესო ქრისტეს სისხლით და ამ რწმენამ გაგვანთავისუფლა საკუთარი თავის განსაწმედის მცდელობისგან. განწმიდე ჩვენი ცხოვრება და დაე ყოველი წამი, რაც დედამიწაზე მოგვეცა გახდეს ქება და მადლიერება შენდამი!

კითხვა:

  1. რატომ არ ღელავდა ან ზრუნავდა პავლე, თაყვანი ეცა უფლისთვის კონკრეტული დღეების დაცვით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:24 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)