Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 007 (Paul’s Desire to Visit Rome)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

ბ) პავლეს სურვილი, რათა რომი მოენახულებინა (რომაელები 1:8-15)


რომაელთა 1:13-15
13 მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი. 14 ბერძენთა დაბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. 15 ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.

ამ მიმართვაში პავლე რომის მორწმუნე ეკლესიას თავის გულს უხსნის და აღიარებს, რომ არაერთხელ სურდა მათი მონახულება და გეგმებს აწყობდა, მაგრამ უფალი გამუდმებით ცვლიდა მათ და დიდებულმა მოციქულმა გაიგო, რომ ღვთის ჩანაფიქრები - მისი ჩანაფიქრები არაა და როგოც დედამიწა ცაზე მაღლაა, ასევე ღვტის გზები მისაზე მაღლაა. ღვთის სულმა არ მისცა მას საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალება, როგორი კარგიც, სასარგებლოც და წმიდაც არ უნდა მოსჩვენებოდა ისინი. მაშინაც კი, როდესაც კარგი შაუნში გამოუჩნდა რომში გასამგზავრებლად, უფალმა ამ სურვილის ასრულების უფლება არ მისცა.

მთელი ქვეყნიერებისთვის სახარების ქადაგების იდეამ, პავლეს გულშ ღრმად დაიდო ბინა. მას საკუთარი ცხოვრებისასაც სრუდა განემტკიცებინა უფლის სამეფო რომში და სხვა ერებს შორის. ის ფიქრობდა არა მხოლოდ ცალკეული მორწმუნეების სულიერ ზრდაზე, არამედ სურდა ზეგავლენა ჰქონოდა ერებზე, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მასში მოქმედებდა ქრისტეს განსაკუთრებული კურთხევა. მან ხომ საკუთარი თვალებით იხილა საოცარი უფალი, მეფეთამეფე, მთელი მოსფლიოს მპყრობელი, საბოლოო ბრძოლაში, რომლის გამარჯვებაშიც არავითარი ეჭვი არაა!

წარმართთა მოციქული ყველას წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა. მას არავისგან არ უსესხებია ფული, მაგრამ მისი ვალი მდგომარეობდა იმაში, რომ უფალმა ის განსაკუთრებული ძალაუფლებითა და ძალით დააჯილდოვა, რათა მომსახურებოდა ყველა ქრისტეს რჩეულს. და სწორედაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ იმ ყველა ნიჭის მეშვეობით, რომლითაც უფალმა დააჯილდოვა პავლე, ვეზიარებით რა უფლის ძალას მისი წერილების მეშვეობით! ამ აზრით ჩვენ თქვენი მოვალენი გავხდით, ვინაიდან თქვენ გახდით ყველას მოვალე, ვისთანაც ურთიერთობთ. ჩვენში მოწმედი სული - არა მხოლოდ ჩვენია, არამედ ის მზადაა მრავლის გულში ჩასახლდეს.

პავლე შრომობდა განათლებულ ბერძენთა შორის - ელინებთან, და უფალმა მისი მსახურება უძლურებაში განამტკიცა. მან შექმნა ეკლესიები ბერძნულ მხარეში ხმელთაშუაზღვის რეგიონში. ამ წერილის დაწერის შემდეგ, პავლემ მტკიცედ გადაწყვიტა ეშრომა საფრანგეთში ვარვარებთან, ასევე ესპანეთსა და გერმანიში. მას უნდოდა ყველასთვის და ყველგან ეთქვა, რომ ღმერთი არის ძე, რომელმაც გამოგვისყიდა ჯვარზე! მასში იმხელა სურვილი გიზგიზებდა ქრისტესადმი, რომ ის რაკეტას ჰგავდა, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო, გაფრენილიყო იქ სადაც მას უზენაესი უფალი მოუწოდებს! ვარვარებისადმი სიყვარულის გამო, პავლეს სურდა რომაელთა დაყოლიებას სახარების ქადაგებაში სხვა ერებისთვის! მას უნდოდა ეხარებინა რომში მორწმუნეთათვის, რათა ისინიც მახარობლები გამხდარიყვნენ, ვინაიდან ის ვინც თავად ღებულობს გადარჩენას, მას უჩნდება სურვილი გადაარჩინოს სხვაც. პავლე რომის ეკლესიას უყურებდა, როგორც ცენტრს ან სტარის აღების მოაედანს, მთელი მოსფლიოსთვის საქადაგებლად.

მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად უპასუხა მოციქულის ლოცვას. მან არ მისცა საშუალება თავის წარგზავნილს პირდაპირ რომში მოხვედის უფლება, არამედ ჯერ იუერუსალიში დააბრუნა, სადაც ის დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, და მხოლოდ მრავალი წლის წამების შემდეგ, საბოლოოდ პავლე მოხვდა რომში, როგორც ტუსაღი, ქრისტეს მონა! ამ ყველაფრის მკიუხედავად, მასში ღვთის ძალის სული არ გაცივდა, და საპყრობილეებშიც კი ქადაგებდა მთელი სამყაროსთვის თავისი წერილების მეშვეობით! ხოლო რომაელთა წერილებს დღესახ ხსნა და გადარჩენა მიაქ მრავალ ერთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით!

დღეს ჩვენ, იმ ვარვარების შთამომავლები ვართ, რომელთათვისაც პავლეს სურდა სახარების ქადაგება, და დღეს ჩვენც ვაუწყებთ სხვებს ღვთის სასიხარულო უწყებას, რომელიც პავლესგან მოვიდა ჩვენამდე. თავად პავლემაც არ იცოდა, რომ ეს რომაელთა წერილები, თავისთავად აასრულებდა მის სურვილს, რომ ექადაგა მთელი ქვეყნიერებისთვის! სხვა წერილი ხომ არ არსებობს, იოანეს სახარების გარდა, რომელსაც ასე შეეძლო შეეცვალა მთელი სამყარო, რომელიც დაწერილია მრავალი ლოცვითა და სულის შთაგონებით!

ლოცვა: უფალო, შენ - მეფე ხარ, და შენს მონებს, შენი ნებით მართავ! გვაპატიე ჩვენი განზრახვები და გადაწყვეტილებები, რომლებიც შენ ნებას არ შეესაბამება! ჩვენი სული შენ ხელმძღვანელობას დაუქვემდებარე, რომ ერთი ნაბიჯითაც არ განვშორდეთ შენი სიყვარულის გეგმას, არამედ შენი სულის აღძვრას დავემორჩილოთ და სიხარულით შევასრულოთ შენი სურვილები, თუნდაც ისინი ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ არ წარმოგვიდგენია! უფალო, შენი გზა წმიდაა, და ჩვენ ვენდობით შენ მმართველობას და მადლობას გიხდით, რომ შენ არ მოგვეცი ნება შენ წყალობას მოვშორებოდით!

კითხვა:

  1. როგორ და რამდენჯერ აღუდგა წინ უფალი, პავლეს გეგმებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)