Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 084 (The new commandment)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ბ - მოვლენები საიდუმლო სერობის შემდეგ (იოანე 13:1-38)

3. ახალი მცნება ეკლესიისთვის (იოანე 13:33-35)


იოანე 13:33
33 შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, მაგრამ როგორც იუდევლებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც ამასვე გეუბნებით ახლა.

იმის შემდეგ რაც მამა განდიდდა სულში, იესო აქცევს ყურადღებას ჩვენ მისდამი რწმენას. ის უბრალოდ ისტორიული პიროვნება კი არ არის, რომელიც ოდესმე ამ დედამიწაზე ცხოვრობდა. ის - საუკუნო ღმერთია, რომელიც ცაში ცხოვრობს. მისი სიკვდილი და აღდგომა, იყო, არის და იქნება ამ დედამიწსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. და ის ვინც არ იცნობს ქრისტეს ან არ სწამს მისი გამომსყიდველი მსხვერპლის ჯვარზე, დარჩება ბრმა და დაკარგულ ადამიანად.ხოლო ყოველი, ვინც მას ეძებ, იპოვის და მოიპოვებს მის უკვდავებას.

იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მიდიოდა იქ, სადაც მათთვის ჯერ გზა დაკეტილია. არა, ის არ გულისხმობდა მთავრების სასამართლოს ან დახურულ სამარხს. ის მამასთან წასვლაზე სუაბრობდა. მამამ უთხრა მას: ჩემ მარჯვნის იჯდები სანამ შენ მტრებს არ გავანადგურებ. და ისინი შენ ფერხთით არ აღმოჩნდებიან“. იესო უეცრად მოწაფეების თვალთ არ გამქრალა, არამედ წინასწარ გააფრთხილა ისინი, რომ მას სიკვდილი ელოდა, შემდგომ აღდგომა და მამასთან წასვლა, სადაც არც ერთი ადამიანი არ მოხვდება თავისი ძალისხმევით, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის. ამაზე, უფრო ადრე, იესო ელაპარაკებოდა იუდეველებს, მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ვერაფერს. შეძლებენ თუ არა ახლა მოწაფეები იმის გაგებას, რომ იესოს საათი ახლოვდება და მათი მასწავლებელი გაცემულ იქნება? ის დრო, როდესაც ისინი მასთან ერთად დადიოდნენ, ხედავდნენ მის ღვთიურ ძალას და დიდებას. დაიჯერებენ თუ არა ისინი ახლა მის დაპირებას, რომ არასდროს დატოვებდა მათ, არამედ ყოველთვის მათთან ერთად იქნებოდა მსახურებებში?

იოანე 13:34-35
34 ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. 35 იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.

იესომ იცოდა, რომ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ მისი სიტყვების გაგება, ვინაიდან სულიწმიდა ჯერ არ გადმოსულა მათზე. იმ დროისთვის ისინი ბრმები იყვნენ და ამიტომაც ვერ ხვდებოდნენ ბოლომდე, რას ამბობდა იესო. მაშინ ვერც მისი სიყვარულის პრინციპებს იგებდნენ, რომელიც გულისხმობს, რომ : „ღმერთის არის სიყვარული, ხოლო ვინც სიყვარულში ის ღმერთშიცაა“. წმიდა სამება არის სიყვარული. სწორედაც, რომ ის აერთიანებს ყველა მის ჰიპოსთაზებს. ასეთი აბსოლუტური და უპირობო სიყვარული უნდა იდოს ყველა ადამიანის ურთიერთობის საფუძველში. სიყვარული - სიწმიდის წყაროა.

იესო მოუწოდებდა თავის მოწაფეებს, რომ ყვარებოდათ ერთმანეთი. და ჩვენ, როგორც თანამედროვე მიმდევრებს, გვმართებს ჩვენი და-ზმების სიყვარული. ქრისტეს არც გაუუქმებია და არც შეუვსია მოსეს კანონი, რომელიც ძველ აღთქმაში მისცა ისაერლ ერს, მაგრამ მან ყველა მცნება ერთში გააერთიანა - „გიყვარდეთ ერთმანეთი“. სიყვარულის რჯულის აღსრულებაა. და თუ მოსემ გადასცა ხალხს კანონები, რომელიც მათ უკრძალავდა რაიმეს კეთებას, ქრისტემ მხოლოდ ერთი მოგვცა, რომელიც პირიქით გვიბიძგებს მოქმედებისკენ. და მან თავად გვაჩვენა, თუ როგორ მოქმედებს ეს, შეიყვარა ეს ქვეყნიერება და საკუთარი სიცოცხლე გასცა ყველას ცოდვის გამო. სიყვარული - ნებისმიერი ეკლესიის არსებობის საფუძველია, და თუ ეკლესიაში ის არ არის, ასეთი ეკლესია ვერ გაჩერდება.

სწორედაც რომ სიყვარული - მთავარი მახასიათებელია იესო ქრისტეს პიროვნების. ის იცოებდა ყველა დაჩაგრულსა და დამცირებულს, მწყემსის მსგავსად, რომელიც თავის ფარაშ ყველა ცხვარს ერთნაირად უვლის. მოთმინებითა და ყურადთებით ეპყრობოდა თავის მოწაფეებს. იესომ სიყვარული, თავისი სამეფოს მთავარ პრინციპად გახადა. ვისაც სიყვარული აქვს ის ქრისტეს მოწყალების ქვეშაა, ხოლო მას ვისაც ძმა ეზიზღება, წყვდიადის სამეფოს ეკუთვნის. სიყვარული კეთილია, მოწყალეა, სულგრძელია და კეთილისმსურველია თუნდაც მტრების მიმართ, რაზეც მოწაფეები მოგვიანებით წერდნენ თავიანთ წერილებში. ღმერთის სიყვარული არასდროს მთავრდება. ის სრულყოფილია.

ქრისტე ეკლესიისთვის არაფერია იმაზე ფასეული თვისება, ვიდრე მსხვერპლშეწირვა იესოს სიყვარულის სახელით. როდესაც მოყვასს ვემსახურებით, მისი მოწაფეები ვხდებით და ვწვდებით რეაურად რას ნიშნავს სიყვარული, რაზეც ქრისტე ლაპარაკობდა. მან გვაპატია ჩვენ და ჩვენც სიხარულით ვპატიობთ სხვებს. და თუ ჩვენში არაა ორპირობა და ნამდვილად გვიხარია, რომ ქრისტეს სულმა გაგვაერთიანა თავის თავში, მაშინ მისი სასუფეველი დედამიწაზეა, და უფალი სულიწმიდის მეშვეობით ავსებს ეკლესიებს თავისი სიყვარულით.

კითხვა:

  1. რატომ არის სიყვარული, ერთადერთი თვისება, რაც განასხვავებს ქრისტიანებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)