Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 036 (The Days of Moses)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

ა) ღმერთის ერის მამების ეპოქის აღწერა (საქმეები 7:1-19)


საქმეები 7:17-19
17 ღმერთის მიერ აბრაჰამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში, 18 ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. 19 ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.


ბ) მოსეს ეპოქა (საქმეები 7:20-43)


საქმეები 7:20-29
20 იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა. 21 როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა. 22 ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში. 23 ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები, ისრაელიანები მოენახულებინა. 24 დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი. 25 ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ. 26 მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს? 27 მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? 28 ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ? 29 ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.

ცრუოწმეები წუწუნებდნენ იმაზე, რომ სტეფანე უარყოფდა მოსეს და არასწორად განმარტა მისი მოძღვრება. ამიტომაც სტეფანეს დაწვრილებით მოუწია მოსეს ცხოვრების აღწერა. მან გახსნილად და სპონტაურად გამოთქვა თავისი აზრი ძველი აღთქმის დიდებულ შუამავალზე.

ჯერ მან მოსეს ცხოვრების ისტორია ხელახლა მოყვა. მისი ერი ძალზედ გამრავლდა, ამიტომაც ეგვიპტელებმა დაიწყეს მათი შობადობის გაკონტროლება. მათ ეგონათ, რომ თუ თავისუფალ ნებას მისცემდნენ ისრაელიანებს ამ საკითხში, ისინი გამრავლდებოდნენ და მათზე ძლიერნი იქნებოდნენ. ამიტომაც ამბობდნენ: „თუ ისინი მონობაში არ გვეყოლება, გვშთანთქავენ“.

დიდ უბედურებაში, უფალი მეტად უახლოვდება მის მორწმუნეს. მშობლებმა გადამალეს ახალშობილი მოსე მდინარე ნილოსის სანაპიროზე ლერწმებში. სახელი მოსე „წყლიდან ამოყვანილს“ ნიშნავს. შფოთის ტალღები სულ უფრო მაღლდებოდა, მაგრამ ბოლო წამს ღმერთი ჩაერია და გადაარჩინა თავისი რჩეული წინასწარმეტყველი.

უფალმა გამოიყენა მაღლა მდგომი ადამიანები, რათა განესწავლა მოსე. ახალგაზრდობაში ის შეყვანილიქნა ფარაონის ოჯახში, სადაც გადასარევი განათლება მიიღო, რომელიც იმ დროისთვის ეგვიპტეში იყო. გარდა ამისა მან ეგვიპტეს ოთხი მაგიის საიდუმლო შეისწავლა, ვინაიდან სიჭაბუკისას ის მორწმუნე არ გახდათ, არამედ უბრალო უწმიდუ ადაინაი, როგორ ყველა.

როდესაც გაიგო, რომ სინამდვილეში ეგვიპტელი არ იყო, არამედ ებრაელი, და რომ მისი ერი მონობაში იტანჯება, მალევე დაიწყო მოქმედება და მოკლა ერთ-ერთი ეგვიპტელი ზედამხედველი, რომელიც მეფობდა ერზე. მთელმა მისმა განათლებამ მას ამაში ხელი არ შეუშალა. მან დაიწყო იმაზე ფიქრი თუ როგორ გდაერჩინა თავისი ერი ძალადობთა და სისხლისღვრით. ბევრი ირჩევს ამ გზა, ცდილობენ რა მდგომარეობის შეცვლას ტყუილით, ძალითა და აფეთქებებით. და მაინც ხალხი მოსეს გზით მიდის, და როგორც ის - მკვლელები ხდებიან . არაფერს ცვლიან ჭეშმარიტებასთან მიმართებაში, რადგან ახალი გადაწყვეტილებები კი არ გვჭიდება, არამედ აღორძინეუბული ხალხი. იესოს დროს მთავრებმა ადამიაის ძე სიკვდილს გადასცეს, თვლიდნენ რა, რომ ამას საკუთარი ერის გადასარჩენად აკეთებდნენ. სინმადვილეში მათი გულები იგივეა, ერებს ხომ არ შეუძლიათ ერთმანეთთან შერიგება ომების, მონობისა და უსამართლობის გზით, არამედ ყოველივე ეს მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

მოსე ფიქრობდა, რომ მისი თანამემამულეები მის გადაწყვეტილებას მოიწონებდნენ, მიიღებდნენ მას როგორც მხსნელს და მეფედ გამოაცხადებდნე. მაგრამ როდესაც ორი მათგანი ეკამათა ერთმანეთს და არ მიიღეს მისი შერიგების მცდელობა, გააცნობიერა, რომ ყველა განცხადება ერების მონობის შესახებ სიცრუე იყო. საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. მოსემ ძმების მხრიდან სიძულვილი იგრძნო. ის მიხვდა, რომ მათ ხელისუფალთ მოიყვეს მისი მკვლელობის შესახებ. ის უმალვე უდაბნოში გადაიხვეწა, იყო რა უარყოფილი თავისი ერისგან.

ასეთივე უგულებელყოფაგანიცადა ქრისტემ. ღმერთის განაზრახი მდგომარეობდა იმაში, რომ თავისი ძის მეშვეობით გადაარჩენმა გულქვა ერს, რათა განთავისუფლებულიყვნენ ცოდვის მონობისგან, მკვლელობისგან და ეშმაკისგან, შეეძინათ მადლი სამსჯავრო დღეს. მაგრამ ერმა ვერ გაუგო იესოს. უარყვეს ის ისევე, როგორც ერთ დროს მოსე. ასეთი მოქმედებით დაადასტურეს, რომ გულქვა ერია, რომელიც უარყოფს ღმერთს. ჩვენ წინაშე ჯერ კიდევ ჟღერს ეს კითხვა: როგორ მდგომარეობაში ვართ ჩვენ? ვართ თუ არა იმ იუდეველბზე გონიერნი? ვრებულობთ ქრისტეს თუ ვუარყოფთ მას? გვესმის თუ არა დღეს სულიწმიდის ძახილი?

მოსე დევნილი გახდა იუდეველთა შორის. მან კმაყოფილება ისწავლა, მორჩილება, უდაბნოში და უნაყოფო მიწაზე ცხვრის ფარის გამოკვება. დამწყემსვა - მარტივი საქმე არაა, ის გამბედაობას მოითხოვს, მოთმინებასა და გამოცდილებას. შესაძლებელია მისი უდაბნოში ყოფნის დროს არაბული ენაც ისწავლა. მას მადიაენელი ცოლი ჰყავდა და ორი შვილის მამა გახდა. ეს ქორწინება იყო არაბების და ისრაელიანების არევის ფუძე (გამოსვლა 18:1-7).

ლოცვა: უფლო დამეხმარე და დამიცავი, რომ საკუთარ ძალებზე არ ვიყო დამოკიდებული და დაიმედებული, და რომ არ ვიღწოდე საკუთარი თავის გადასარჩენად და სხვებზე ზეგავლენა არ მოვახდინო ჩემი ნიჭიერებით! დაე შენმა სულმა განაახლოს ჩემი გული, და ქრისტეს სისხლმა გამწმიდოს ცოდვებისგან! შეგვიწყალე უფალო, გაგვწმიდე და მიგვიყვანე სრულ გადარჩენამდე!

კითხვა:

  1. საიდან ვიგებთ, რომ მოსე მისმა კარგმა განათლებამ ვერ გამოასწორა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:57 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)