Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 057 (Beginning of Preaching to the Gentiles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

9. წარმართთათვის ქადაგების დაწყება, ასისთავი კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით (საქმეები 10:1 - 11:18)


საქმეები 11:1-18
1 გაიგეს იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და ძმებმა, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2 და როცა იერუსალიმში ავიდა პეტრე, უსაყვედურეს ზოგიერთებმა წინადაცვეთილთაგან. 3 უთხრეს: "წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი სახლში და მათთან ერთად ჭამე”. 4 ხოლო პეტრემ თანმიმდევრულად განმარტება დაიწყო და თქვა: 5 "ქალაქ იაფოში ვიყავი, ვლოცულობდი და აღტაცებაში მოსულმა ჩვენება ვიხილე: რაღაც დიდი ტილოს მსგავსი, უცნაური ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი დაეშვა ზეციდან და ჩემამდე მოვიდა. 6 შევხედე, დავაკვირდი და შიგ დედამიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი დავინახე. 7 მერე ხმა მომესმა; მითხრა: ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე! 8 მივუგე: არა, უფალო! რადგან ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი ჩამსვლია პირში. 9 მეორედაც მომმართა ხმამ ზეციდან: ღმერთის მიერ განწმედილს, ბიწიერად ნუ მიიჩნევ! 10 ეს სამჯერ მოხდა; მერე ყველაფერი ისევ ზეცად ამაღლდა. 11 და აჰა, მაშინვე იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი, კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა. 12 მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში. 13 მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. 14 ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც. 15 როგორც კი ვიწყე ლაპარაკი, სულიწმიდა ისევე გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე დასაწყისში. 16 მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვა, რომ გვეუბნებოდა - იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. 17 თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?” 18 ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ - აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

სულიწმიდა პეტრეს მეშვეობით დიდ სასწაულებს ახდენდა: პირველ რიგში, ლიდიაში კოჭლის განკურნება, მეორე, ეთიოპიაში მკვდარი გოგონას აღდგინება. იყო თუ არა კიდევ სხვა სასწაულები? რა თქმა უნდა შეურაცხყოფილი წარმართების მადლით გადარჩენას ბევრი სასწაული ახლდა თან. მასში უზენაესის ძალა გამოჩნდა, ვინაიდან მან თავისი მადლით გახსნა იუდეველთათვის კარები კესარიაში, ამ სასწაულების მეშვეობით. ღმერთი სამეფოში იღებდა იუდეველებს წინადაცვეთის, კანონის შესწავლისა და ტაძრის რიტუალების შესრულების გარეშე. ქრისტეს სული ანთავისუფლებდა და იხსნიდა ადამინებს. ეს შემთხვევა კესარიაში, გახდა მთელ მსოფლიოში საზეუმო ქადაგების საწყისი. ასევე გვამცნო ახალი და ძველი აღთქმის გაყოფის შესახებ.

ამ მიზეზით იყო მრავალი იუდევლური წარმოშობის ქრისტიანი გაოცებული. მათი გული გაქვავებული იყო, აღაფოთებულები იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ პეტრემ ნაჩქარევად უღალატა ისრაელს, მისი უფლებები გადასცა ოკუპირებულ ძალებს. ხოლო რაც შეეხება წინადაცვეთას, რაც მათი ღმერთთან აღთქმა იყო? როგორღაა ის, მტკიცებულება, რომ ღმერთმა ამოარჩია მხოლოდ 12 ტომი? ან ის რომ მრავალრიცხოვანი კანონები უნდა შეესრულებინათ უფლის წინაშე? თუ მთავარი მღვდლები და ფარისევლები გაიგებენ იმის შესახებ, რომ მათ მიიღეს აღთქმაში და ღმერთთან მოზიარეობაში წინადაუცვეთელი და კერპთაყვანისმცემელი ხალხი, ისინი დაუწყებდნენ მათ დევნას. ამიტომაც ისრაელის ეკლესიაში ძმები აღშფოდნენ და განრისხდნენ კიდეც.

როდესაც პეტრე დაბრუნდა იერუსალიმში, მორწმუნეებსშორის დიდი უთანხმოება წარმოიქმნა. მორწმუნეები ორ ჯგუფად გაიყო: მეკანონეებად, რომლებიც ზედმიწევნით ნმარტავდნენ კანონს; მეორე ჯგუფს შეადგენდა პეტრე და ექვსი მოწმე, რომლებიც მას ეთიოპიიდან კესარიაში ახლდნენ. ტრადიციული კანონების დამცველები არ წუწუნებდნენ იმაზე, რომ პეტრემ წარმართებს უქადაგა ან ეკლესიაში იღებდა მათ ნათლობის შემდეგ. ისინი ბრაზობდნენ, რადგან მან არ წინადაცვითა ეს ზეციდან შობილი წარმართები და იუდეველები არ გახადა ისინი. ის ჭამდა წინადაუცვეთელ ხალხთან, თითქოს რჩეული ერი ყოფილიყო ის და არა წინადაცვეთილები, ვინც ღმერთთან აღთქმაში ცხოვრობდა.

პეტრე არ ებრძოდა თავის ფანატიკოს ძმებს, თავადაც ხომ ასეთი იყო, ჯიუტი და გაქვავებული. ისიც ეწინააღმდეგებოდა უფლის ბრძანებას, როდესაც განდგომილი იყო და ამბობდა: „არა უფალო!ვინაიდან არაფერი უწმიდური არ მიჭამია!“ მაგრამ სამჯერ გამეორებულმა სიტყვებმა „რაც ღმერთმა განწმიდა, არ ჩათვალო უწმიდურად“ დაამსხვრია პეტრეს უწინდელი გაგება და მისი ამაყური წინააღმდეგობა. ბოლოს პეტრემ დაინახა, რომ უწმიდური ცხოველები არ იყვნენ გადაყრილი მიწაზე ან ზღვაში. ისინი ზეცაში იყვნენ აყვანილი იმის ნიშნად, რომ უფალი იღებს მრავალ უწმიდურს, ვინც ქრისტეთი განიწმიდება. პეტრე გაერკვა თუ რას ნიშნავდა ეს ხილვა, როდესაც კორნელიუსს შეხვდა. მან ნათლად გაიგო და დაუმოწმა თავის ძმებს, რომ ღმერთი ირჩევდა, იხსნიდა და წმედდა ადამიანებს ყველა ერიდან და არა მხოლოდ ძველი აღთქმის ხალხს. წმიდა ღმერთი ყველა ადამიანს, ქრისტეს სისხლით წმედს. მისი მადლი აღემატება ჩვენ გონებას, კანონის ჩარჩოებიდან გადის და წყალობას იძლევა, რომელიც ჩვენი გულისთვის უცნობია.

პეტრე ახსნა-განმარტებას იძლეოდა ყველას წინაშე, ვინც ამას სთხოვდა. მას უნდოდა, რომ მათ სცოდნოდათ, ის არ იყო ძალაუფლება, ეკლსიაში მთავარი არაა და ვერ გააკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. მან თვინიერებით უამბო ეჭვიან ძმებს, თუ როგორ აღძრა სულიწმიდამ ის, რათა კორნელიუსთან წამოსულიყო და როგორ უბრძანა ანგელოზმა ასისთავს, რომ დაეძახა პეტრესთვის თავის სახლში.

პეტრეს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც უფალს მისთვის არ უთქვამს. ის უქადაგებდა და მიდიოდა მათთან, ვისთანაც წარგზავნიიქნებოდა. და მაშინ რაღაც წარმოუდგენელი მოხდა: სულიწმიდა გადმოიღვარა წარმართებზე, როგორც ოდესღაც მომლოდინე და მლოცველ იუდეველებზე. პეტრე თავისი თავის დასაცავად ამბობდა, რომ კესარიაში მას ნიჭის სული ქრისტეს რწმენის მეშვეობით მიეცა იგივენაირად, როგორც მოციქულებს ორმოცდამეათე დღეს. შესაბამისად წინადაცვეთა და კანონების დაცვა არ იყო აუცილებელი გადარჩენისთვის, რადგან სულიწმდიას იღებენ უშუალოდ მადლით.

პეტრე იცავდა თავსი მსახურებას, ამტკიცებდა რა, რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდა ღმერთს, თუ კი ღმერთმა გადაწყვიტა ტავისი სულიწმიდის მიცემა ქრისტეს მორწმუნეებისთვის. მას რომ ნდომოდა უფლის ჩანაფიქრის დამახინჯება, ეს შეუძლებელი იქნებოდა. პეტრეს მტკიცებულება რაღაც დოენეზე ფანატიკოს მორწმუნეებს სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა. პეტრემ. მოციქულთა შორის ყველაზე სწორმა, თავისი ქადაგებით წარმატებით აღასრულა გადარჩენა წარმართებში. წუწუნმა და უკმაყოფილებამ იკლო უფლის დიდებული სიყვარულისა და ძალის ქვეშ.

ამის შემდეგ მოციქულთა უმეტესობამ ღმერთის განდიდება დაიწყეს. უხუცესებმა მადლიერება შესწირეს ღმერთს ასეთი მოვლენების განვითარებისთვის. ახლა ხალხს შეეძლო მიეღო ხსნა კანონების დაცვის გარეშე, უშუალოდ ქრისტეს რწმენის მეშვეობით. საკმარიის იყო მოესმინათ სახარება და მიეღოთ სულიწმიდა. ღმერთი დიდად განდიდდა, ვინაიდან თავად ღმერთმა გახსნა კარები ქვეყნიერებისთვის საქადაგებლად, პეტრეს მეშვეობით - მოციქულთა შორის ყველაზე თამამის.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ ჩაერიე ეკლესიის ცხოვრების მსვლელობაში, აძლევდი რა შენ გამოცხადებებს სტეფანეს, პავლესა და პეტრეს! შენმა მადლმა მოამზადა გზა წარმართთა საქადაგებლად. შენ აღასრულებ შენ დიდებულ საქმეს! შენ მოუწოდებ უამრავ ადამიანს ყველა ერიდან, გაწმენდ მათ და შენ მოსვლამდე შეინახავ! მოდი უფალო იესო და გვასწავლე იმ დრომდე ვიქადაგოთ შენი ხელმძღვანელობით, სულში და ძალაში, გონივრულად და გულითადად, შენი წმიდა სახელის განსადიდებლად! ამინ.

კითხვა:

  1. რატომ ეკამათებოდნენ პეტრეს იუდევლური წარმოშობის მეკანონე ქრისტიანები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:20 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)