Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 013 (Christ delivered us from the curse of the Law and brought the blessing of Abraham on all nations)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

2. იესომ წყევლის რჯულისგან გაგვანთავისუფლა და აღასრულა აბრაამის კურთხევა ყველა ერისთვის (გალატელთა 3:6-14)


გალატელთა 3:6-10
6 როგორც აბრაჰამმა ირწმუნა ღმერთი, და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას. 7 ამიტომ, იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაჰამის შვილები არიან. 8 წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: "და იკურთხება შენში ყველა ერი”. 9 ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან. 10 ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: "წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”.

აბრაამი სხვა ადამიანებივით ცოდვილი იყო, მაგრამ, გაიგონა რა უფლის აღთქმა, დაიჯერა და უფალზე დადო იმედი საქმეებში, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი ეგონა. ის მიენდო ღმერთს და დაიჯერა მისი აღთქმის და უფალმა აკურთხა ის არა მისი სამართლიანობისთვის, არამედ იმიტომ რომ უფლის სამართლიანობა დაიჯერა. მისი რწმენა მას სიმართლედ ჩაეთვალა.

არც ებრაელები და ისმაელის შვილები არ ითვლებიან აბრაამის შთამომავლებად, არამედ მთელ მსოფლიოში ყველა, ვინც უფლის სიყვარულზე დააფუძნა თავისი ცხოვრება და ეყრდნობიან მას მეტად, ვიდრე თავიანთ გონებას, გამოცდილებას ან წარმოდგენებს. აბრაამი - მორწმუნეთა მამა და მაგალითია. ვინც მიყვება მის რწმენას ითვლება მის შთამომავლად და იღებს უფლის სამართლიანობას არა საკუთარი საქციელების ან საქმეებისთვის, არამედ იმიტომ რომ მთელი გულით მიენდნენ მხსნელს.

ვსაუბრობთ რა აბრაამზე, როგორც მორწმუნეების მამაზე, პავლემ უკუაგო ყველა ცრუმასწავლებლის არგუმენტი, თითქოს ებრაელები კურთხევას მოკლებულნი არია, რადგან არ არიან აღთქმის მამების მემკვიდრეები. პავლემ საპირისპირო დაუმტკიცა მათ, კონკრეტულად კი ის, რომ მხოლოდ მორწმუნეები ითვლებიან აბრაამის შვილებად.

როდესაც უფალმა ამოირჩია და აკურთხა აბრაამი, ის მხოლოდ აბრაამის შთამომავლობის კურთხევას კი არ აპირებდა, არამედ ყველა ერების კურთხევასაც! რადგან აბრაამის კურთხევა თავიდანვე განკუთვნილი იყო ყველა ერებისთვის! ხოლო ხალხი, ვინც აბრაამის რწმენას ეჭიდება ვერ იქნება რასისტი ან ნაციონალისტი.

ვინც ცდილობს უფალს მოაწონოს თავი საკუთარი ღვთისმოსაობით, ის ჯულის წყევლის ქვეშ ექცევა, რადგან უფლის სამართლიანობას ყველა წყევლისთვის განაჩენი აქვს, ვინც არ ასრულებს ყველა მცნებას. ვინც შეეცდება ღვთისმოსაობით გადარჩეს, იმედი გაუცრუვდება. დაიმახსოვრე, რომ რელიგიური ხალხი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ქრისტეს მტრები, რადგან თვლიან რომ მონანიება არ სჭირდებათ. ამ უღმერთოებაში გააკრეს ქრისტეც, გაუცნობიერებლად, რომ ცოდვილნი იყვნენ. სულიწმიდას ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს გულებში დავანება, როდესაც დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ვთვლით რომ ღვთისმოსავნი ვართ. ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე არის - ზედაპირულია და სინამდვილეში არ იცნობს ღმერთს, არც რჯული იცის სრულად, რადგან რჯულის მონობას ღვთის რისხვამდე მივყავართ. ასეთი მკაცრი განაჩენის მიზეზი უფლის სიწმიდეა, რადგან თავად უფალმა თქვა: „იყავით წმიდები, რადგან მე ვარ წმიდა!“ ნებისმიერ ცოდვას ან პატარა ცდომილებას მივყავართ დაღუპვამდე! უფალი თავისი რჯულიდან იმაზე ნაკლებს არ გვთხოვს, ვიდრე სრულყოფილება. ყოველი ვინც არ იქნება სრულყოფილი სიწმიდეში, სიყვარულში, ერთგულებასა და სიწმიდეში, - დაწყევლილია!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, შენ ხარ წმიდა, სრულყოფილი, ამაღლებული და მართალი, ჩვენ კი სავსენი ვართ ბოროტებით აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. არ განმსაჯო შენი რჯულით და სიწმიდით, შემიწყალე შენი წყალობით. ვაღიარებ შენ წინაშე ჩემ უკუღმართობას და მწამს შენი სიყვარული ყველასთვისაა, ვინც ინანინებს. ღმერთო, მაპატიე მე ცოდვილს!

კითხვა:

  1. ვინ არიან აბრაამის შთამომალები და რატომ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:10 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)