Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 085 (Christ predicts Peter's denial; God is present in Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ბ - მოვლენები საიდუმლო სერობის შემდეგ (იოანე 13:1-38)

4. ქრისტე წინასწარმეტყველებს პეტრეს უარყოფას (იოანე 13:36-38)


იოანე 13:36-38
36 სიმონ-პეტრემ ჰკითხა: "უფალო, სად მიდიხარ?” იესომ მიუგო: "ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები”. 37 უთხრა მას პეტრემ: "უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის”. 38 მიუგო იესომ: "სიცოცხლეს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ!”

პეტრე ქრისტეს სიტყვებით შეძრწუნებული იყო. ის ვერ ხვდებოდა, რომ იესო სიყვარულზე ლაპარაკობდა. პეტრე მხოლოდ იმ სიტყვებზე იყო კონცენტრირებული, რაც შეეხებოდა იესოს გაცემას და იმ პიროვნებას, რომელიც იესომ არ გაამხილა, ამიტომაც პეტრე თავის გადაწყვეტილებას დაყრდნობილმა, დაპირება მისცა იესოს, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, მუდამ მასთან იქნებოდა და გაყვებოდა მას. პეტრე დარწმუნებული ყო თავის ძალებში და მზად იყო ებრძოლა ქრისტეს გამო და მომკვდარიყო კიდეც. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ის, პეტრე, შეძლებდა მის უარყოფას, თავისი საყვარელი მასწავლებლის უარყოფას.


გ - გამოსამშვიდობებელი სიტყვა (იოანე 14:1-31)

1. ღმერთი იესო ქრისტეში სუფევს (იოანე 14:1-11)


იოანე 14:1-3
1 "ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. 2 მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. 3 როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

იესოს მალე წასვლის ამბავმა მოწაფეები გაანაწყენა. ის მიდის იქ, სადაც გზა მათთვის დაკეტილია. ცოტა მოგვიანებით იესომ იწინასწარმეტყველა პეტრეს უარყოფა, როდესაც პეტრემ დაიწყო მტკიცება, რომ უაზომოდ ერთგულია და გაყვება მას სადაც არ უდა წავიდეს. პეტრე თავისი ძლიერი რწმენით იკვეხნიდა. შესაძლებელია მოწაფეების გულში შეიჭრა ეჭვი იესოს ღვთიურობის შესახებ. თუ ის ღმერთია, როგორ შეიძლება ამბობდეს, რომ სადღაცას მიდი სდა გვტოვებს ან თუნდაც, რომ მოკვდება? იესომ იცოდა, რა მათი აზრები, მისცა მათ მკაფიო მოქმედების გეგმა: „ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“. ანუ, ნუ გეშინიათ, დამიჯერეთ მე, ვინაიდან როდესაც ირგვლივ ყველაფერი მოგვარდება, მე ურყევი დავრჩები. მე - კლდე ვარ, რომელზეც თქვენ თამამად შეგიძლია ააშენოთ თქვენი ცხოვრება. იესო უკრძალავს ეჭვების ტალღებს, გახლიჩონ რწმენის ნავი. თუ თქვენ გეშინიათ, ესეიგი არ გწამთ. თქვენი ზეციური მამა არასდროს მიგატოვებთ და გიღალატებთ. თქვენი რწმენა - ქვეყნიერებაზე გამარჯვებაა.

იესო მოუწოდებდა თავის მიმდევრებს ერწმუნათ და ელოცათ ისე, როგორც ამას მამა იმსახურებდა, მამა და ძე - ხომ ერთია. როგორ მამა გვპირდება მომავალსა და იმედს, ასევე ძე გვთავაზობს ურყევ იმდესა და ყველა მისი დანაპირების შესრულებას. ძეში, ღმერთმა ქვეყნიერებას საკუტარი თავი უჩვენა. ჩვენ შეგვიძლია მისი სიყვარულის ნდობა. მისი სიტყვების ჭეშმარიტება - საიმედო საფუძველია ჩვენი რწმენის.

ამ გზით იესო ფარდას წევს და აჩვენებს მოწაფეებს თუ რა მოხდება რამდენიმე ხანში მისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ. ღმერთის სახლი ვერ მოდის ვერც ერთი დიდებული სახლების შედარებასთან. მისი სამეფო ზეცაში, ჰგავს დიდი ქალაქს, რომელიც მზადაა დაიტიოს ყველა ღმერთის ადამიანი, რომელთაც კი რომელიმე დროში უცხოვრიათ. ახლა თუ ცხოვრობთ ცუდ სახლში ან კარავში, ნუ განაწყენდებით, იქ სავანე გელოდებათ. ღმერთმა თქვენთვის მოამზადა, სუფთა, კომფორტული და ნათელი სახლი. თქვენ მოგეცათ შანში იცხოვროთ უფალთან ერთად, და იცხოვროთ საუკუნოდ.

ღმერთს უყვარს იესო ქრისტეს მორწმუნეები, და მან მათთვის განსაკუთრებული ადგილი მოამზადა. როდესაც იესო დაბრუნდა ზეცაში, მან შეამოწმა, მზადა თუ არა მამის სახლსი ყველაფერი. იესო არ დარჩენილა ზეცაში თავისი ხალხის მომლოდინედ, არამედ დაბრუნდა დედამიწაზე, რათა სულიწმიდის მეშვეობით იცხოვროს ხალხის გულებშ. ნეფეს მსგავსად, მას არ შეუძლია დარჩეს გულგრილი საპატარძლოს მიმართ - ეკლესიის მიმართ. ის მხოლოდ იმას კი არ ნატრობს, რომ თავისი საპატარძლო მამას გააცნოს, არამედ გაერთიანდნენ და გარდაიქმნან, როგორც ზეციური ოჯახი.ჩვენ გამუდმებით მის სიყვარულში ვიქნებით, და ვერავინ წაგვგლეჯს მისი ხელებიდან.

იოანე 14:4-6
4 და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”. 5 უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?” 6 უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

იესო ეუბნება თავის მოწაფეებს: „თქვენ იცით სადაც მივდივარ და თქვენ იცით გზა ღმერთისკენ“. თომამ კი განაცხადა: „როგორ შეიძლება ვიცოდეთ გზა ღმერთისკენ თუ ისიც არ ვიცით სად მიდიხარ ჩვენგან?“ მწუხარებამ დააბრმავა ის და მან ვერ დაინახა, თუ ვინ იდგა ამ გზის ბოლოს და ვინ იყო ამ ყველაფრის მიზანი. შიშმა მოიცვა ის და წაართვა სწორად სიარულის შესაძლებლობა.

იესომ მიმართა მას და ნაზად უთხრა: „მე ვარ ის გზა ღმერთისკენ; ჩემი სიყვარული და სამართლიანობა - შეუცვლელი კანონია, რომელსაც ადამიანი მიყავს ზეცისკენ. მე ვარ ეტალონი, რომლის თანახმადაც მამა გაასამართლებს ყველას. არ შეადარო შენი თავი სხვებს, არამედ ვიწრო გზით იარე, რომელსაც ღმერთისკენ მიყავხარ. ჩემი თავლებით, რომ შეგახედა საკუთარი თავისთვის, ნახავდი როგორი უსუსური ცოდვილი ხარ“.

ქრისტეს არ უნდა, რომ გამუდმებულ შიშსა და იმედგაცრუებაში იყო. როდესაც დაეცემი, ის გამოგიწოდებს ხელს და გეტყვის: „აი, აიღე. მე ჩემ სამართლიანობას გაძლევ და შენ ცოდვებს აღარ ვიხსენებ. მე მოვკვდი შენ გამო და შენთან ახალი აღთქმა დავამყარე, რომელიც მადლზეა დაფუძნებული. შენი ცოდვები ნაპატიებია. შენმა რწმენამ გიხსნა შენ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ მე გიშვილე და საუკუნოდ ჩემი ხარ. ჩემში მყოფი, შენ იღებ იმ სამართლიანობას, რომელიც მაქვს. ჩემ გარეშე შენ დაიღუპები“.

შესაძლოა შენ თქვა: „ყველაფერი მესმის, მაგრამ არ მყოფნის რწმენა, სულიერობა, სიწმიდე, ძალა და ლოცვა“. იესო ამბობს: „მე გაძლევ საუკუნო სიცოცხლეს. მე - წყარო ვარ ამ სიყვარულის. მირწმუნე მთელი გულით, და მე შენში ჩავსახლდები წმიდა სულით. მაშინ შენ მიხვდები რას ნიშნავს იცხოვრო უფრო მეტით“. ყოველი იესო ქრისტეს მორწმუნე იცოცხლებს საუკუნოდ. არ წახვიდე მისგან, რადგან ისაა შენი ცხოვრების წყარო. შენ მხოლოდ ორი გზა გაქვს: დარჩე შენ ცოდვებში მკვდარი ან იცხოვრო ქრისტეში. მესამე, არა არის მოცემული. ქრისტე - ეს არის სიცოცხლე მოცემული მასში.

ყველამ, ვინც თავისი ცხოვრება იესოს ანდო, მამის მოწყალებაშია. არც რელიგიას, არც ფილოსოფიას, არც კანონს ან ნებისმიერ მეცნიერებას არ შეუძლია დაგაახლოვოს ღმერთს. მხოლოდ ღმერთის ძეს შეუძლია ეს. იესო სახით უფალია შენთან. ქრისტე ეს არის ღმერთის სრული გამოცხადება. არავინ იცნობს მამას, ძის გარდა. იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით გვაქვს პრივილეგია ვიცნობდეთ ღმერთს. ღმერთის ძემ მოგვიყვანა ჩვენ, ღმერთის შვილები, ჩვენ საკუთარ მამასთან.

იოანე 14:7
7 მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.

ამა წუთისოფლის შვილები შორს დგანან ღმერთისგან საკუთარი ცოდვების გამო. საკუთარი მცდელობებით ადამიანს არ შეუძლია მიუახლოვდეს ღმერთს. არავის უნახავს ის, მისი ძის, იესო ქრისტეს გარდა, რომელიც გამუდმებით მამაშია. ის გვეუბნება ჩვენ: „თქვენ, რომ მიცნობდეთ, მაშინ მამაც გეცოდინებოდათ“. მოწაფეებს ესმოდათ ეს სიტყვები, მაგრამ ვერ იგებდნენ მათ მნიშვნელობას. მხოლოდ ცოდნა არ ნიშნავს გაგებას. როდესაც ცოდნას, რომელიც ღმერთმა მოგვცა, ვიღებთ რწმენით, ის იწყებს ადამიანის შეცვლას შიგნიდან, იწყებს მის გარდაქმნას - ღმერთის ხატად. ღმერთის სიტყვა საუკუნო სიცოცხლეს გვაძევს ჩვენ. არ მოტყუვდეთ, ღმერთის შესახებ ცოდნა, არ ნიშნავს ღმერთის ცოდნას. მხოლოდ იესო ქრისტესთან გაცნობა ხსნის გზას თქვენი ზეციური მამისკენ. შუქს, რომელიც მოსჩქეფს სახარებიდან, ძალუძს გარდაგქმნას და გაგხადოს ჭეშმარიტ ნათებად ამ დამღუპავ დედამიწაზე.

იუდას გაცემი დროს, იესომ თავის მოწაფეებს უთრა: „ახლა თქვენ მიცნობთ მე. იცით, რომ მხოლოდ ყოვლისშემძლე მეფე არ ვარ, რომელიც დაჯილდოვებულია უსაზღვრო ძალითა და სიბრძნით, არამედ ღმერთის კრავი, რომელიც იღებს ადამიანთა ცოდვებს თავის თავზე. ჩვენი გამომსიყდველი სიკვდილით მე თქვენ სამყაროს მამასთან ვარიგებ. ღმერთი რისხვაში აღარ დაგსჯით და არ გაგანადგურებთ იმიტომ, რომ მე ვიღებ თქვენ სასჯელს, რატა განგათავისფულოთ თქვენ, გაგხადოთ წმიდები და საუკუნოდ მიგიღოთ ზეცის ოჯახში“.

ჯვარზე ღმერთმა დაამტკიცა თავისი უპირობო, მამის სიყვარული ჩვენდამი. ქვეყნიერების შემოქმედი არ არის შორეული და მიუწვდომელი ღმერთი. მან თავისი თავი უჩვენა ყველა მის მოყვარულს. ის შენი მამაცაა. ყოველი, ვისაც სწამს იესო ქრისტე, იცნობს მამას. ამ ცოდნას შეუძლია გარდაგქმნას შენ, შეცვალოს შენი ქცევა, აზრები და ფიქრები, რომ ყველაფერში შენ მისი მსგავსი იყო, ჩვენი იესო ქრისტეს, ქვეყნიერების მხსნელის მსგავსი.

იოანე 14:8-9
8 უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”. 9 უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?

როდესაც იესომ თქვა: „თქვენ ნანახი გყავთ მამა და იცნობთ მას“, ფილიპეს ძალიან გაუკვირდა და კინაღამ წამოცდა: „არა, ჩვენ არასდროს გვინახავს ის“. მაგრამ მისი მასწავლებლის დიდებულებამ გააჩერა ის. ნაცვლად ამის მან თქვა: „უფალო! გვაჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის“. ეს პასუხი გვიჩვენებს, რომ ფილიპე ჩაწვდა ქრისტეს ღვთაებრივ პიროვნებას. ეს ძალა მოდის ძისა და მამაის ერთობისგან. თუ კი იესოს ისინი უნდა მიეტოვებინა, მათთვის საკმარისი იყო წამით ენახათ მამა, რათა გამხდარიყვნენ ისეთივე მიძღვნილი მსახურები, როგორც იესო იყო, და ღმერთის ძალისხმევით ექადაგათ სახარება. მაშინ ისინი დაინახავდნენ და მიხვდებოდნენ, სად არის ღმერთი და მიიღებთ ძალაუფლებას ადამიანებზე, განკურნების და ეშმაკების განდევნის ძალას.

ფილიპემ თავისი თხოვნით გვაჩვენა, რომ არც მამას იცნობს და არც ძეს. მას არ შეეძლო დაენახა ღვთაებრიობა და სამართლიანობა ღმერთის ძეში. მაგრამ იესომ არ გაამტყუნა ფილიპე, ის მოწყალე იყო და ბოლო სარამოს გაუხსნა თავის მოწაფეებს უდიდესი საიდუმლო: „ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა“. როდესაც მან ეს მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა, იესომ მთლიანად ჩამოხსნა ფარდა ყველა საიდუმლოს მოწაფეების თვალში. არც გამოცხადებებს და არც სიზმრებს არ შეუძლიათ ღმერთის ჭეშმარიტებების გახსნა, გარდა იესო ქრისტეს პიროვნებისა. და დღეს შენ თავად შეგიძლია ღმერთის ხატება დაინახო, შეხედე რწმენის მოთავეს, იესოს. თომამაც გაიგო ეს ჭეშმარიტება, მაგრამ მისი არსი ვერ გაიგო. ხოლო იესოს აღდგომის შემდეგ მან თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!“

იოანე 14:10-11
10 ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. 11 მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.

მოწაფეს თავისუფლად შეუძლია ზეპირად ისწავლოს მთელი სახარება, და ამისდამიუხედავად არ იცნობდეს იესოს, თუ სულიწმიდა არ შეცვლის და გაუხსნის მას გონებას. იესო თავისი კითხვით, ფილიპეს აბრუნებს რწმენის საფუძვლებთან: „ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ? ჩემი ცხოვრების დევიზი - ყველაფერში მამის განდიდებაა. მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. ღვთიური სისავსე, ჩემშია. მე სულიწმიდისგან ვიშვი და ეს ცხოვრება უცოდვემა განვვლე. მე დასაბამიდან ვიცნობ მამას. ჩემი მეშვეობით მან მამობრივი სიყვარული და მოწყალება დაგანახათ“.

„მე ამ დამოწმების მკტიცებულება მაქვს - ჩემი სიტყვებისა და საქმეების ავტორიტეტი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ძალუძს დაამტკიცოს. თუ ასე ძალიან გიჭირს დაიჯერო, რომ მამა ცემშია, მაშინ ყური დაუგდე იმას, თუ რას ამბობს მამა ჩემი მეშვეობით. ეს სიტყვები შენ სიცოცხლეს მოგცემენ, ძალას და სიმამაცეს. თუ ჩემი სიტყვები შენთვის გაგებარია, მაშინ შეხედე ჩემ საქმეებს; თავად ღმერთი ახდენს თქვენ შორის დიდიებულ ნიშნებსა და სასწაულებს. ის ჩემი მეშვეობით გიხსნით თქვენ, თქვენ, ვინც ცოდვასა და უკანონბაში ხართ ამოსვრილები. ახლა კი ჩემი ჯვარზე გაკვრის დროს, თქვენ მოგიწევთ იყოთ ღმერთის ყველაზე დიდი საქმის მოწმეები იყოთ - მამის შერიგება კაცობრიობასთან ჩემი გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით. გახსენი შენი თვალები და ყურები. შენ მოგიწევს ღმერთის დანახვა, რომელიც ჯვარზე კიდია. ის არის ნამდვილი ღმერთი, რომელიც გასასამართლებლად კი არა, ხალხის გადასარჩენად მოვიდა საუკუნო დაღუპვისგან“.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენი წყალობით ვამბობ: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!“ მაპატიე ჩემი ურწმუნოება და არასაკმარისი სიყვარული. მომეცი ძალა შევიგრძნო სულიწმიდის არსებობა, რათა შევძლო ვიხილო ზეციერი მამა შენში. წრფელი და სუფთა გული შექმენი ჩემში, და აავსე ის შენი სიყვარულით, რათა კეთილი უწყება იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ, მიმიყვანს გადარჩენამდე და არა გასამართლებამდე. მოავლინე შენი სიყვარული და წყალობა უამრავ მორწმუნეს. დაე შეიცნონ, რაოდენ კეთილი ხარ.

კითხვა:

  1. როგორი ურთიერთობა არსებობს ქრისტესა და მამა ღმერთს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:02 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)