Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 126 (Miraculous catch of fishes)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 – 21:25)
5. იესო ტიბერიადის ზღვასთან (იოანე 21:1-25)

ა) შესანიშნავი ნადავლი (იოანე 21:1-14)


იოანე 21:1-3
1 ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს, ტიბერიის ზღვაზე. აი, ასე ეჩვენა მათ: 2 ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა, მის მოწაფეთაგან. 3 უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: "მე სათევზაოდ მივდივარ”. მიუგეს: "ჩვენც შენთან მოვდივართ”. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.

თავისი აღდგომის მერე იესომ მოწაფეებს უბრძანა გალილეაში დაბრუნება. მას, როგორც კეთილ მწყემს სურდა იქ მათზე ადრე მისვლა და დახვედრა. მაგრამ მოწაფეების სიყვარულის გამო, გამოეცხადა მათ, როდესაც ჯერ კიდევ იერუსალიმში იყვნენ, რათა დაემშვიდებინა ისინი და შიშისგან ეხსნა. აღდგომის მერე, კვირა საღამოს, იესო მიესალმა მათ მშვიდობის სიტყვით და გაგზავნა ისინი საქადაგებლად ქვეყნიერებაზე (მარკ. 16:7; მათ. 28:10).

როგორი რეაქცია ჰქონდათ მოწაფეებს, რომ ადამიანების მებადურები უნდა ყოფილიყვნენ? შეცვალა თუ არა ქრისტეს აღდგომამ მათი აზრები, და მიიჩქაროდნენ თუ არა ისინი ქვეყნიერებისთვის საქადაგებლად ქრისტეს საუკუნო სიცოცხლის შესახებ? სამწუხაროდ, არა. ისინი ჩვეულ სამსახურს დაუბრუნდნენ, თევზის დასაჭერად წავიდნენ - ვინ ჯგუფებად, ვინ მარტოს.

ერთხელაც პეტრემ გადაწყვიტა სათევზაოდ წასვლა და უთხრა თავის ამხანაგებს: ”მივდივარ ზღვაზე თევზის დასაჭერად. ვისაც სურს წამოვიდეს”. ამხანაგებმა ის მარტო არ გაუშვეს, მასთან ერათად წავიდნენ სანაპიროზე, ჩასხდნენ ნავში და შეცურეს ზღვაში. მთელი ღამე ბადეებს ისვრიდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მეთევზეებს ქანცი გასძვრათ და უიმედონი იყვნენ. და ყველაფერი ეს ხდებოდა, რადგან საკუათარი სურვილისამებრ დაიწყეს და არა უფლის ნებით. დაავიწყდათ სიტყვები: ”ჩემ გარეშე, არაფრის კეთება არ შეგიძლიათ!”

იოანე 21:4-6
4 რომ გათენდა, იესო იდგა ნაპირზე, თუმცა, მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. 5 უთხრა მათ იესომ: "შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი?” მიუგეს: "არა”. 6 უთხრა მათ: "ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით”. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.

იესო არ ტოვებს მოწაფეებს, თუნდაც ისინი არასწორ გზაზე დადგნენ. მისთვის მარტივი იყო თევზების მათ ბადეში ჩაშვება, მაგრამ მას უნდოდა მაგალითი ეჩვენებინა მათთვის, მათ სინდისამდე მიეღწია და ეთქვა, რომ მისი ჯვარზე სიკვდილის შემდეგ ისინი ვერ გააკეთებენ, რასაც მოინდომებენ და ვერ დაუბრუნდებიან უწინდელ საქმეებს. ისინი დათანხმდნენ მას და შეთანხმება დადეს. ის მათი თანამშრომელი გახდა, ისინი კი - მისი. მაგრამ მათ თავიანთი საზრუნავის მიხედვით დაიწყეს მოქმედება, თითქოს დაავიწყდათ ის, ან თითქოს ძალიან შორს იყო მათგან. იესომ მიმართა თავის მიმდევრებს არა როგორც მოციქულებს ან მოწაფეებს, არამედ როგორც ჩვილებს. მათ დაავიწყდათ რასაც ასწავლიდა იესო და რა მცნებები დაუტოვა. ამისდამიუხედავად იესოს არ დაუწყია მათი დადანაშაულება, არამედ უბრალოდ საკვები სთხოვა. მათ მოუწიათ იმის აღიარება, რომ ვერაფერი დაიჭირეს, რადგან უფალი არ იყო მათთან. საბოლოოდ მათ აღიარეს თავიანთი ცოდვები.

იესო მათთან გამთენიისას მივიდა, როცა ღამე ჰორიზონტს იქით იყო. მათ თავზე ახალი იმედი ამოდიოდა. იესოს არ უთქვამს: ”არ მოიწყინოთ, რადგან ვერ დაიჭირეთ” ან ”სცადეთ კიდევ ერთხელ, იქნებ გამოგივიდეთ”. მან, როგორც მეფემ უბრძანა: ”ბადეები ნავიდან მარჯვნივ მოისროლეთ და ბევრ თევზს დაიჭერთ”. იმისდამიუხედავად, რომ უკვე ნაპირთან იყვნენ და იქ მსხვილი თევზი არ მოდიოდა, ისე გააკთეს როგორც იესომ უთხრა, და ნავიდან მარჯვნივ მოისროლეს ბადეები. იესო ხედავდა ყველა თევზს და იცოდა სად იყვნენ ისინი. ასევე ახლაც, მან იცის სად არიან მისი სიტყვის მწყურვალე ხალხი. ასეთ ადამიანებთან გაგზავნის ის. ის გეუბნება ჩააგდე სახარების ბადე, სადაც მე გეუბნები და შენ დაინახავ ჩემი სიტყვის დიდებულ მოქმედებას”.

მოწაფეებმა შეასრულეს ეს უცნაური დავალება. მათ ჯერ კიდევ ვერ იცნეს იესო, რადგან ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსი იყო. შესაძლოა, როგორც მეთევზე მიესალმა მათ, მაგრამ მისი სიტყვები ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ დაღლილობის მიუხედავად მათ ისე გააკეთეს ყველაფერი, როგორც მან უთხრა. და მაშინ მათი ბადეები თევზით აივსო. ასეა ეკლესიაც და მისიაც, როდესაც თევზაობს იქ, სადაც უფალი ეტყვის, ის წარმატებულ ნადავლს ღებულობს და ხშირად მარტოსაც არ შეუძლია ”ბადეების” დაძვრა, არამედ ერთგულ პარტნიორებს უხმობს, რომლებიც სიყვარულით დაეხმარებიან.

ლოცვა: უფალო იესო გვაპატიე თუ საკუთარ ცხოვრებაზე მეტად ვზრუნავთ, ვიდრე შენთვის ახალი სულების შესაძენად. მადლობა, რომ მოხვედი იმისდამიუხედავად, რომ გადავედით შენი გზიდან. შენ გვღძრავ ცოდვების მონანიებისკენ. დაგვეხმარე მორჩილებით შევასრულოთ შენი სიტყვა, მიგვიყვანე მათთან, ვისაც შენი სიტყვა სწყურია და მომართე ისინი შენი სახარების ბადისკენ, რათა საუკუნოდ შენები გახდნენ!

კითხვა:

  1. რატომ შერცხვათ მოწაფეებს, როდესაც მათი ბადე თევზით აივსო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:35 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)