Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 004 (Paul’s concern about defects in the church)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 1: შესავლის სიტყვები: მოკითხვები და კითხვები (გალატელთა 1:1-10)

3. პავლე უარყოფს ეკლესიაში შეჭრილ სიცრუეს და ცდომილებას (გალატელთა 1:6-10)


გალატელთა 1:6-10
6 მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. 7 თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. 8 მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი. 9 როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს. 10 ახლა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ თუ ღმერთისას? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი.

პავლე გალატიაში აუწყებდა უწყებას უფალზე, რისი შინაარსიც მისი რისხვა იყო ჩვენი ცოდვებისთვის და უდიდეს ი პატიება ჯვარზე სიკვდილის შემდეგ. როდესაც გალატელებმა მოისმინეს ეს უფლის მოწოდება, რომელიც ქრისტეს მიერ მადლით მიიღეს და ასევე მიიღეს ის რწმენით, მაშინ მკვდრეთით აღმდგარმა ჩაღვარა მათ გულებში სულიწმინდა და მათში აღსრულდა გადარჩენა! ეს სახარებისეული ჭეშმარიტებაა, და აღარ შეგვიძლია სხვანაირად საუბარი! საახრება - არ არის უსიცოცხლო ფილოსოფია და წესების ჩამონათვალი, არამედ გადამრჩენელი ძალაა, რომელიც ცოცხალი ქრისტესგან მოდის! არ გვწამს უბრალოდ აზრების განახლების ან ცოდნის, არამედ გვწამს მსოფლიოს მხსნელი იესო ქრისტე, რომელსაც ვეკრობით მარადიულობაშიც!

გალატელებთან მოვიდნენ იუდეველი წარმოშობის ქრისტიანები და ასწავლიდნენ, რომ გამართლება მიიღწევა რჯულის დაცვით. თითქოსდა ადამიანისთვის არაა საკმარისი შეუეთდეს ღმერთს, არამედ თავისი ძალისხმევაც უნდა ჩართოს. ადამიანის რწმენა, რომ თავად შეუძლია რაიმეს მიღწევა უარყოფს მადლის მოქმედებას და ღვთის რჩეულობასაც ეჭვქვეშ აყენებს. აცნობიერებ თუ არა ჩემო მეგობარო, რომ გულის სიღრმეში ბოროტი ხარ და რომ არაფერი შეგიძლია გააკეთო საკუთარი გადარჩენისთვის? გაიგე თუ არა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია განწმედა, განახლება, გაცოცხლება და სულით ავსება? ჩვენი გადარჩენა - ეს უბრალოდ მადლია! ხოლო ვინც სხვანაირად განისწწავლა, ის ეკლესიას ბევრ უსარგებლო საფიქრებელს სძენს საკუთარი ცრუ სწავლებებით.

რადგანაც რჯულის ხალხი ცდილობდა ეკლესიის აშენებას რჯულით გამართლებაზე და არა რწმენის მეშვეობით მადლზე, სახარების მტრებად, დამშლელებად და ღმერთის მოწინნააღმდეგეებად იქცნენ. ამიტომ ემუქრებოდა მათ პავლე უფლის სასამართლოთი. ის ამ მატყუარებს სახელებით არ მიმართავდა, უბრალოდ ეუბნებოდა, რომ თუ გააგრძელებდნენ ასე სწავლებას, აუცილებლად მოიწევდნენ ღვთის რისხვას.

ვაი ისეთ მწყემსს, ეპისკოპოსსა თუ მასწავლებელს, ვინც თავის მსმენელს აღძრავს კეთილი საქმეების საკეთებლად იმისთვის, რომ მიაღწიონ ზეცას. ასე მხოლოდ მატყუარები იქცევიან და ისინი წყევლას იმსახურებენ, რადგან ადამიანები ცრუ სწავლებაში შეჰყავთ, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნიურ ქველმოქმედებაზე და არ ასწავლიან იმას, რომ ერთადერთი ცოდვილის გადარჩენის საფუძველი არის ქრისტეს სიტყვა და მისი გაკეთებული საქმე.

ბერძნული სიტყვა „ანაფემა“ ნიშნავს, რომ ყველა ცრუ მასწავლებელი, რომელიც გამიზნულად ამახინჯებს სახარებას, ღმერთის სასმსჯავროზე მოხვდება, რათა ვერ მოახერხოს ეკლესიის კიდე უფრო ღრმა ცდომილებაში შეყვანა. ყოველი მქადაგებელი, რომელიც აამაღლებს ადამიანს და მის ძალას, ამძიმებს მას რჯულის კანონებით და წესებით, უფლის სულისგან არ საუბრობს ! რომც შესანიშნავი ხედვები ჰქონდეს, ნიშნები და ბრძანებები, ნებისმიერი გამოცხადება, რომელიც არ არის დაფუძნებული სახარებაზე, არ არის ჭეშმარიტი გამოცხადება. ვინც არ ქადაგებს, რომ ქრისტეს სიკვდილი - ჩვენი ხსნის ერთადერთი გადარჩენის მიზეზია, ის უფლის მტრად რჩება. არ დაგავიწყდეს, რომ სახარება ნიშნავს, უშუალოდ მადლით გადარჩენას!

იუდეველები დასცინოდნენ პავლეს იმისთვის, რომ ის ელაპარაკებოდა იუდეველებს, როგორც იუდეველი, ბერძნებს კი - როგორც ბერძენი. მოციქულმა აღიარა წყევლა ყველა ცრუ მასწავლებელზე, უცვენა მათ ამით, რომ არ ეძებს ქებას ადამიანებისგან და არც ეშინია მათი, არამედ მხოლოდ ღმერთს ემსახურება. ის არ აქებდა ადამიანებს, რათა მოეხვეჭა მათი კეთილგანწყობა, არამედ ღიად განიკითხავდა მათ, ვინც აუკუღმართებდა მადლს, იმ ძალაუფლებით, რომელიც ღმერთმა მისცა.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდი რადგან მოგვიწოდე და გადაგვარჩინე ქრისტეს სახარების მეშვეობით! დაგვეხმარე შენ მადლში ვიყოთ საუკუნოდ! არ გვინდა ვილტოვედ ჩვენი საქმეებით გამართლებისკენ, რათა არ დავამციროთ შენი კვრის ძალა! შეგვინარჩუნე სახარების სისრულეში, მაგრამ მოგვეცი გარჩევის სული, რომ ვიგებდეთ სად არის სიმართლე და სად სიცრუე! ასევე მოგვეცი გამბედაობა და სიბრძნე და შენი სულის მმართველობა, რათა არ მივცეთ არცერთ ცრუ მასწავლებელს ადგილი შენ სამეფოში!

კითხვა:

  1. რატომ აღუდგა წინ პავლე ცრუმოძღვრებს გალატიაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 06:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)