Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 072 (Apostolic Council at Jerusalem)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)

ბ - მოციქულთა საბჭო იერუსალიმში (საქმეები 15:1-35)


საქმეები 15:1-5
1 იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო. 2 პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ. 3 ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკიასა და სამარიაში გაიარეს, იქაურებს წარმართთა მოქცევაზე უამბობდნენ, და ძმათაგან ყველას დიდად ახარებდნენ. 4 იერუსალიმში რომ მივიდნენ, ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს; და უამბეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით. 5 მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.

ზოგჯერ ეშმაკი ღვთისმოსავად გვესახება, ის ასწავლის ადამიანებს კანონების დაცვას, ამით ქმნის მათში ისეთ განწყობას, თითქოს ქრისტეს პატიების გარდა, ძალუძთ გარკვეულუ სიწმიდის შეძენა, თითქოს მისი სისხლის მიერ მადლით გამართლება - არ არის საკმარისი საფუძველი ღმერთთან ცხოვრებისთვის.

ამტიოქიაში იერუსალიმიდან რამდენიმე მოქცეული ფარისეველი მოვიდა. ისინი კანონის ზედმიწევნით დამცველნი იყვნენ და მათმა ანტიოქიის ეკლესიაში მისვლამ უხერხულობა წარმოქმნა, რამაც მშვიდობა და ერთობა შეარყია მორწმუნეებს შორის. ეს მეკანონეები ითხოვნენ წარედგინათ უფლება, რათა ექადაგათ კრებებზე, რათა მორწმუნეები გადარჩენის სისრულემდე მიეყვანათ. ამტკიცებდნენ, რომ გადარჩენისთვის ქრისტეს სისხლი არ არის საკმარისი, ასევე საჭირო იყო წინადაცვეთა მოსეს კანონის კიხედვით, რადგან წინადაცვეთა უფლის მიერ იყო დადგენილი აღთქმის სიმბოლოდ. ამბობდნენ, რომ მთელი რჯული ღვთისსულიერია და ყოველი, ვინც ვერ დაიცავა სრულ რჯულს სიზუსტით, გასამაეთლდება.

პავლე და ბარნაბა წმიდა რისხვით აღივსნენ. ბარნაბა ნამყოფი იყო იერუსალიმში და იცოდა ამის შესახებ. ორივე მოციქული დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ სულიწმიდის ყოფნა ადამიანებში არ განისაზღვრებოდა რჯულის დაცვით ან მისი ცოდნით. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ თავიანთი მსახურების გამოცდილებიდან მცირე აზიის ქვეყნებში. გადარჩენა უშუალოდ მადლით ხდება და არა ჩვენი რჯულის და კანონების დაცვის დამსახურებით. თუმცა მოქცეული ფარისევლები იერუსალიმიდან ითხოვდნენ უყოყმანო მორჩილებას ამ საკითხში. პავლე კი ნათლად აცხადებდა, რომ ღმერთმა ახალი აღთქმა მოგვცა ქრისტეში. მან აღასრულა ჩვენთვის ძველი აღთქმა, აჯობა მას და მადლის ეპოქაში შეგვიყვანა. ასე გაჩნდა დიდი წინააღმდებობა ეკლესიაში, რომელიხ დიდად აწუხებდა ახალმოქცეულებს, რადგანაც ორივე მხარე თავის პოზიციას თორადან ამტკიცებდა. მაშინ პირველად, ეკლესიის ისტორიაში მოხდა ის, რაც შემდგომ ხშირად ხდებოდა: ეკლესიის წევრებმა უზენაესი საბჭო მოიწვიეს, რათა გაერკვიათ, რა არის ღმერთის ნება მოციქულების, უხუცესების და მოწიფული ქრისტიანების მეშვეობით.

ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე ანტიოქიის ეკლესიიდან წავიდნენ პავლე და ბარნაბა. გაცურეს ლიბანში და ეწვიეს ძმებს ზღვისპირა ქალაქებში. აქ პირველად ვკითხულობთ, რომ ლიბანში ქრისტიანული ეკლესიები იყო დაარსებული და მრავალმა მიიღო საუკუნო სიცოცხლე. იქაურ ძმებს გაუხარდათ იმის მოსმენა, რომ ღმერთმა შორეულ წარმართებს მოუწოდა მასთან აღთქმაში შესვლა უშუალოდ მადლით და არ სთხოვდა წინადაცვეთას ან რჯულის დაცვას. როგორ ძალიან ხარობდნენ ეს მორწმუნეები, რომ ამ იუდევლურ რელიგიას, თავისი დადგენილი კანონებით, არ შეეძლო წუთისოფლის გარდაქმნა. მალევე გაითავისეს მადლის იდეა და მადლობა გადაუხადეს იესოს სულიწმიდაში თავისუფლებისთვის, რომლემაც ახალი ეპოქის საწყისი გაანათა.

სამარიის ტერიტორიებზე მობზაურებმაც დაამოწმეს ღმერთის საოცარ საქმეებზე. მოციქულების სულიერი განცდების უწყებამ, მორწმუნეებში სული აღძრა და სურვილიც, რომ გადამწყვეტად იქადაგონ ქრისტესმიერი ხსნა მთელ სამყაროში.

როდესაც ეს ორი მოციქული მივიდა იერუსალიმში, მათ წინ მიეგებნენ იერუსალიმში მცხოვრები მორწმუნეები და სხვა მოციქულები თუ ხუცესები. ყველა გრძნობდა ამ შეხვედრის მნიშვნელოვნებას, რადგან ეს ორი მოციქული მხოლოდ პირველი დელეგაცია იყო, რომლებიც ჩამოვიდნენ პალესტინის საზღვრებიდან, რათა მისულიყვნენ ერთ საერთო აზრამდე რწმენის საკითხში. რჯულის ყოფილი მცოდნე სავლე დამდაბლდა და ანტიოქიის ეკლესიის სახელით სთხოვა მიეცათ თანხმობა მადლის სწავლებაზე. ამჯერად იერუსალიმის მთელი ეკლესია ხედავდა თვალწინ მდგარ ყოფილ მტერს, რომელიც უფალმა ამოირჩია წარმართების მოციქულად.

სხდომა არ დაწყებულა დოქტრინალური საკითხებით, უწინარესად ყველა იქ მსხდომმა მოისმინეს პავლესა და ბარნაბასგან, უფლის მოქმედებებზე და ახალი ეკლესიების დაარსებაზე სირიაში და მცირე აზიაში. ღმერთის გამარჯვება, მსმენელთა ყურს მოხვდა და ვერავინ უარყო სულიწმიდის სასწაულებრივი გადმოღვრა წარმართებზე. განსაკუთრებით, პატივდადებული ბარნაბას დამოწმება იყო იქ მყოფი ხალხისთვის შთამბეჭდავი, ვინაიდან იცნობდნენ ბარნაბას და თავად წარგზავნეს მისიაზე.

როდესაც დელეგაციამ ანტიოქიიდან საუბარი დაასრულა, სიტყვა რამდენიმე მორწმუნემ თქვა, რომლებიც უწინ მკაცრი ფარისეველები იყვნენ. იმის მიუხედავად, რომ ქრისტე მიიღეს, აგრძელებდნენ საკუთარ საქმეებზე დაყრდნობას. მხოლოდ იმას კი არ ითხოვდნენ, რომ ქრისტეს მორწმუნე წარმართები წინადაცვეთილიყვნენ, არამედ მთელი რჯული დაცცვათ. ამ მეკანონეებმა არ უკუაგდეს წარმართების ქადაგება, არამედ მათ შორის მყოფ ქრისტეს ზეიმით ხარობდნენ. თუმცა მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, რომ წარმართებს იუდაიზმი უნდა მიეღოთ და რომ ახალი აღთქმა ვერ დაიდებოდა ძველის გარეშე. ამიტომაც, თვთის ძის იესოს საქმეებს უტოლებდნენ მოსეს საქმეებს. აქ გამოჩნდა მათი ახალი აღთქმის არცოდნა, რომელიც რჯულის თავისუფლებას და სრულყოფილ სიყვარულში ყოფნას ემყარებოდა.

ლოცვა: უფალო იესო, აგვიხილე თვალი, რათა გიხილოთ შენ და შენი სიყვარულის დიდება, რათა საკუთარი თავების კი არ გვწამდეს და არ ვიმედოვნებდეთ ჩვენ ძალებზე, არამედ მხოლოდ შენ გამარჯვებას დავეყრდნოთ! დაგვეხმარე ვიკითხოთ და გავიგოთ შენი წმიდა წერილი სულიწმიდის მეშვეობით, რათა ახალი აღთქმის ერთგულები დავრჩეთ, რომელიც წმიდა სახარებაში გახსნილია!

კითხვა:

  1. რატომ არ გადაწყვიტა ანტიოქიის ეკლესიამ თავისი პრობლემები დამოუკიდებლად, არამედ მოციქულებს სთხოვეს, იერუსალიმში გამოეტანათ გადაწყვეტილება ამ საკითხებზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:34 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)