Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ა - საოცარი კვირის დასასრული (იოანე 11:55 - 12:50)
1. იესოს ზეთისცხება ბეთანიაში (იოანე 11:55-12:8)იოანე 11:55-57 პასექი, ძველი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო. მას აღნიშნავდნენ, ებრაელების ღმერთის რისხვის ხსნის სამახსოვროდ. ამ განთავისუფლების წყალობით, ისინი ღმერთის კრავის დაცვის ქვეშ ცხოვრობდნენ, რომელიც მათთვის დაიკლა. საკუთარი ცოდვების გამო უდა გარდაცვლილიყვნენ, მაგრამ მათმა რწმენამ იხსნა ისინი. ყოველწლიურად იუდეველები მიდიოდნენ იერუსალიმში, რათა ხლახლა გამოეხატათ მადლიერება უფლის წინაშე, რათა ის აღარ განრისხებოდა მათ. როდესაც ეგვიპტის იმ მოვლენას იხსენებდნენ, ცხვრებს კლავდნენ და მის ხორცს საკვებში იყნებდნენ. ზოგი უფრო ადრე ჩამოდიოდა დედაქალაქში, რათა ცოდვები მოენანიებინა, მიეღო განწმედა და ამ გზით, ემსგავსებოდნენ ღმერთის კრავს. და თუ ვინმე დღესასწაულის დადგომამდე შეეხებოდა მკვდარს, მას განწმედის რიგი პროცედურები უნდა გაევლო შვიდი დღის მანძილზე, რატა ჰქონოდა უფლე იუერუსალიმის ტაძარში შესვლის (რისხვი 19-11). მომლოცველები ამჯერად იესო ნაზარეველის შესახებ კითხულობდნენ: მოვა თუ არა დღესასწაულზე და ვნახავთ თუ არა მას?“ მათ უკვე იცოდნენ, რომ სინოდმა განიზრახა რარაც მის წინააღმდეგ და სიკვდილით დასჯასაც უპირებდნენ. უხუცესებმა უბრძანეს ხალხს თვალ-ყური ედევნებინათ იესოსთვის და შემდგომ მოეტანათ ამბავი მისი ადგილსამყოფების შესახებ, რათა დაეჭირათ ის. სიკვდილი იესოსთან ძალიან ახლოს იყო. იოანე 12:1-3 მაგრამ იესოს არ ეშინოდა თავისი მტრების. ის იერუსალიმში წავიდა, მამის ნების თანახმად. ის არ ემალებოდა ადამიანებს და დაბრუნდა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. ბეთანიის გავლით, რომელიც დედაქალაქიდან 3 კილომეტრში იყო, ის შევიდა სახლში, სადაც ადრე თავისი ძალა გამოავლინდა დაგანანიდა მამა მკვდრის აღდგინებით. მის მერე ლაზარე ცხოვრებას განაგრძობდა, როგორც ყველა ადამიანი. ხალხი მას ცოცხალს ხედავდა, და უკვირდათ, თუმცა ის აზრი, რომ ის ცოტახნის წინ მკვდარი იყო და მერე აღდგა მათ აწუხებდა. მარიამმა, მართამ და ლაზარემ განიცადეს უფლის სასწაული საკუთარ თავზე და მოწმობდნენ ამის შესახებ, სინოდის მუქარის მიუხედავად. ლაზარემ, იესო და მისი მოწაფეები მასთან მოიპატიჟა დიდი სიხარულთ და სუფრა გაშალა. ის იესოს მეგობარი იყო და მოინდომა მასთან დროის გატარება, ვინც ცოტახნისწინ ის მკვდრეთით აღადგინა. არ ჰგავს ეს სურათი სამოთხეს? ღმერთის იქაც ახლოს იქნება ჩვენთან და ჩვენ ვიქნებით მასთან ერთად მის დიდებაში. მართამ, რომელიც სახლის საქმეებით იყო დაკავაებული იცოდა, რომ იესო მხსნელი იყო, რომელმაც დაამრცხა სიკვდილი და ამიტომაც ზრუნავდა, რომ მაგიდა ყოფილიყო საუკეთესოდ გაწყობილი. მარიამმა კი, სულით მართულმა თავისებურად სცა პატივი იესოს და მოუტანა მას ძვირფასი ზეთი, რომლის ფასი მუშის წლიუერ ანაზღაურებას უდრიდა. მან იესოს მისცა ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. გააცნობიერა რა, რომ იესოს თავზე ამ ზედის ცხების ღირსი არ იყო, ფეხზე სცხო. შემდგომ კი ეს ზეთი თავისი თმებით შეუმშრალა. მარიამის საქციელი მეტყველებდა მის სიყვარულზე, თაყვანისცემის სურვილსა და სიწმიდეზე, ყველა იქ მყოფს დაეუმოწმა მისი მსხვერპლიანობა, და სახლში კეთილსურნელებით აივსო. იოანე 12:4-6 იუდას ფული მეტად უყვარდა, ვიდრე ქრისტე, ანუ სულიერს მატერიაური ერჩივნა. მან შესთავაზა ამ ზეთის გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება, სინამდვილეში კი ის ფუზე ფიქრობდა და არა ხალხზე. არ სწამდა, რომ კურთხევა მსხვერპლშეწირვიდან მოდის, ის ვერ მიხვდა მარიამის საქციელს, მის მადლიერებასა და პატივისცემას ქრისტეს მიმართ. ფულის მოყვარული ადამიანი ეშმაკს ემსგავსება. იუდამ ტავისი სიძულვილი დაფარა ღარიბებისადმი სინანულის გამოხატულებით. სინამდვილეში კი ღარიბები საერთოდ არ აინტერესებდა მას. მისი მიზანი ამ თანხის გაცემა კი არ იყო, არამედ მითვისება. ქველმოქმედება, ქურდობის ნიღაბი იყო. იუდა მცირედშ ერთგული ვერ აღმოჩნდა: ის ქურდი იყო აზრებსა და საქციელებში. მაგრამ იესო არ აკონტროლებდა მას. ის მასთან ბოლომდე იყო, თუმცაიცოდა მისი ღალატისა და ბოროტი აზრების შესახებ. იუდა მატყუარა და ქურდი იყო, მხოლოდ საკუთარი თავის მოყვარული და ფულს დამონებული. ძმაო, ერთდროულად ვერ მოემსახურები ფულსაც და ღმერთსაც. ერთი გეყვარება და მეორეს შეიძულებ. არ მოტყუვდე. შეამოწმე შენი თავი, ღმერთისკენ ილტვი თუ მარტივი ცხოვრებისკენ? იოანე 12:7-8 ღმერთი არ გვთხოვს ექსტრავაგანტულობას და ძვირადღირებული ზეთით ვინმეს ფეხების დაბანას, მას მხოლოდ ის უნდა, რომ ჩვენ ღარიბების საჭიროებებს ვპასუხოდბეთ. არც პარტიას, არც რელიგიას, არც იდეოლოგიას არ შეუძლია უარყოს ქრისტეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ღარიბი ადამიანები ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებიან. ყველა მათგანს საკუთარი საჭიროება და მოვალეობა აქვს - როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი, მაგრამ ყველა მათაგნი საჭიროებს დახმარებას. სამყაროშ ეგოიზმი მეფობს, და არა სიყვარული, სამყაროში ვერ იქნება სულიერი სოციალიზმი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უკუგდებულებზე, დაუცველებსა და ტანჯულებზე ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ და სადაც არ უნდა ვიყოთ. შეხედე ღარიბს, სოფელში ან ქალაქში, მასში იესოს სახეს დაინახავ. იესომ იცოდა, რომ ხალხის გული ქვასავით მაგარი და ყინულივით ცივი იყო, და ქვეყნიერებაზე სიყვარულით მოვიდა, რომელიც შეძლებს ამ ყინულის გალღვობას. ის მოვიდა, რათა თითოეული ადამიანისთვის მომკვდარიყო. ქრისტე ასევე იცოდა, რომ სულიწმიდამ აღძრა მარიამი ზეთის საცხებლად და ამითი მისი სხეული დასამარხად მოემზადა. როდესაც ღმერთის სიყვარული ავსებს ადამიანის გულებს, მათ ცხოვრებაში სასწაულები ხდება. მარიამს უნდოდა დიდება მიეძღვნა თავისი სტუმრისთვის, ხოლო სულიწმიდამ აღძრა ის, რომ ზეთი ეცხო მისი სხეულისთვის, ჯერ კიდევ მის სიკვდილამდე. ასე, რომ ქრისტემ დაიწყო ცოდვილი ქვეყნიერების შერიგება ღმერთის სიწმიდესთან, სიკეტესა და გულმოწყალებასთან. ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ მადლობას გიხდით შენ ლაზარეს აღდგინებისთვის. შენ არ შეუშინდი სიკვდილს და გაიმარჯვე მასზე. დაგვეხმარე მოგცეთ ჩვენი გულები და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ იყოს შენი მსახურებისთვის. გაგვანთავისუფლე ფარისევლობისგან, ქურდობისა და გულქვაობისგან. აგვავსე შენი სიყვარულით და გვასწავლე მსხვერპლიანობა და მადლიერება. კითხვა:
|