Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 215 (They Will Deliver You up to Tribulation)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

5. ერთმანეთის სატანჯველად გადაცემა (მათეიესო 24:9-14)


მათეიესო 24:12-14
12 და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. 13 მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. 14 და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
(მათე 10:22; 28:19; 2 ტიმოთე 3:1-5; გამოცხადება 13:10)

ყველა მძღოლი ქალაქში მოხვედრილა საცობში და შეხვედრია სიტუაციას, სადაც მეორე მძღოლი თავისი დაუდევრობით სხვას საფრთხეში აგდებს. ჩვენ ვხედავთ არეულობს, როდესაც შვილები მშობლებს პატივს არ სცემენ. სკოლელები ცუდი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და იტანჯებიან ხულიგნებისგან. ყველაგან არის გავრცელებული სიუხეშე, ეგოიზმი და უსამართლობა. ხოლო მაღალი ფასეულობები და უსამართლობა თანდათან ქრება. სამყაროში გამეფდა სიცრუე და ძალადობა.

თუკი თავს არ მოვარიდებთ ამ მოშხამულ ატმოსფერსო, ის თანდათან ჩვენს გულებში შემოაღწევს. ჩვენც შეიძლება ბოროტნი, უწმინდურნი და მკვლელები გავხდეთ. მხოდლოდ ქრისტე გვანთავისუფლებს თავისი ხელით წყენისგან და გვაძლევს სიყვარულს. ხმოლოდ ქრისტეს სიკეთეს შეუძლია დაამარცხოს ბოლო დროში გამეფებული წყვდიადი. ვინც ძალისხმევას არ იყენებს მტკიცედ დგომისთვის მადლში და ქრისტეს სწავლებაში. ის მარტივად გადავა ღმერთის გზიდან, რადგან ეშმაკსაც აქვს გარკვეული ძალა.

ძვირფასო მეგობარო შეხედე იესოს, ჯვარზე მყოფიც კი როგორ პატიობდა მტრებს, როგორ იხსნა მონანიებული ავაზაკი და ერთგულად რჩებოდა ჯვარზე და მიიღო უფლის რისხვა ჩვენი ცოდვებისთვის. ქრისტე იტანჯებოდა წუწუნის გარეშე და უყვარდა ყველაფრის მიუხედავად. შენი ძალებით ვერ გაუმკლავდები სხვა ადამიანის სიძულვილს, მაგრამ ღმერთს შეუძლია გაგამაგროს და მოგცეს კიდევ უფრო მეტი სიყვარული. სთხოვე დაგეხმაროს გადალახო წყენა და მოკვდე შენი საკუთარი ღირსებისთვის და დაივიწყო ყველა შენს მიმართ ჩადენილი ბოროტება. სხვა შემთხვევაში შენი გულიც გაქვავდება და ნელ-ნელა მოშორდები წმინდანებს. მის გარეშე სიკეთეს ვერ გააკეთებ.

ყოველივეს მომთმენი გადარჩება. ქრისტე გთხოვს, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა კი არ დაითმინო, არამედ გამუდმებით ცხოვრობდე პატიების რეჟიმში, სიყვარულსა და წყალობაში სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ სულით არ დაეცე, რადგან ქრისტე შენთან ერთად ატარებს შენს ჯვარს და გასწავლის და გიხსნის მრავალ საოცარ საიდუმლოს. ისწავლე მისგან, ვინაიდან ის არის გულით თავმდაბალი და შენ ჰპოვებ შენი სულის სიმშვიდეს.

ქრისტემ გვითხრა, რომ აღსასრულის ჟამს სახარება იქნება ნაქადაგები ყველას, მაგრამ ქრისტეს სიკვდილიდან 40 წელის არ იყო გასული, როცა სახარება მთელ რომაულ იმპერიას მოედო (რომაელები 10:18). მოციქულმა პავლემ იქადაგა სახარება იერუსალიმიდან ილურიკიამდე (რომაელები 15:9). უმოქმედოთ არც მოციქულები ყოფილან. წმინდანების დევნამ იერუსალიმში განაპირობა მათი რეგიონებად დაშლა და ისინი ყველგან ქადაგებდნენ სიტყვას (საქმეები 8:1-4). ბედის ირონია ის არის, რომ იუდეველი წინამძღოლები მხოლოდ დაეხმარნენ მათ იმის გავრცელებაში, რაც ეგონათ რომ ტავიდან მოიშორეს ქრისტეს სიკვდილის შემდეგ და სწორედ მაშინ დაიპყრეს რომაელებმა იერუსალიმი ჩვ.წ 70. ამ დროისთვის კი უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე.

ცდუნებების დროსაც კი სამეფო იქადაგებოდა ად ასე გაგრძელდება. როდესაც ეკლესიის მტრები განცვიფრდებიან და მრავალი მეგობარი იბრუნებს პირს. სახარება მაინც იქადაგება. ღმერთის სიტყვა ნებისმიერ წინაღობაზე ძლიერია. ადამიანებს, რომლებიც იცნობენ ღმერთს შეუძლიათ უყვარდეთ მრავალი და დაარიგონ ისინი ჭეშმარიტებაში.

უფალი იესო გვეუბნება, რომ ჩვენს დედამიწაზე და მთელს სამყაროში დადგება აღსასრული. და რატომ ვცხოვრობთ ისე, რომ თითქოს ჩვენი ცხოვრება არასდროს დასრულდება? აღსასრული შეიძლება დადგეს ატომური იარაღის მეშვებით და ჩვენი დედამიწა გაქრება წამში. დღევანდელ განუსაზღვრელ სამყაროში, მოსე გვაძლევს გასაღებს ბრძნული მოქმედებისთვის ,, გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.“ (ფსალმუნი 89:12).

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით, რომ ჩვენს დასაცავად მოხვედი. გვასწავლე გვიყვარდეს ყველა ადამიანი და შენი სახარების ძალა გამოვავლინოთ. გვასწავლე ყველაფერი მოვითმინოთ და გადავიტანოთ და ყველა შენი მონა მთელს მსოფლიოში ერთხმად ლოცულობს: ,,მოდი უფალო იესო“

კითხვა:

  1. როგორ ვმართოთ ბოლო დღეებში გაჩენილი შფოთი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 09:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)