Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 007 (The Baptist prepares the way of Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
ა - ღმერთის სიტყვა ხორცს ისხავს იესოში (იოანე 1:1-18)

2. იოანე ნათლისმცემელი უმზადებს გზას ქრისტეს (იოანე 1:6-13)


იოანე 1:11-13
11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12 ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმერთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი. 13 და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმერთისგან იშვნენ

ძველი აღთქმის ხალხი იყო რჩეული ხალხი, რადგან ღმერთმა განწმიდა ისინი ცოდვებისგან და აღთქმა დაუდო მათ. ასობით წელი უძღოდა წინ და მიმართულებას აძლევდა. მათი გული კანონებით დაამუშავა. მან ნიადაგი მოამზადა სახარების თესლების დასათესად. მთელი აბრაამის შთამომავლობის ისტორია ერთი მიზნის ირგვლივ ტრიალებდა - ქრისტეს მოსვლა. მის მოვლინებაში მდგომარეობდა მთელი ძველი აღთქმის არსი.

გასაკვირი ის არის, რომ მათ ვისაც პატოვო ერგო შეხვედროდა უფალ იესოს, უარყვეს და არ მიიღეს მისი სინათლე, არჩიეს სიბნელეში ეარათ კანონების მიხედვით და მარადიულ განკითვხაში ყოფილიყვნენ. ისინი უგუნურად სცოდავდნენ ღმერთის მადლის წინააღმდეგ, რადგან საკუთარი სააქმეები უფრო მეტად შეიყვარეს, ვიდრე ქრისტეში გადარჩენა. მათ არ მოინანიეს, და გაიქვავეს გული ჭეშმარიტი სულის წინააღმდეგ.

მაგრამ მხოლოდ ძველი აღთქმის ხალხი, როდია უფლის საკუთრება. მთლიანი კაცობრიობა ეკუთვნის მას. ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა ქვები, მცენარეები, ცხოველები და ყველა ადამიანი - ამიტომაც პასუხისმგებლობა, რომელიც ძველი აღთქმის ხალხს ქონდა, დღესაც აქვს სხვა დანარჩენ ერებს. ჩვენი შემომქმედი მოვიდა და სურს შემოვიდეს ყველას გულში, ყველას სახლში, ყველას ცხოვრებაში და ყველა ერში. ვინ გამოვა მის შესახვედრად? შენ - ღმერთის საკუთრებავ. მისცემდი შენ გულს, უფალს თავის განკარგულებაში? სამწუხაროა, რომ მრავალ ერს არ უნდა თავის გულში იესოს სინათლის შემოშვება. მათ არ სურთ, რომ ქრისტეს თბილმა სხივებმა გაფანტონ მათი ცარიელი სიბნელე, რომელიც გამაფებულია მათ ცხოვრებაში. და ჩვენ დროში, ადამიანები, მერამდენედ უარყოფენ ღმერთის ძეს!

თუ ვინმე აბრამიის შთამომავლობიდან ან სხვა ერიდან უღებს მას თავის გულს და მთლიანად უძღვნის მას ყოვლისშემძლე მხსნელს, ის უდიდეს სასწაულს განიცდის. ზეცის სინათლით იმოსება და იმარჯვებს სიბნელეზე თავის გულში. ღმერთი მეფობს მის გულში და ის ანახლებს მის შინაგანს. ქრისტე ანთავისუფლებს მას ცოდვის მონობისგან და ღმერთის შვილობის თავისუფლებაში გადაყავს. ვისაც ქრისტე უყვარს, მის გულში სახლდება სულიწმიდა, რომელიც აღასრულებს გადარჩენას მის გულში.

ქრისტეს მორწმუნეები ხელახლა იშვნენ და ახალ ქმნილებად იქცნენ. მაგრამ ამავდროულად ისინი სულიერი სიმყარის, განვითარების და ცვლილების პროცესს გადიან. უფალმა ახალ ქმნილებად გვაქცია და ახლა გვწმედს და სრულყოფილს გვხდის.

ჩვენ ღმერთის შვილები არა მხოლოდ მაშინ გავხდით, როდესაც მან გვიშვილა, არამედ სულიერად გაცოცხლების შემდეგაც. როდესაც ჩვენზე გადმოვიდა სულიწმიდა, ჩვენ ღმერთის ძალით ავივსეთ. და ვხედავთ რა, თუ როგორ იღვრება ეს ღვთიური ძალა მორწმუნეებზე, ჩვენ ვხვდებით, რომ არც ამ სამყაროში, და არც რომელიმე სხვაში არ არი ძალა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მორწმუნის გასრულყოფილებას ღმერთის გზაზე. თავად ქრისტე - ჩვენი რწმენის დასაწყისი და დასასრულია.

ღმერთის შვილებსა და წუთისოფლის შვილებს შორის არავითარი საერთო არ არის. ჩვენ ყველა მშობლებისგან ვიშვით, ან მათი ბუნებრივი ლტოლვის შედეგად ერთმანეთისკენ, ან დაგეგმილი გეგმიხს შედეგად. შესაძოა ისინი ჩვენზე ლოცულობდნენ და სულიწმიდის ნებით გავჩნდით. ასეა თუ ისე, ყოველივე, რაც მშობლებისგან გადმოგვეცა: გონებრივი, სულიერი ან ფიზიკური ანდერძი, არანაირად არ არის კავშირი ჩვენ ზეციდან შობასთან. სულიერი შბა, რომელიც ზეციდან ხდება თავიდანვე წმიდაა, რადგან ღმერთისგან ხდება. ყოველი მორწმუნე პირდაპირ მისგან იბადება, და ის არის - ჩვენი ჭეშმარიტი მამა.

არავის შეუძლია შვას საკუთარი თავი, საჭიროა, რომ ვიღაცამ გვშობოს. ჩვენი სულიერი შობა შესაძლებელია მხოლოდ მადლის მეშვეობით. ქრისტე თესავს თავისი სახარების თესლს ჩვენ გულებში, და მასში, ვინც მას სიხარულითა და სიყვარულით იღებს და ინახავს, ღმერთის მარადიული ცხოვრება აღმოცენებას იწყებს. ნეტარია მიის სიტყვის მომსმენი და დამცველი!

თუ ჩვენ ქრისტიანულ ოჯახში დავიბადეთ და ურთიერთობა გვაქვს ქრისტიანებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთის შვილები ვართ. მის შვილად გახდომას, მხოლოდ იესო ქრისტეშ რწმენა ჭირდება. ეს ნიშნავს მასთან დაახლოებას, მის ხასიათში ჩაღრმავებას. მისი რწმენა გულისხმობს ღრმა ურთიერთობას მასთან და სამუდამო აღთქმას ჩვენსა და მას შორის. სულიერი შობა ჩვენშ მხოლოდ ამ გზით და ასე ხდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სულიერი შობა არც იმაზე მეტია და არც მცირე, რასაც რწმენა ქვია, და პირიქით. ეს ერთი და იგივეა.

აქამდე იოანე ღვთისმეტყველს არ უხსენებია იესო ქრისტე თავის სახარებაში. ის აღწერდა იესოს პიროვნებას სიტყვებით, რომლებიც დამახასიათებელი იყო ურწმუნო ერებიდან, მორწმუნე ხალხისთვის. გაიგე თუ არა შენ ის ექვსი იესოს თვისება, რომელიც აქ არის გამოყოფილი იოანეს მიერ, ეკლესიისთვის? გახსენი თუ არა შენი გული ამ თვისებების ძალის წინაშე, დაემორჩილე თუ არა მათ? გახდი თუ არა ღმერთის ჭეშმარიტი შვილი?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე! მე თაყვანს გცემ შენ, მიყვარხარ და გიხსნი ჩემ გულს. შენ მოდიხარ ჩემთან, ჩემი ცოდვების მიუხედავად, და მწმედ ყველა ჩემი დანაშაულისგან. შენ ცხოვრობ ჩემში სულიწმიდის მეშვეობით. უფალო, მე ვაღებ ჩემი გულის კარებს, რათა ჩავეჭიდო შენ ცოცხალ რწმენას და კეთილ საქმეებს.

კითხვა:

  1. რა მოსდით მათ, ვინც ქრისტეს ღებულობს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)