Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 003 (The Apostolic Benediction)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 1: შესავლის სიტყვები: მოკითხვები და კითხვები (გალატელთა 1:1-10)

2. მოციქულური კურთხევა (გალატელთა 1:3-5)


გალატელთა 1:3-5
3 მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან, 4 რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის მისცა თავი, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით, 5 რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

პავლემ თავისი მოციქულური კურთხევა დაიწყო სიტყვიდან „მადლი“, რომელიც პირველ რიგში გულილსხმობს, სრულ პატიებას. ღმერთმა გვაპატია ჩვენი დანაშაულებანი. სწორედ ამ სასიხარულო უწყებით იწყებს პავლე თავის წერილს. ის არ გვიბრაზდება, არ გვღუპავს, არამედ გვპატიობს ჩვენს ცოდვებს და გვაძლევს ყოველგვარ სიკეთეს და ნიჭებს, იმისდამიუხედავად, რომ ზოგჯერ მისი მტრებივით ვიქცევით და არ ვუსმენთ მის სულიწმინდას.

ამგვარად მშვიდობის ეპოქაში შევედით, ჩვენი მტრობა უფალთან დასრულდა და უფლის წყალობამ დაივანა ჩვენზე და ჩვენს გულებში დასახლდა მშვიდობის სული! ის გვცვლის და მშვიდობისმყოფელებს გვხდის. ჩენ ცუდ და უსამართლო ადამიანებს არ ვებრძვით მომაკვდავი იარაღით, არამედ მოთმინებითა ად გაძლებით და გულმოდგინეთ ვლოცულობთ მათთვის.

უფალი ჩვენთანაა. ის - ჩვენი მამა, რომელმაც გვიშვილა და აგვაღორძინა თავისი სულიწმინდით, რომელმაც თავისი არსის ნაწილები გაგვხადა, რათა შეგვძლებოდა მისი მამის სახელის განდიდება!

ყველა ეს სულიერი უფლება და უპირატესობა შემთხვევითობა არ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში და არც მხოლოდ ჩვენი გრძნობები. ეს თავად უფალი იესო ქრისტესგან მოგვეცა, რომელიც ღმერთისგან იშვა საუკუნეებამდე. ის არის ღმერთი ღმერთისგან, სინათლე სინათლისგან, ერთი და ერთსახოვანი, ერთპიროვანი მამა. მას შენი უფლობაც სურს!

იესომ დატოვა თავისი საუკუნო დიდება და განკაცდა ჩვენ გამო. ის ნამდვილი ადამიანი გახდა, ცხოვრობდა ჩვენ შორის, ემსახურებოდა ცოდვილებს და მის ბაგეებზე არ ყოფილა ბოროტება. იყო რა ამოძრავებული ღვთაებრივი სიყვარულით, მან თავისი სული მოგვცა და აიღო კაცობრიობის ცოდვები საკუთარ თავზე. იესომ დააკმაყოფილა უფლის რისხვა და ყველა ადამიანის ცოდვა იტვირთა.

ასეთი შესანიშნავი გამოსყიდვის მერე ის დაჯდა მამის მარჯვნივ და სულიწმინდა გამოგვიგზავნა, რათა არ ჩავჭიდებოდით ამ ცოდვის სამყაროს, არამედ დავძრულიყავით მამის სახლისკენ. იესომ აჯობა ან ბოროტ და დაცემულ ქვეყნიერებას თავისი თავმდაბლობით და თვინიერებით და მოგვევლინა სიყვარულში, იმედსა და რწმენაში, საშინელი და სასტილი განსაცდელების მიუხედავად.

და დღემდე ჩვენი ცოცხალი უფალი გვეძახის, რათა გავყვეთ მას და გამოვეყოთ ამ წუთისოფელს. ის მოგვიწოდებს, რომ სტუმრები ვიყოთ ამ ბოროტ წუთისოფელში, ჩავეჭიდოთ ჩვენთვის მოცემულ გამოსყიდვას, და გავნთავისუფლდით რა ბოროტების მეფობისგან, მოვიქცეთ მისი ნებით.

მაშინ აღსრულდება უფლის ნება, რადგან ღმერთს უნდა, რომ ვიყოთ წმიდები მისი სიყვარულის წინაშე და მან დაიწყო ეს საქმე ჩვენში, ჯვარზე ჩვენი გამართლებით. როდესაც ჩვენ ვეკრობით იესო ქრისტეს პიროვნებას, ჩვენზე სულიწმინდა გადმოდის. ასე ვხდებით უფლის შვილები, ხალხი კი, ხედავს რა ჩვენ კეთილ საქმეებს, ადიდებენ ზეციერ მამას. დაე მთელი ჩვენი ცხოვრება იყოს უფლის საქებრად და სადიდებლად, მადლიერების გამოხატულება ქრისტესადმი, რომელიც ცოცხლობს და მეფობს მამასთან ერთად საუკუნოდ! ეს დიდება სულ უფრო მზარდია, როდესაც მორიგი ცოდვილი უძრვნის თავის ცხოვრებას ქრისტეს და აძლევს მას სრულს დიდებას მისი განუმეორებელი ჯვარცმით სიკვდილის გამო.

ლოცვა: ზეციერო მამაო, განგადიდებთ სიხარულით და მადლიერებით! ქება იმისთვის, რომ გამოგვისყიდე იესოს სიკვდილლით! შენ აგვაღორძინე და გაგვხადე შენი შვილები სულიწმინდის მეშვეობით! შენ ზრუნავ ჩვენზე სიკეთეს ავლენ, რადგან მამა ხარ ჩვენი! შენ ძეს მადლობას ვუხდით, რომ გვიხსნა ამ ბოროტი სამყაროსგან და შენთან შეგვარიგა! უჩვენე ყველა ჩვენ გარშემო დაკარგულს გზა შენთან ურთიერთობისთვის, რათ ჩვენთან ერთად იყონ მონაწილენი ჩვენი გადარჩენის სიხარულში!

კითხვა:

  1. რა მნიშვნელოვანი სიტყვებია ნახსენები სამოციქულო კურთხევაში და როგორია მათი აზრი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 05:33 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)