Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 003 (Introduction to the Book)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

1. მოციქულთა საქმეების წიგნის შესავალი და ქრისტეს ბოლო აღთქმა (საქმეები 1:1-8)


საქმეები 1:3-5
3 რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ. 4 შეკრიბა ისინი და დაავალა: "იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ; 5 რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით”.

ღმერთის მეფობის შუქმა იბრწყინა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან. წარმოიდგინე, როგორ გამოდის მკვდარი თავისი სამარხიდან და ეჩვენება თავის მეგობრებს ორმოცი დღის განმავლობაში, ჭამს მათთან ერთად, უხმოდ შედის მათთან კედლების გავლით და ასევე უხმოდ მიდის კარების გამოუჯახუნებლად! ასეთმა საქციელებმა, ცოცხალი და აღდგმარი ქრისტესი, მოციქულებისთვის გასაოცარი იყო და მათ გონება შეძრა ამან, რადგან თავად იყვნენ ქრისტეს ჯვარცმის მხილველები და ხედავდნენ, როგორ მოკვდა ის ჯვარზე, სამარცხვინოდ და უსამართლოდ გასამართლებული. ხედავდნენ, როგორ სამარცხვინოდ მოკვდა მმართველებისა და ხალხის დამცინავ გარემოში. დაინახეს ასევე მისი დამარხვა პარასკევ დღეს და მათ ეგონათ, რომ მისი სიკვდილი და დამარხვა, მათი იმედების დამსხვრევას ნიშნავდა.

ქრისტეს აღდგომის დრე დაიწყო, როგორც ფიტთილის შუქი, რომელიც ახალ ეპოქას გაანათებს და რომელშიც უსასრულობა შეურდთდა დროს. ქრისტეს დედამიწაზე ყოფნამ დაამტკიცა, რომ ეკლესია ამაქვეყნისა არ არის, არამედ ეს სულიერი სამეფოა, რომელიც არასდროს მთავრდება, სავსეა სიხარულითა და სამართლიანობით, სიყვარულითა და ჭეშმარიტებით, თავმდაბლობითა და თავშეკავებით. ახალი აღთქმის მასალა სავსეა ამ ზეციური შჭეშმარიტების აღწერით, რომელიც ქადაგებს სიძულვის, უსუფთაობის, სიამაყის, სიცრუისა და ომსშორის. ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტეს უხსნიდა თავის მოწაფეებს რჯულიდან, ფსალმუნებიდან და წინასწარმეტყველებებიდან ამ საიდუმლოს, ლამაზი მოვლენების ჩათვლით, რომლებიც აღწერეს მართალმა წინასწარმეტყველებმა. მათ სწყუროდან ღვთის სასუფეველი და ელოდებოდნენ, როდის გაბრწყინდება მისი შუქი. ახლა კი მოვიდა ზეციური სახელმწიფო, გამოჩნდა სამუდამო მეფე და ნამდვილად თავის მიმდრევრებსშორის იდგა!

ეს ღვთის სამეფო იერუსალიმში დაიწყო, სადაც ღმერთის ძე იქნა ჯვარცმული და მრავალი წინასწარმეტყველი მოკლული. უფალმა გადაწყვიტა თავისი ჭეშმარიტი მშიდობის დამყარება ასამყაროს ამ ქალაქში და მან უბრძანა გალილეველ მეთევზეებს არ დაბრუნებოდნენ თავის ძველ პროფესიას, მეთევზეობას ტიბერიის ტბასთან. მათ მართებდა ლოცვაში ყოფნა ამ დანაშაულის ქალაქში და ერთგულად უნდა დალოდებოდნენ, რმერთის აღთქმის შესრულებას მათში.

ქრისტემ თავიდანვე აუხსნა თავის მოწაფეებს ღმერთის აღთქმების ჭეშმარიტი აზრი და ნათლად დაანახა, რომ ისინი ღმერთს გაიცნობენ ისეთს, როგორიც არის. ის როგორც მამა წარუდგენს მათ თავს და განსაკუთრებულ შილებად აქცევს. მათ არ უნდა ეშინოდეთ მისი, როგორც ძლევამოსილი დამღუპავის და უცნობი მოსამართლის. ქრისტეს ეს უნიკალური გზავნილია: წმიდა ღმერთი, გულმოწყალე მამაა. ამ გამოცხადებამ შეცვალა ჩვენი კულტურა. ჩვენ გვესმის, რომ მომავალი სამეფო - მამის სამეფოა, და მათ შვილებს მოუწევთ მეფეების როლში და მლოცველ მოსამართლეებად მსახურება. ისინი იესოს მაგალითს მიყვებიან, რომელიც ყველასთვის მოკვდა, რათა გამოესყიდა ისინი ღმერთი სამართლიანი რისხვისგან.

ლუკამ ჩვენთვის ჩაწერა იესოს ბოლო ნათქვამი სიტყვები: „თქვენ მოისმინეთ მამის აღთქმები ჩემგან“. ეს სიტყვები ყველაფერს აჯამებს, რასაც ასწავლიდა ღვთის ძე: წმიდა და დიდებული ღმერთი მზადაა გვიშილოს, აგვავსოს საკუთარი არსებით და გაგვხადოს საკუთარ შვილებად! სწორედ ამ მიზნის გამო მოკვდა იესო ჯვარზე. მან გვაპატია ჩვენი ცოდვები და გაგვწმიდა, რათა ღმერთთან მისასვლელი გვქონოდა და შეგვეყვარებინა მამა. მისი სახელი კი უნდა ჩანდეს ჩვენ საქციელებში.

იოანე ნათლისმცემელმა იცოდა მომავალი ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეძრავდნენ ცას და მიწას. ცხოვრობდა რა იესო უდაბნოში იცოდა, რომ ღმერთის სამეფო ასე მალე არ მოვა ამ ბოროტ და თავმოყვარე ადამიანებთან, ვინაიდან მზად არ არიან, ქვის გული აქვთ და დაუმორჩილებელი გონება. იოანემ მონათლა მონანიებული ცოდვილები იორდანეს მდინარეში იმის ნიშნად, რომ სიკვდილს იმსახურებდნენ. როდესაც წყლიდან ამოდიოდნენ, ეს იყო ახალი ქმნილების სიმბოლო. იოანე ნღიად ასწავლიდა და აღიარებდა, რომ მისმა ნათლობამ სინამდვილეში ვერავინ შეცვალა. წყალში შთაფლობა მიუთითებდა, რომ არავის შეუძლია საკუთარი თავის გამოსწორება ან სხვების შეცვლა. არავის შეუძლია საკუთარი თავი განწმიდოს რაღაცეებზე უარის თქმით ან მკაცრი ცხოვრებით, ვინაიდან ყველანი ბოროტნი, ხორციელნი და საზიზღარნი ვართ.

წინასწარმეტყველი უდაბნოში საუბრობდა ღვთის კრავზე, რომელიც მონანიებულებს სულიწმიდით მონათლავს. ის სულისგან შობილი იყო და ცოდვის გარეშე ცხოვრობდა. მან ყველა მორწმუნე მამასთან შეარიგა, რათა შეგვძლებოდა გავმხდარიყავით ამ კეთილი და კურთხეული სულის ნაწილები. შენ, ძვირფასო მორწმუნევ, ამოიცანი თუ არა მამის ეს აღთქმა? ამ სულმა გადაწყვიტა, რომ დაივანოს შენში. თავად ქრისტე დაიკავებს ცენტრალურს ადგილს შენ გულში, ხოლო შენი სხეული გახდება ცოცხალი ღმერთის ტაძარი. მზად ხარ თუ არა, რომ მიიღო ღმერთი?

დამდაბლდი და მოემზადე ღმერთის აღთქმულისთვის, როგორც ქრისტე იყო ყოველთვის თავმდაბალი. მას არ უთქვამს საკუთარ თავზე: „მე მოგნათლავთ სულიწმიდით“, როგორც მასზე ამბობდა იოანე, არამედ ის ამ დიდებას მამისთვის ინახავდა და ასწავლიდა, რომ სულიწმიდა აპირებდა მათთან მოსვლას. მამა და ძე სრულ შეთანხმებაში გვთავაზობენ სულიწმიდას, ვინაიდან ეს სული მამისგანა და ძისგანაა, რომელიც წმიდა სიყვარულს წარმოადგენს. ჩაწვდი თუ არა, ძვირფასო ძმაო, ღვთის ნებას? ამზადებ თუ არა ლოცვაში საკუთარ თავს, რომ მიიღო ის, როგორ თავად ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს დალოდებოდნენ და ელოცათ?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, წმიდა ხარ შენ! შენ ნათლავ მონანიებულებს მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, რათა აღარ გვეშინოდეს დიდებული ღმერთის და მისი სასამართლოსი, არამედ გვიყვარდეს ის, როგორც საკუთარი მამა. სიხარულით გვინდა გემადლიეროთ, რომ მოგვეცი ნება ასეთი დიდიებული სიტყვები გვეთქვა: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მამის სახელი!“ ამინ.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს მამის აღთქმული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:26 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)