Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 054 (The Jews Neglect the Righteousness of God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
4. ღმერთის სამართლიანობა მიიღწევა რწმენით და არა რჯულის შესრულების ძალისხმევით (რომაელები 9:30 - 10:21)

ა) იუდეველები ეყრდნობიან საკუთარ საქმეებს და უარყოფენ ღმერთის სამართლიანობას, რომელიც რწმენით მიიღწევა (რომაელები 9:30 - 10:3)


რომაელთა 9:30 - 10:3
30 მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან; 31 ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში. 32 რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე, 33 როგორც წერია: "აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”. 10:1 ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. 2 ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად. 3 რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.

მოციქული პავლე ცდილობდა რომის ეკლესიის წევრების მიყვანას უშუალოდ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რათა მიმხვდარიყვნენ, რომ შეუძლიათ ღმერთის სიმართლის მიღება მხოლოდ ქრისტეში რწმენის მეშვეობით, ხოლო ვინც აცხადებს საკუთარ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებულია მისსავე საქმეებზე ის სასამართლოსა და დაღუპვას ექვემდებარება! მოციქულმა პავლემ აღიარა პირველი ეკლესიური კრებულის წინ კერძოდ კი რჯულის დამცველების წინაშე, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ღმერთის ყველა მცნების შესრულება და რომ ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება საქმეებით, არამედ მხოლოდ ერთი ღმერთის მადლით, რომელიც ქრისტეს სახით არის მოვლენილი (საქმეები 15:6-11). ხოლო ვინც უგულებელყოფს ქრისტეს მადლს ის ჰგავს ადამიანს, რომელიც დადის წყვდიადში და ეჯახება დიდ ქვას გზაზე, ეცემა და იმსხვრევა (ესაია 8:14; 28:16).

იესო გახდა მრავალი იუდეველის განკითხვის მიზეზი, თუმცა მანვე შეარიგა ისინი ღმერთს! მაგრამ მათ უარყვეს მისი უბადლო მადლი! ხოლო მათ ვინც შეიცნეს თავიანთი მხსნელი და ერწმუნნენ, გადარჩნენ!

პავლე აღიარებდა, რომ მრავალი იუდეველი გულმოდგინედ ცხდილობდა რჯულის დაცვას და მცნებების შესრულებას. და პავლეს უყვარდა ისინი თავიანთი გულმოდგინების გამო და იმედი ჰქონდა, რომ ისინი გამოიყენებდნენ მათთვის მოცემულ იმ შესაძლებლობებს და გახსნიდნენ დიდებულ ნიჭს, რომელიც ღმერთისგან მიეცათ. ამიტომაც პავლე მთელი გულით და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ მიეყვანა მრავალი მათგანი მათთვის გამზადებულ გადარჩენასთან.

თუმცა პავლე ხედავდა, რომ ბევრ რომაული იმპერიის ეკონომიკურ ცენტრებში იუდეველები იცავდნენ თავიანთ რჯულს და თვლიდნენ ღვთისმოშიში ერია, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი არარაობა. მათ ვერ შეიცნეს ახალი სიმართლე ქრისტეში, არამედ ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის მიღწევას მარხვებით, ლოცვებით, მსხვერპლშეწირვებით და 613 მცნების დაცვით. ამ დროს კი ისინი ჭეშმარიტ სიმართლეს უგულებელყოფდნენ. რაოდენ დიდია იმედგაცრუება! და რა საშინელებაა!

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ თაყვანსგცემთ იმისთვის, რომ თუმცა არაწმინდა წარმართებიდან მორწმუნეები გავხდით, მაგრამ მივიღეთ შენგან უხვი მადლი! შენ მოგვეცი შენი განსაკუთრებული სიმართლე, როგორც დიდებული ნიჭი! ამიტომაც გთხოვთ და გევედრებით მისცე იგივე კურთხევები სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი საქმეებით გამართლდნენ. დაამსხვიე მათი სიამაყე და დაეხმარე გირწმუნონ შენ და მოგენდონ, როგორც მოყვარული შვილები!

კითხვა:

  1. რატომ მიიღო მილიონობით ადამიანმა სხვადასხვა ერიდან ღმერთის სიმართლე და გამყარდნენ მასში?
  2. რატომ ცდილობენ ზოგიერთი რელიგიის ღვთისმოსავი მიმდევრები ღმერთის სიმართლის მიღებას საკუთარი კანონების შესრულებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:49 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)