Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 020 (Paul is zealous for his children in the Spirit, and he suffers much for them)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

6. პავლე შიშობს, ეჭვიანობს და ღრმად წუხს თავის შვილებზე (გალატელთა 4:8-20)


გალატელთა 4:12-15
12 გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით, ცუდად არაფერში მომქცევიხართ. 13 იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად. 14 და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. 15 სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.

პავლე დანარვლიანდა, როდესაც იხილა როგორ ტოვებდა ხალხი მადლის სიმაღლეებს და უბრუნდებოდა რჯულის უძლურებას. თუმცა მოციქულს სჯეროდა, რომ უფალი არ ტოვებს მათ ვისშიც იწყებს გადარჩენის აღსრულებას. ამიტომ ცდილობდა კვლავ მოეპოვებინა ისინი ქრისტესტთვის. არ ეუბნებოდა მათ ლამაზ სიტყვებს, მაგრამ მაგალითათ საკუთარ თავს წარუდგენდა: იყავით, როგორც მე!“ არის თუ არა ეს ეგოისტური მოწოდება? სულაც არა, რადგან პავლე მოუკვდ საკუთარ თავს, მასში კი ცხოვრობდა ქრისტე! პავლე მართლა ქრისტეს ხატება გახდა თავისი სიკეტით, სიწმიდითა და ძალით. ეჭვგარეშეა, რომ პავლეს წარმატებული ცხოვრების გასაღები, მის წმიდად ცხოვრებაშია, რადგან ადამიანებს ფუჭი სიტყვები კი არ გადაარჩენთ, არამედ სიტყვა, რომელიც იქნება აღსრულებული მართალში და ეს სიტყვა მერე ყველა დანარჩენ უბრალო სიტყვაზე მეტად ჟღერს!

როგორ გამოვლინდა უფლის სიყვარული პავლეში? ის არ დარჩა იუდეველი, მაგრამ როდესაც უფალი დაინახა, მოიდრიკა და გახდა როგორც ყველა. ის აღარ თვლიდა საკუთარ თავს წარმათებზე უკეთესად. ის ესაუბრებოდა გალატელებს ფარისევლობის გარეშე და უქადაგებდა მათ სიყვარულის მადლს ქრისტეში. პავლე ადამიანების მსახრუ, მონა გახდა, ძალზედ დაიმდაბლა და დაიმცირა თავი, როგორც ქრისტე ჩამოვიდა ზეციდან დედამმიწაზე კაცის მსგავსად, რათა გავმხდარიყავით, როგორც ის!

პავლემ აპატია თავის ეკლესიის წევრებს ყველა მათი ეჭვი, განდგომა, ჭორაობა. ეუბნებოდა მათ: თქვენი საქციელით სულაც არ გამანაწყენეთ. მე მოვკვდი და იქამდე გაპატიეთ, ვიდრე მთხოვდეთ პატიებას. როგორც შვილებს ისე გიყურებთ. მიყვარხართ, როგორც არ უნდა მომექცეთ. თქვენ ცოდვებს ეს არ შლის, არამედ ამტკიცებს, რომ სიყვარული ყველაფერს ფარავს! შემდგომ პავლემ გაახსენა თავის საყვარელ ძმებს და დებს, თუ როგორ შეხვდნენ მას პირველად, სიყვარულით, და არცერთხელ არ შეწუხებულან ან დაბრკოლებულან სახეზე მისი ნაიარევების გამო, რომელიც მან დევნის დროს მიიღო ქვებით ჩაქოლვისგან.

პავლე არ იყო მაღალი. არც ძლიერ ადამიანს ჰგავდა, პირიქით, სუსტი იყო შესახედავად. ალბათ მისი თვალები მტვერით იყო სავსე, რომელიც გზებზე შეხვდა ხანგრძლივი სიარულის გამო.

მისი გარეგნობა შთამბეჭდავი არ იყო, თუმცა მისგან სიყვარულის ცეცხლი და სულიწმიდის ძალა გამოდიოდა; ეს მის მსმენელზეც გდადიოდა, რომლებიც გრძნობდნენ უფლის ძალას და იახლებდნენ გულს. ამ დროს მიიღეს გალატელებმა წარმართების მოციქული, როგორც ანგელოზი, თითქოს შეიძლება ითქვას, როგორც ქრისტე! პატივს მიაგებდნე მას ღმერთივით! ახლა კი ამ წერილში ის ეკითხება მათ: ნუთუ თქვენი ნეტარება დროებითი აღფრთოვანება იყო? ნუთუ იგივე დამემართა, რაც უფალ იესოს, როდესაც ხალხი თავიდან ეძახდა მას, ოსანა“! შემდეგ კი - „გააკარით იგი ჯვარს, ჯვარს აცვით იგი“! ამბობდით, რომ მზად ხართ მოკვდეთ ჩემ გამო. რა მალე შეგიცვლიათ აზრი და მტრად ჩამთვალეთ თითქოს ვაკავებდე უფლის კურთხევებს თქვენზ!“

პავლე მთელი გულით იბრძოდა თავისი ეკლესიის სიჯანსაღისთვის. არ თვლიდა საკუთარ რელიგიას ფილოსოფიად, არამედ ასწავლიდა, რომ რწენა მადლის მეშვეობით იძლება გადარჩენას, ხოლო რჯულის მიჯაჭვულობას მივყავართ დაღუპვამდე. ის ცდილობა თავისი საყვარელი და-ძმების გადარჩენას, მთელ ძალისხმევას დებდა ამაში, ლოცულობდა მათზე და უყვარდა ისინი. როგორ ექცევი შენ მათ ვისაც უქადაგე და მიუტანე უწყება გადარჩენის შესახებ?

ლოცვა: წმიდაო მამაო, შენ ჭეშმარიტი მამა ხარ, რომელმაც არ შეიცოდე შენი ერთადერთი ძე, რათა გეხსენით ჩვენ დაღუპვისგან. დაგვეხმარე ყველაფერი გავაკეთოთ სხვების გადასარჩენად, თავად კი ვიწმიდებოდეთ, რათა არ გავხდეთ დაბრკოლება ჩვენი მეგობრებისთვის, არამედ გხედავდნენ ჩვენში შენ და გადიდებდნენ! ამინ.

კითხვა:

  1. როგორ შეეძლო პავლეს ეთქვა მათთვის: „იყავით, როგორც მე“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:26 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)