Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
Home -- Georgian -- Galatians - 018 (Our adoption by God is a result of the chastening of the law, the redemption of Christ, and the work of the Holy Spirit in us) This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian
Previous Lesson -- Next Lesson გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31) 5. ჩვენ უფლის შვილები გავხდით რჯულის აღზრდით, ქრისტეს გამოსყიდვითა და სულიწმიდის მოქმედებით ჩვენში! (გალატელთა 4:1-7)გალატელთა 4:1-7 გავუკეთებთ რა დასკვნას მადლით გადარჩენის შესახებ, პავლემ თავის მკითხველს უჩვენა, რომ ღვთის გადარჩენის გეგმა იყო თავდაპირველად მოვლინებული ყოფილიყო რჯული, რომელიც ჩაქუჩის მსგავსად ანგრევს ადამიანის სიამაყეს. შემდეგ მოვიდა უფლის ძე, გაანთავისუფლა ცოდვის მონები ტყვეობიდან, გადარჩენა მისცა მათ და გაამართლა ისინი ფუჭად. სულიწმიდა ჩასახლდა მორწმუნეებში და მათი ცხოვრება გადაარჩინა, რომელიც ქრისტემ მოახდინა ჯვარზე. მიიღე თუ არა შენ უფლის გადარჩენის გეგმა? დაამარცხე თუ არა შენი საიმაყე რჯულზე ფიქრის დროს? გააკეთე თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ გამხდარიყავი გამართლებული ადამიანი, წააგე თუ არა ამ ბრძოლის ბოლოს და მიხვი, რომ შენი გული არაა წმიდა? აღასრულა თუ არა რჯულმა თავისი აღმზრდელობითი მოქმედება შენში, მიგიყვანა თუ არა მონანიებამდე ? თუ ჯერ ისევ მოუმწიფებელი ხარ ცოდვაში, ცოდვის მონა და რჯულის მიერ განაჩელ გამოტანილი? თუკი გააცნობიერე, რომ დამნაშავე და ცოდვილი ხარ და უკანასკნელი ყველა ადამიანთაგან, ესიგი რჯულმა თავისისას მიაღწია შენში. მაშინ შესაძლებელია შენი გაბედნიერება შესანიშნავი ინფორმაციით: ღმერთმა წარმოგზავნა სამყაროში თავისი ძე, რომელიც ქალის მიერ იშვა სულიწმიდისგან. ეს ღმერთი ადამიანის სახით - მთელი ისტორიის ცენტრია, რადგან თავად ღმერთი მოვიდა ჩვენთან ძეში! ის დაემორჩილა ხრწნად სხეულს და აღასრულა ყველა დადგენილი რჯული, რომელიც ცოდვის მონებმა მისცეს. ამის მიუხედავად არ დაურღვევია სიწმიდე, რადგან თავად არის რჯულის არსი. იესომ აღასრულა ყველა მცნება თავისი სიყვარულით და გამოგვისყიდა სისხლით რჯულის წყევლისგან, რომელიც ცოდვის მიზეზით გვდევდა თან. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილმა სრულებით გაგანთავისუფლა ცოდვის მონობისგან და რჯულით გასამართლებისგან. ღმერთის ძემ გადაიხადა შენი სულიერი ვალები და შენ განთავისუფლდი სამუდამო პასუხისგებისგან, არა იმიტომ რომ მდიდარი ხარ, კეთილი ან ლამაზი არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა ბოროტი შეგიყვარა, შეგიყვარა საშინელ მდგომარეობაში მყოფი და გადაიხადა შენ ნაცვლად, დაგიბრუნა ცოდვილი და ეს გამოსყიდვის ფასად გააკეთა. რა მიზნისთვის გაგანთავისუფლა? ეს უმაღლესი მიზანი - შენი შვილად აყვანაა. შენ რწმენის მეშვეობით უნდა გახდე დიდებულიღმერთის კანონიერი შვილი! იქცევი თუ არა შენი მამის სახელის ღირსად? შენმა ზეეციერმა მამამ იცის, რომ თავად არ შეგიძლია რჯულის აღსრულება. ამიტომ გამოგზავნა სულიწმიდა, რომელიც რასრულებს შენში ქრისტეს გადარჩენას. ეს ზეციური სული, უწინარეს აღგძრავს შენ შიგნით ხმას: „მამაო!“ ეს სული გარწმუნებს ასი პრიცენტით, რომ ღმერთი - მამაა შენ კი - მისი ძე, რომელიც ცეზიური ბუნებიდან გაჩნდი. შენ შეგიძლია ილოცო მამა ღმერთთან იესოს სახელით. ღმერთის გეგმა არ სრულდება შენი ზეციდან შობით - ღმერთს ცოდვილის მდგომარეობიდან აჰყავხარ ღვთის კანონიერ შვილობამდე! მეორედ მოსვლისას ყველა მორწმუნე განიცდის ცვლილებას და ღმერთიც მიიყვანას გადარჩენას ბოლომდე! მაშინ გავიხარებთ სრული სიხარულით. შეძელი თუ არა საკუთარ თავზე გეთქვა უარი და მიწებებოდი ქრისტეს? ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ აგამაღლებთ შენ და შენ შეუდარებელ სახელს, ვმადლობთ შენ მხოლოდშობილ ძეს, რადგან გვიხსნა ცოდვებისგან, რჯულისგან და სიკვდილისგან. მან გადმოღვარა ჩვენზე თავისი სულიწმიდა, რათა გვიყვარდე ღირსეულად. და რადგან გსურს შენი შვილების გადარჩენა, გთხოვთ მრავალის ზეციდან შობას და აღორძინებას შენი სულით და რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს შენინ სახელის შესახებ! კითხვა:
|