Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 056 (Beginning of Preaching to the Gentiles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

9. წარმართთათვის ქადაგების დაწყება, ასისთავი კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით (საქმეები 10:1 - 11:18)


საქმეები 10:44-48
44 პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა. 45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი, 46 რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ: 47 "ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?” 48 და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.

ღმერთმა დაადასტურა პეტრეს ქადაგება იესოს ცხოვრების ფაქტების შესახებ. მან გადმოღვარა ყველა მსმენელზე ეს ხსნის სიტყვები და სულიწმიდა. პეტრეს სიტყვები არ იყო შელამაზებული. ღმერთი უარყოფს ყველას, ვინც სხვებს ცრუდ და ამაყურად უყურებს. მას არ უყვარს ამაყი სული, არამედ უბრალოდ აკურთხებს და ობიექტურ ქადაგებას მის ჯვარცმაზე, აღდგომასა თუ ცხოვრებაზე. გინდა თუ არა გაათვითცნიბიერო ამ ყველაფერში შენი მეგობრები და გადაარჩინო ისინი? თუ კი, მაშინ შეისწავლე პეტრეს ქადაგება კორნელიუსთან სახლში, და შენ დაინახავ თუ როგორც აკურთხა ღმერთმა მარტივი მოწმობა ქრისტეს შესახებ, რომლითაც შთაგონდა ზეციდან, უბრალო მეთევზე პეტრე.

რწმენამ გახსნა მსმენელის გული. ახლა სულიწმიდას შეეძლო მათ გულებში ხელშეუშლად შესვლა. სწორედ სულიწმიდის გადმოღვრით წარმართებზე, ცოცხალმა ღმერთმა დაუდასტურა იუდეველებს, რომ წინადაცვეთა, კანონის ცოდნა და მცნებების დაცვა არ იყო აუცილებელი ამ ნიჭის მისაღებად. მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანის გამართლება. არავის გააჩნია მემკვიდრეობითი უფლებები ან დამსახურებები უფლის წინაშე. ვინც იღებს ქრისტეს და ხდება გამართლებული მისი სისხლის გამო, სწორედ ისაა მისაღები უფლისთვის.

ორმოცდამეათე დღიდან დღემდე, სულიწმიდა მოედინება ფართო მდინარის მსგავსად ქრისტეს მორწმუნეებში. ქრისტეს რწმენის გარეშე სულიწმიდა ვერ დაივანებს თქვენ გულებში. ვიანიდან სული განადიდებს ძეს. როდესაც ღმერთის მაძიებელი ადამიანი ხსნის გულს ქრისტეს სახარებისთვის, ნეტარი ქრისტე აცოცხლებს მას. ახლა მორწმუნეში ქრისტეს სიცოცხლეა. სულიწმიდა ჩვენში ყოფნით, რეალიზებას უკეთებს ქრისტეს რწმენას. ღმერთის სული წარმოდგენილი იდეა, ამაღლებული გრძნობა ან ჩვენი გონების ნაყოფი არაა. ის - ღვთიური არსებაა, არსი, რომელიც მორწმუნეში ცხოვრობს.

ღმერთის სიყვარული მათში იწყებს დინებას, ვინც უწინ ეგოისტი იყო. ვინც არ იცნობდა ღმერთს, ახლა კი სიხარულით უწოდებს მას მამას. ქების სიმღერები და გამარჯვების მოწმობები ეკუთვნის წმიდა სამებას, ვინაიდან ღმერთის სული არის მადლიერების, ძალის, სიცოცხლის, სიხარულის, მშვიდობის, დატკობიბსა და წყალობის სული. ღმერთის შემეცნება გვაძლევს სიხარულს და არა მწუხარებას. ცნობილია თუ არა შენთვის სულიწმიდაში ცხოვრება? ირწმუნე უფალი იესო და მისი გამოსყიდვა მთელი შენი გულით. ასე შეგიძლია დღეს აუვსო ქრისტეს სიცოცხლით.

იუდეველები, პეტრეს მსგავსად, ალბათ შეშინდნენ როდესაც ნახეს თუ როგორ იღვრებოდა სულიწმიდა ამ წარმართ იუდეველებზე, რომლებიც ჯერ არ იყვნენ მონათლულები, არ ჰქონდათ აღიარებული თავიანთი ცოდვები და არც ერთი მორჩილების აქტი არ შეუსრულებუათ. ისინი გამომსყიდველი რწმენის მეშვეობით გადარჩნენ და არა საქმეებით, ლოცვებით ან მარხვებით. ამისთვის არ იყო საჭირო არც წინადაცვეთა, არც თაყვანისცემა ან სხვა რაიმე რიტუალი. ისინი ისხდნენ და ისმენდნე, როდესაც უეცრად ყველა აღივსო ღმერთის აშკარა სიყვარულითა და სინათლით.

პეტრემ თამამად გადაწყვიტა, რომ არ შეიძლება გარეგანი გამოხატულებიდ გადადება, რომელიც მეტყველებდა ქრისტეს სხეულში, ეკლესიაში შესვლას - ნათლობას, ვიანიდან ამ ხალხმა განიცადა სულის გადმოღვრა და შევიდნენ უფლის ღმერთის ოჯახში. იგივე სულიწმიდა, რომელიც ივანებდა პეტრესა და იუდევლური წარმოშობის მორწმუნეებში, ახლა ჩასახლდა წარმართებში, რომლებმაც ქრისტეს ირწმუნეს. პეტრე და მისი თამამგზავრები ვერ წვდებოდნენ წარმართების ზეციდან შობასა და სულიწმიდის გადმოღვრას მათზე.

საბოლოოდ ისინი დამორჩილდნენ ღმერთის ხელმძღვანელობას და მოინათლნენ, რის შემდეგაც გამყარდნენ იესოში. ზეციდან შობილების რიცხვი დიდი იყო, ვიანიდან კორნელიუსმა აავსო საკუთარი სახლი ნათესავებითა და მეგობრებით. ასეთი გზითხ კესარიაში, რომის მთავარ ცენტრში, პალესტინაში წარმოიქმნა ეკლესია.

ახალმოქცეულები დაჟინებით ითხოვდნენ პეტრეს და მისი მეგობრების დარჩენას და მათი სიხარულის გაზიარებას და ღმერთის სისავსის შემეცნებას. იმ დღეებში, მამას და ძეს უხვი ქება-დიდება და მადლიერება მიეძღვნა. ღმერთმა ფართოდ გახსნა გზა წარმართებისთვის და ღიად აჩვენა მათ მომავალი მიმართუკება ეკლესიის, და ეს არა პავლეს მეშვეობით, წარმართების მოციქულის, არამედ პეტრეს მეშვეობი გააკეთა. იმ დროიდან სახარება შენდამდეც მოდის, ძვირფასო ძმაო და დაო. და შენც შეგიძლია მიიღო სულიწმიდა, ქრისტეს რწმენის მეშვეობით.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენ გამო განკავცდი! მოკვდი, რათა ჩვენი ცოდვები აგეღო საკუთარ თავზე. შენი მკვდრეთით აღდგომა გვამართლებს ჩვენ. მადლობას გიხდით სულიწმიდისთვის და გთხოვთ გადმოღვარო ის ჩვენს მეგობრებსა და მტრებზე!

კითხვა:

  1. როგორ დაივანა სულიწმიდამ ადამიანის გულში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:19 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)