Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 005 (Paul’s direct call to apostleship by Christ)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21)

1. პავლე ქრისტეს მიერ იყო დაძახებული და წარგზავნილი (გალატელთა 1:11-17)


გალატელთა 1:11-12
11 ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის. 12 ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

პავლე ეკლესიის წევრებს ძმებს უწოდებდა, თუმცა ისინი უკვე რჯულში იყვნენ გადავარდნილნი. მოციქული იბრძოდა იმისთვის, რომ მორწმუნეებს ეღიარებინათ და მიეღოთ მისი მადლის შესახებ წერილი ღვთაებრიად, რადგან სახარებაა რ არის ადამიანის გონების შექმნილი და არც მრავალი ჭკვიანი თაობის სიბრძნეების დამსახურება. პავლე არ იჯდა პეტრეს ფეხებთან და იესოს სიტყვებიც არ შეუსწავლია, მაგრამ მისი გაცნობა ქრისტესთან მოხდა უფლის პირადი გამოცხადებით.

ღმერთმა არ წარგზავნა მასთან ანგელოზი ან ორი ნათელი სვეტი, არამედ თვალნათლივ დაელაპრაკა მას თავისი ძის მეშვეობით.

თავად ქრისტე არის სახარება! ადამიანური სხეული ხომ ჯვარცმულიქნა. მაგრამ იესოს სხეული არ დარჩენილა სამარხში გასახრწნელად და ის ახალი ცოცხალი და დიდების უფალია! მან არ დაღუპა თავისი მტერი, რომელიც კბილებს ილესავდა ქრისტიანებზე, არამედ მიმართა რა მათ სითბოთი, ბოლო დაუდო მის დამახინჯებულ სამართლიანობას და წარმართებისთვის ქადაგების მსახურება დაავალა.

პავლე ხედავდა მოწყალე ღმერთს და ესმოდა მისი სიტყვები. ის ჭეშმარიტი მოციქული იყო და ინახავდა თავისში ღვთაებრივ გამოცხადებას. არც ერთ მოციქულს არ გადაუტანია ის, რაც მან. ასე იქცა ამაყი „სავლე“ , პატარა „პავლედ“, რადგან მიხვდა, რომ ქრისტეს დიდების სიწმინდე - არის საზომი მისი ცხოვრებისთვის, არის საფუძველი მისი რწმენის და იმედი მისი მიზნისა. პავლეს არ სურდა არაფერზე და არავისზე ფიქრი უფლის გარდა, არც არაფერი სწყუროდა ერთი უფლის გარდა. ქრისტე მის სიცოცხლედ იქცა, ის იყო მისი ძალა და კეთილი უწყება.

და დღეს ჩვენ გიქადაგებთ არა რაიმე კანონს, არამედ ქრისტეს, რადგან ის არის საზომი შენი ცხოვრებისა. არ გაუწყებთ ცოდვების პატიებას, არამედ ქრისტეს გაუწყებთ, რადგან მას შეუძლია ეს! და საუკუნო სიცოცხლეს ვიბრუნებთ მხოლოდ მასში და მისი მეშვეობით, რადგან ის გვაცოცხლებს და გვაძლევს ძალას! ჩვენ არ ვაშინებთ ხალხს მომავალი სამსჯავროთი, არამედ მივუთითებ ქრისტეზე, რომელიც მოვალი ღვთაებრივი მოსამართლის სახით. შეისწავლე ჩვენთან ერთად ქრისტეს სახარება, რათა შეხვდე მის პიროვნებას, დაინახოის გულის თვალებით და გაიგონო მისი წმინდა სულის ხმა, რომელიც ჟღერს სახარებაში.

ლოცვა: უფალო, აგამაღლებთ, რადგან ცოცხალი ხარ და ჩვენ შორის იმყოფები. უბრალოდ რწმენაში ან იდეოლოგიებში კი არ მოგვიყვანე, არამედ შენი რეალური პიროვნების რწმენა მოგვეცი! ჩვენი გულის თვალები აახილე და მოგვასმენინე შენი ხმა, როდესაც ვიმსჯელებთ სახარებაზე, რათა ვიქცეთ შენ ერთგულ მოწმეებად და ღიად ვაღიარებდეთ, რომ შენ ხარ ჩვენი სიცოცხლე!

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს სახარების არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 06:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)