Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 108 (The charge against Christ's royal claims)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 – 19:42)
3. სამოქალაქო სასამართლო რომაელი მმართველების წინაშე (იოანე 18:28 – 19:16)

ა) ქრისტეს აბრალებენ მეფობას (იოანე 18:28-38)


იოანე 18:28-32
28 იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ. 29 პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?” 30 უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”. 31 უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”. 32 რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

ზოგიერთმა იუდეველმა იესოს მოკვლა ჯერ კიდევ მაშინ მოინდომა, როდესაც იესომ დავრდომილი განკურნა (5:18), მაგრამ იუდევლური რელიგიური კავშირის წევრებმა გადაწყვიტეს მისი მოკვლა, როდესაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით (11:46).

ხუთშაბათ საღამოს ორი მნისვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რომელიც იოანემ არ ახსენა (მათ.26:57-67 და 27:1). მას არ უნდოდა აეღწერა მრავალი კანონი, რომელიც მკითხველისთვის უცხო და გაუგებარი იქნებოდა, მაგრამ აღნიშნა ის, რომ უსამართლოდ მოექცნენ დ აგამოუტანეს განაჩენი იესოს მისმა მტრებმა. პილატე კი თბი სამოსში გახვეული ტაძრის კართან იჯდა. ის ფლობდა მთლიან ძალაუფლებას მთელ ქვეყანაში და მას ჰქონდა უფლება მიესაჯა სიკვდილი და შეეწყალებინა.

იუდეველებმა, რომლებმაც ირწმუნეს იესო, თავი მოარიდეს იქაურობას, მათ უნდოდათ რიტუალური სიწმიდე შეენარჩუნებინათ, რათა სააღდგომო კრავი ეწამათ თავიანთ ნათესავებთან ერთად. მაგრამ მათ ცივსისხლიანად მოკლეს ნამდვილი ღვთის კრავი.

იმ თვეში, რომელშიც იესო იქნა შეპყრობილი, პილატეს ცხოვრებაში დაიწყო ძირფესვიანი ცვლილებები. კეისარმა, პილატეს კოლეგა გაანთავისუფლა, რომში იმისთვის, რომ ის მას შეეწინააღმდეგა. ეს გენერალი მტრულად იყო განწყობილი იუდეველებისადმი, რომელთაც გახსნეს ეს საქმე. ამის შედეგად პილატეს რეპუტაცია იერუსალიმში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და მისი ძალაუფლება დასუსტდა. მას უწევდა იუდეველებთან დათმობებზე წასვლა, ადრე კი ექცეოდა მათ როგორც თავად სურდა.

როდესაც იუდეველბმა იესო პილატესთან მოიყვანეს, მმართველი უმალვე გამოვიდა მათ შესახვედრად და ჰკითხა თუ რა უნდოდათ. მას დიდხანს არ უსაუბრია მათთან და მალევე მიხვდა, რომ ჩივილის უკან რისხვა იდგა. იესომ კი პილატესი უშნო ღიმილი გამოიწვია. პილატეს ეცინებოდა, რომ მეფე შემოვიდა იერუსალიმში იარაღისა და ჯარის გარეშე. ასეთი მეფე არავითარ საფრთხეს არ წამოარგენდა რომაელებისთვის. მიუხედავად ამისა იუდეველების სიმტკიცემ პილატე აიძულა დათანხმებოდა მათ მოთხოვნებს. ისინი, ხომ ჯერ კიდევ წინა ღამეს აპირებდნენ გაეგზავნათ ოფიცერი მის შესაპყრობად. და აი ახლა კი იესო იდგა მათ წინ. პილატემ პირდაპირ ჰკითხვა: „რაშია ამ ადამიანის დანაშაული?“ იუდეველთა უხუცესებმა ამ კითხვას დუმილით გასცეს პასუხი, თუთქოს ეუბნებოდნენ: „შენ ხომ იცი, რომ გვითქვამს ადრე მასზე. ეს ადამიანი - პოლიტიკური დამნაშავეა, ის აღანყებას ამზადებს. არ არის საჭირო გითხრათ ვინ არის ეს ნაზარეველი. ჩვენ მოვედით ოფიციალურად იუდეველთა სახელით და ვითხოვთ მის სიკვდილით დასჯას, და ხალხის დაწყნარებას, რათა მან მღელვარება აღარ წამროქმნას ერში.“ პილატემ კარგად იცოდა იუდეველთა აზროვნება, კარგად ხვდებოდა, რომ მათ იესოს სიკვდილი სურდათ თავიანთი კანონების გამო და ასევე იმიტომ, რომ სხვა უფრო დიდი და ძალაუფლებიან მესიას ელოდებოდნენ. მას არაფერი გაუკეთებია რომალუკი კანონის წინააღმდეგ. ამიტომაც პილატემ გაიყვანა იესო მათთან და მათ უთხრა განესაჯათ ის თავიანთი კანონების მიხედვით.

იმ დროს იუდეველებს არ ჰქონდათ უფლება ქვებით ჩაექოლათ ის, ვინც მათ კანონს გადავიდოდა. ისინი ცდილობდნენ იესოს დამცირებას იმით, რომ სასამართლოს მოაწყობდნენ რომაელების ხელით, რომელთაც უწმიდურებად მიიჩნევდნენ. ასეთი დამამცირებელი სასჯელი მონების და დამნაშავეების მიმართ იყო ხოლმე. იესო უნდა მომკვდარიყო ამ „წყევლის ხეზე“. ამითი უნდა დამტკიცებულიყო ის, რომ იესო სულაც არაა ყოვლისშემძლე და მართალი ღვთის ძე, არამეედ სუსტი და მეოცნებე, რომელსაც თითქმის გამოუვიდა მთელი ერის მოტყუება. იესოს მოკვლა ჯვარზე რომაელების ხელით, კაიაფა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იესო სულაც არაა მესია, არამედ მატყუარაა და უნდოდათ დაემცირებინათ იუდეველთა შორის.

იოანე 18:33-36
33 პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” 34 მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?” 35 მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?” 36 თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.

პილატემ როდესაც მოისმინა ბრალდებები, მოინდომას იესოს მოსმენათ, თუ როგორ დაიცავდა ის თავს. პილატე არ ენდობოდა იუდეველთა გამონათქვამებს, მაგრამ მიჰყვა რა კანონს, გააგრძელა იესოს დაკითხვა: „შენ იუდეველთა მეფე ხარ? მე სხვა მხსნელები მინახავს ბოლომდე შეიარაღებულები, შავი წვერითა და ციმციმა თვალებით. სენ არც მეომარი ხარ და არც ტერორისტი. შენ გამოიყურები საცოდავი და თვინიერი ადამიანივით, როგორ შეგიძლია ილტვოდე მეფობისკენ. მეფე ძალაუფლებიანი უნდა იყოს, ძლიერი და სასტიკი“. იესო მიხვდა, რომ პილატეს ეწვი ეპარებოდა მის მეფობაში. და ჰკითხა მან პილატეს: „შენმა მეომრებმა არ მოგითხრეს თუ როგორ შეებრძოლნენ მას ჩემი მოწაფეები მაღში, და როგორ გამოვედი პოლიტიკური სიტყვით? იქნებ შენი კითხვები დაფუძნებულია იუდეველთა სიცრუეზე? მმართველმა არ უნდა მოისმინოს ცრუ ბრალდებები“.

პილატემ განრისხებულმა უპასუხა იესოს: „განა მე იუდეველი ვარ?? მან თითქოს უთხრა მას: „მე არასდროს დავალ ამ ჯიუტ ფანატიკოსების დონემდე, რომლებიც დღე და ღამე კამათობენ რელიგიურ საკითხებზე“. ამითი პილატეს იმის თქმა უნდოდა, რომ იესო მან კი არა იუდეველბმა შეიპყრეს. პილატემ მოულოდნელად ჰკითხა მას: „რაში მდგომარეობს შენი ბრალი? შენუნდა მიპასუხო იმისთვის, რომ მე ვუპასუხო შენ მბრალდებლებს. ილაპარაკე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გაგცხრილავენ! გელაპარაკები სრულ სიმართლეს!“ მაშინ იესომ მას სრული სიმართლე უთხრა ისე პირდაპირ, როგორც თავის მოწაფეებს ელაპარაკებოდა. მან თქვა: „ღვთის სასუფეველი ეკუთვნის თავად ღმერთს. ის არ არის დამოკიდებული ქრიის გადახდაზე, არც სასიკვდილო იარარზე და არც ხალხის ექსპლუატაციაზე“. ქვეყნიერების ყველა მეფობისგან განსხვავებით, იესოს მეფობა არ დამთავრდება. იესო არ ასწავლიდა თავის მიმდევრებს ხმლები ყოფილიყვნენ, ესროლათ იარაღიდან ან ასაფეთქებლები ჰქონოდათ. მისი მეფობა სრულიად განსხვავდება ყველა სხვა მიწიური მეფობისგან.

იოანე 18:37-38
37 უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”. 38 ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.

პილატემ ვერ გაიგო იესოს სიტყვების აზრი, მხოლოდ გაიგო ის, რომ იესო საკუთარ თავს მეფეს უწოდებდა, ხოლო თავისი სამეფოს მნიშვნელობას კი არ ხსნიდა. მმართველი დაჟინებით ითხოვდა, რომ იესოს აეხსნა, როგორი იყო მისი მეფობა. პასუხად იესომ უთხრა: „შენ გაიგე ჩემი საიდუმლო და გაიგე ჩემი სიტყვები. მეფე - აბსოლუტური მფლობელია და უფალი თავისი სამეფოსი. ყველა ადამიანი მე მეკუთვნის. მე შენი უფალი ვარ და უნდა დამემორჩილო. ჩემი მეფობა ამ წუთისოფლისგან არ არის, რომელიც სავსეა სიცრუით, ვინაიდან მე - ჭეშმარიტი მეფე ვარ“.

ამის შემდეგ იესომ აუხსნა პილატეს, რომ მისი არსებობა არ იწყება მისი მარიამისგან შობით, არამედ დასაბიმადაა. იესო მოვიდა ჩვენ სამყაროში, სხვა სამყაროდან, ვინაიდან ის მამისგან შობილია. მან იცის სულიერი ღვთიური წეშმარიტებები. იესო - ღვთიური ჭეშმარიტების მოწმეა. მარადიულობისგან შობილი, ის არის ჭეშმარიტი მოწმე, რომელმაც გახსნა ჭეშმარიტება.

მოუსმინა რა პილატე იესოს, დასცინა და დამცინავად ჰკითხა: „რა არის ჭეშმარიტება? მმართველი თავის გარშემო იმდენ ფარისევლობას და ღალატს ხედავდა, რომ რწმენა და ჭრშმარიტება დაკარგული ჰქონდა. მაგრამ იესო, როგორც ჭეშმარიტი მოწმე ზეციური ჭეშმარიტებებისა, მოვიდა მტკიცედ და გამოავლინა ჩვენთან საკუთარი მამი სახელი, და ჩვენ მისი შვილები გავხდით.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ჩემი მეფე ხარ, მე შემნ გეკუთვნი. გამხადე შენი სიკეთის მონა და განმამტკიცე მე შენ ჭეშმარიტებაში!

კითხვა:

  1. როგორი მეფეა იესო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)