Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 101 (Jesus intercedes for his apostles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ე - იესოს შუამდგომლობითი ლოცვა (იოანე 17:1-26)

3. იესო შუამდგომლობს თავის მოწაფეებზე (იოანე 17:6-19)


იოანე 17:6
6 გამოვუცხადე შენი სახელი იმ ადამიანებს, შენ რომ მომეცი წუთისოფლისგან. შენები იყვნენ ისინი, მე მომეცი და დაიცვეს შენი სიტყვა.

იესო დარწმუნებული იყო, რომ მამა მისცემდა ძალას გამოსყიდვის შესრულებისთვის. ახლა კი მისი აზრები იყო მიმართული მოწაფეებისკენ, რომლებიც ამოირჩია წუთისფლიდან და გააერთიანა ღმერთის სიყვარულში.

ქრისტემ ღმერთის ახალი სახელი გახსნა - მამა. შესაბამისად ის ამორჩეული ხალხი მისი შვილები იყვნენ. ეს თავისმხრივ ეკლესიის საიდუმლოა. ღმერთისგან შობა ამიერიდან ეკუთვნის არა მას, არამედ იმას, ვინც ეს განახორციელა. მან თავისი ძე მისცა მათ, რომელმაც თავისი სისხლით იხსნა ისინი. თუ თქვენ გჯერათ ქრისტესი, მაშინ თქვენ ეკუთვნის მას.

იოანე 17:7-8
7 ახლა შეიცნეს, რომ რაც მომეცი, ყველაფერი შენგანაა; 8 ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი; მათ კი მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი; და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე.

იესოს წარმოთქმულ სიტყვებს, განსაკუთრებული მოქმედება ჰქონდა. ამ სიტყვეებს შეეძლო შეეცვალა ცოდვილ ადამიანთა დამღუპავი ცხოვრება. იესო ცხოვრობდა ისე, როგორც საუბრობდა და ყველა საქმეს ძალის ქვეშ აკეთებდა. და ჩვენ მის კურთხევასა და ძალას მამაში ვღებულობთ. ძე არ ეძებს თავისას, არამედ თავის ძალაუფლებას, ძლიერებას, სიბრძნესა და სიყვარულს მამას აწერს, რომელმაც ანდო მას ყოველივე ეს.

ქრისტე ყველაზე ძვირფასს გვთავაზობს, რაც აქვს - თავის სიტყვას. სიტყვა მამისგან იყო, ძემ კი ამ სიტყვას ხორცი შეასხა. სიტყვაშია ჩვენი ძალა. ჩვენ განვიცდით ჩვენ ცხოვრებაში ამ სიტყვის ძალას, ამითი ვიწმიდებით და სიხარულით ვღებულობთ ყოველივე იმას, რაც მასშია დაფარული. წმიდა სახარება გვეხმარება სამების სინამდვილის გაცნობიერებაში - რომ არსებობს მამა, ძე და სულიწმიდა.

ამ ლოცვაში იესო საუბრობს იმაზე, რისი გაგებაც შეუძლიათ მოწაფეებს, შეუძლიათ მისი სიტყვების გაცნობიერება, მან ხომ თავად ჩათესა რწმენის თესლი მათ გულებში. მათ ვერ მიიღეს მალე ეს სიტყვები, თუმცა სიხარულით გააკეთეს ეს. შემდგომ იესომ მათ სულიწმიდა მისცა. სიყვა იზრდებოდა მათში და თავის დროზე ნაყოფი მისცა მათ. ქრისტემ კი დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ეს მოვლენები, სანამ მოხდებოდა.

ქრისტეს სიტყვებმა მოწაფეებში რწმენა და ცოდნა წამოშვეს. რა რწმენაა ეს? ეს ძის რწმენაა, რომელიც მამისგან მოვიდა, რომელიც საუკუნოდ არსებობდა და ადამიანის ფორმა მიიღო. სულიწმიდამ განამტიცა მოწაფეების სული და ისინი გახდნენ ქრისტეს სხეულის ასოები. მათ დიდხანს არ მოუწიათ გოენბის დონეზე ყოფილიყვნენ რწმენაში, რადგან მთელი გულით უფრო და უფრო ეწებებოდნენ ქრისტეს. ის ხომ თავისი სულით მათ შორის იყო. სულიწმიდის მუშაობის შედეგად მათ გააცნობიერეს, რომ ღმერთი ქრისტეში გამოჩნდა.

ქრისტეში მყოფებმა მოწაფეებმა დაინახეს თავიანთი დაბადების პარალელი, იესოს სიტყვების გამოყენებით: „სულისდგან შობილი სულია“. ეს კურთხეული სულია, რომელმაც სიტყვაში გამოიარა და მოციქულებს ძალას აძლევდა.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ მამის სიტყვა მოგვეცი - სიტყვა, რომელიც სიცოცხლით, ძალით და დიდებულებით სავსეა. შენ წარმოქმენი ჩვენში რწმენა და ცოდნა. შენ ჩვენი ძალა ხარ. გვიყვარხარ და აგამაღლებთ შენ და მამას, რომელმაც მოგვცა შენი თავი.

კითხვა:

  1. რა მნიშვნელობა მიენიჭა იმას, რომ ქრისტემ მამა გამოაჩინა დედამიწაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:14 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)