Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 012 (Only the believer receives the gift of the Holy Spirit)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

1. მხოლოდ მორწმუნეები იღებენ სულიწმიდის ნიჭს (გალატელთა 3:1-5)


გალატელთა 3:1-5
ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!2 მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? 3 ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ? 4 ამაოდ იტანჯეთ ამდენი? თუ ასეა - ამაოდ! 5 ვინც სული მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?

მას შემდეგ რაც პავლემ პირვერლ ორ თავში შებოჭილ ეკლესიებს მისცა ისტორიული მტკიცებულებები მისი მოციქულური ძალის და სწავლების სისუფთავის შესახებ, შეუდგა რწმენით გამართლების დეტალურ გადმოცემას, რაც საქმეებით, ცხოვრების წესით ან წეს-ჩვეულებების დაცვით არ ხდებოდა.

გალატელთა ეკლესიები პირველ ეტაპზე ცოცხალი და მოქმედი იყო, თუმცა უეცრად დასუსტდნენ, თითქოს ვინმემ თვალი დაადგაო ცუდად. გაუქრათ მკაფიო ხედვა, სულების გარჩევის ნიჭი და თამამი რწმენა; გაუჩნდათ ეჭვები რწმენის სწავლებასთან მიმართებაში.

გალატელებს არასდროს მოუსმენიათ თუ როგორ ქადაგებდა პავლე გადარჩენაზე ადამიანური საქმებიით ან რჯულის დაცვით, როგორც ახალი აღთქმის მნიშვნელოვან თემაზე. ის თითქოს მისი მსმენელის წარმოსახვაში ხატავდა ღვთის ძეს, მათ თვალწინ ჯვარცმულს ძელზე, რომელმაც მათი და ქვეყნიერების ცოდვები გამოისყიდა. შენთვის ჯვარცმული ქრისტე - მთელი შენი ცხოვების მიზანია, თუ სხვა მიზნებისკენ ილტვი? დაე ქრისტეს ხატება, მისი ნაგვემი ხელებით, არასდროს ამოიშალოს შენი გონებიდან. ის შენი ერთადერთი თავშესაფარია აქ დედამიწაზე და ერთადერთი დამცველი იქ ზეცაში.

ყოველი ვინც აღიარებს ცოდვებს იესო ქრისტეს წინაშე და ვისაც სწამს, რომ მან მიიღო თავის თავზე სასჯელი ჩვენც ნაცვლად, იწმიდება და იღებს უფლის მადლს სულიწმიდაში. როგორ დიდებულად გვიახლოვდება უფალი, უფლის სული ხო - თავად უფალია! უფლის სული ჩვენშია არა იმიტომ, რომ მართლები ვართ, პირიქით, იმიტომ რომ ვაღიარებთ საკუთარ ცოდვებს და ვამბობთ, რომ არ ვართ მართალნი. მაშინ უფლის ძალა გვხდის გამართლებულებს და გვავსებს საუკუნო სიცოცხლით!

წმიდა სული ივანებს ადამიანებში ქრისტეს სიკვდილის შედეგად. მას შემდეგ, რაც მან ქვეყნიერების ცოდვები არიღო, არაფერი უშლის ხელს ნუგეშისცემის სულს მივიდეს მათთან, ვინც ინანიებს. წმიდა სული მხოლოდ მათში არ არის, ვისაც არ სწამს ღვთის ძის და მისი გამოსყიდვის. ძის მორწმუნეს აქვს სიცოცხლე, ურწმუნოს კი არ აქვს ის. ყოველი ვისაც უყვარს მოსიყვარულე უფალი, იცვლება და ხდება მისი სიყვარულის მგსავსი!

შემოვიდა თუ არა შენ ცხოვრებაში სულიწმიდა? გარეგნულად კი არ გცვლის მხოლოდ, არამედ ალკოჰოლის სმას ანებებ თავს, იშორებ აზარტულ თამაშებს, ყურადღებას აქცევ სამოსს დ.ა.შ. ვერავინ შეძლებს გაგწმიდოს იესოსა და სულიწმიდის გარდა. იესო - ჩვენი სიწმიდეა.

როდესაც უფლის სული ივანებს გამართლებულ მორწმუნეში, ის სრულად წმედს მას, ცვლის მის აზრებს და საქციელებს და აღძრავს მას სიყვარულის საქმეებისკენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შენ ცხოვრებაში რწმენა არის შემდეგი: ჩასახლდა თუ არა შენ გულში სულიწმიდა?

არ აარიდო თავი ამ უმნიშვნელოვანეს კითხვას, არამედ ჰკითხე უფალს ლოცვაში:როგორი ვარ სულიერ ცხოვრებაში?

თუ კითხულობ, როგორ მოიპოვო უფლის ძალა, გიპასუხებთ: შენი რწმენა გაკავშირებს მოწყალე უფლის ძესთან, რომელიც გაძლევს საკუთარ ბუნებას. სანამ მთელი გულით და სამუდამოდ არ მიეწებები ქრისტეს, სულიწმიდა შენთან არ იქნება. არ მოტყუვდე: თუკი მთელ ცხოვრებას არ მისცემ ჯვარცმულ ქრისტეს, ვერ შეძლებ შეიგრძნო მისი სულის ძალა, თუნდაც მთელი ბიბლია დაიზეპირო ან დაიბადო ქრისტიანად და მოინათლო. შენი რწმენა გიხსნის, რწმენა კი ნიშნავს სრულად მიეძღვნა უფალ იესო ქრისტეს.

ეშმაკი ცდილობს აცდუნოს მორწმუნეები, აღძრავს მათ რელიგიური მოქმედებებისკენ, რომლისკენაც ქრისტეს არ მოუწოდებია. თითქოს ქრისტეს ჯვარცმა არაა საკმარისი ან სულიწმიდას სჭირდება ადამიანური დახმარება. მოსიყვარულე ძმაო, არ დაგავიწყდეს, რომ უფალმა სულიწმიდის ძალა მმოგცა უშუალოდ საკუთარი რწმენის გამო! მხოლოდ გწამდეს და შენ თავზე გაიხსნება ზეცა!

მოწიფული მორწმუნეებიც არ არიან დაზღვეულები ამ ცდუნებისგან. გამოივლიან და გაუძლებენ რა დევნებს, ისინი ცდილობენ საკუთარი სიწმიდის დამტკიცებას, ამცირებენ რა ამითი ქრისტეს სიკვდილს. ზოგიერთი ნიჭებში მოქმედიც კი მიდის იქამდე, რომ ეჭვქვეშ აყენებს სულიწიმის მოქმედებას და ქრისტეს მონაწილეობას მათ განწმედაში.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით რომ შენ შემოირიგე მთელი ქვეყნიერება შენი ძის მსხვერპლის მეშვეობით. მისი სიკვდილით სრულიად გაგვამართლე და გაგვწმიდე. თაყვანსგცემთ შენ, რადგან გაგვაცოცხლე შენი სულიწმიდით; და გთხოვ დაგვიცვა ჩვენც და სხვა მორწმუნეებიც მცდელობისაგან, რომ თავად გავიხადოთ თავი წმიდებად, ვასრულებდეთ რა კანონებს და წესებს ადამიანურად, რომ არ დავაკნინოთ შენი ძის ჯვარი, რომელმაც საკუტი გამოსყიდვით სამუდამოდ სრულყოფილები გაგვხადა.

კითხვა:

  1. როგორ ვიღებთ გადარჩენას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:08 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)