Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 083 (Founding of the Church in Thessalonica)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

5. ეკლესიის დაარსება თესალონიკები (საქმეები 17:1-9)


საქმეები 17:1-9
1 გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. 2 პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან; 3 უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო. 4 ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი. 5 იუდევლებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს; მიადგნენ იასონის სახლს და შეეცადნენ ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი. 6 რომ ვერ მიაგნეს, ქალაქის მთავრებთან წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმა და ყვიროდნენ: "აქაც მოვიდნენო ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი, 7 იასონმა შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს!” 8 აღაშფოთეს ხალხი და ამის მომსმენი ქალაქის თავნი. 9 მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.

თესალონიკეს ქალაქი დღემდე რჩება სტრატეგიულ კომერციულ ადგილად. ის მდებარეობს ფილიპედან 150 კმ. და მასში 500.000 ადამიანი ცხოვრობს. როდესაც პავლე თესალონიკეში ჩავიდა, უპირველესად იუდევლურ სინაგოგაში წავიდა, რადგანაც იქ ღმერთის მოყვარული და მაძიებელი ხალხი იყო. ასევ, პავლეს იქ უსმენდნენ. იუდაიზმი, ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დაშვებული იყი, მაშინ როდესაც სხვა რელიგიები აიკრძალა. სამი შაბათი, პავლე, იერუსალიმიდან მოსული რჯულის მასწავლებლის მსგავსად, უჩვენებდა მათ, რომ ქრისტე ძლევამოსილი მეფესავით არ მოსულა, რომელსაც სურდა სამყაროს დაპყრობა ზეციური ძალებით. მოვიდა, რათა უარყოფილი ყოფილიყო, დროებითად დაზარალებულიყო, სასირცხვილო სიკვდილით მომკვდარიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, რათა ადამიანები შეურიგდნენ ღმერთს და ახალი გულები შეიქმნან.

ეს აზრი იუდეველებისთვის უჩვეულო იყო, რადგან ისინი პოლიტიკურ და ძლიერ ქრისტეს ელოდებოდნენ. ამიტომაც ვერ მიიღეს თვინიერი ღვთის კრავი. პავლემ თავის მსმენელს აუხსნა, რომ იესო ნაზარეთიდან, მამის სიყვარულის განსახიერება და ხორცშესხმა იყო. მასთან ბევრი ხალხი იყრიდა თავს, მისი სიტყვის მოსასმენად, მისი სასწაულების და დიდებული საქმეების სანახავად. საბოლოოდ, საბჭოს უზენაესი წევრები შურით აღივსნენ. მისი ღვთიურიბა უარყვეს, ასევე სასტიკად სდევნიდნენ და ასამართლებდნენ. საბოლოოდ კი როამელების ხელით ჯვარს აცვეს. მისმა სიკვდილმა კი წმიდა სამართლიანობა დააკმაყოფილა და ჩვენი დანაშაულები დაფარა. პავლე ძველ აღთქმაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა მომკვდარიყო. ამასთანავე, მხილველის როლში იყო. ხილვები და პირდაპირი გამოცხადებები ჰქონდა ცოცხალი ქრისტესგან და მისი სახარების მეშვეობით სამყარო ძირფესვიანად შეიცვალა.

ზოგიერთამა იუდეველმა ირწმუნა სახარების ხსნის, მიიღეს იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და მოციქული პავლეს უწყება. ასევე სხვა ღვთისმოსავმა ბერძნებმა მოიწონეს პავლეს განმარტება რჯულის შესახებ და ირწმუნეს, თამამად შეუერთდნენ პავლეს და სილას. ასევე არც თუ ისე ცოტა პატივდადებულმა ქალმა მიიღო სახარება და თავშეკავებული, ჭეშმარიტი და წმიდა ცხოვრება. ქრისტეს სულისთვის გაიხსნენნ და მის მოქმედ გადარჩენაში მოვიდნენ. ამგვარად თესალონიკეში ჩამოყალიბდა ცოცხალი ეკლესია. პავლე, ტუმოთე და სილა კი აგრძელებდნენ მორწმუნეების რეგულარულ სწავლებას.

თუ შენ წაიკითხავ პავლეს პირველ წერილს თესალონიკელთა მიმართ ( გვ.1,2) მალე დაინახავ უდიდეს სიკეთეს, ძალასა და ენთუზიაზმს ქრისტეს მოციქულების მოქმედებებში. იცოდი თუ არა რომ ეს წერილი თელასონიკელთა მიმართ, ბერძნულ ენაზე დაწერილი, ძველი აღთქმის ყველაზე ძველ ნაწილად ითვლება და სახარებაზე ადრეა დაწერილი? ამ წერილში კარგად ჩანს პავლეს რწმენაში ბრძოლა, ასევე მისი სახარების შინაარსი, რომელმაც მოგვიანებით ყველა ქალაქსა და ხალხში შეაღწია. ყურადღებით წაიკითხე ეს წერილი და კარგად გაიგებ საქმე მოციქულთა წიგნს.

ისევე როგორც უზენაესი საბჭო ჟღინთავდა იუდეველებს იესოსადმი შურით, თესალონიკეში იუდეველბს შურდათ პავლეში. ყველა ბერძენი მაღალი ფენიდან, რომელიც სინაგოგაში მოდიოდა, პავლეს რწმენაში მოიქცნენ. ამ მოციქულის ცხოვრება და მოწმობა იყო საოცარი, მისი სწავლება შეესაბამებოდა რჯულს და ვერანაირად ვერ მოუძებნიდი საჩხუბარ მიზეზს. ამიტომაც წუჩის ხალხი შეუსიეს მას იუდეველებმა. მოისუიდეს ყველა დაბალი ღირსების და ხასიათის მქონე ადამიანები და აღძრეს არეულობის მოსახდენად. ამ ხალხმა კი მთელ ქალაქს გაუწია პროვოცირება. ასე ცდილობნდნენ ქრისტიანებისადმი ხალხის აზრის შეცვლას.

ხალხი იასონის სახლისკენ დაიძრა, რომელიც პატივცემული და მდიდარი იყო და რომელმაც მიიღო პავლე და სილა. თუმცა იასონის სახლზე თავდასხმის დროს, მოციქულები იქ აღარ იყვნენ. ხალხი სახლში შეცვივდა და დაიწყეს უჯრებსა და ყველა კუთხე კუნჭულში მათი ძებნა. ვერ იპოვეს რა მათი კვალი, შეიპყრეს იასონი და რამდენიმე ძმა და წაიყვანეს ქალაქის მთავრებთან. მათ ქალაქის მთავრებს შესჩივლეს იესოს ერესის შესახებ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი ისეთ ფრაზებს იყენბენდნე, რომელსაც იყენებდა უზენაესი საბჭო იესოს წინააღმდეგ პილატეს წინაშე, სასამართლოსზე. ისინი ყვებოდნენ, რომ პავლე და ბარნაბა იესოზე, როგორც მეფეზე ქადაგებენ, რათა ყველა ერმა მორჩილება გამოუცხადოს მას. ეს რომის იმპერიის დაშლა იყო. ბრალდება სერიოზული იყო, რადგან თავად რომის იმპერიას ეხებოდა. იუდეველებმა დაამახინჯეს იესოს შესახებ ჭეშმარიტება, როგორც სულიერ მეფეზე. ისინი თვინიერ და თავმდაბალ კრავს, საშიშ მეამბოხედ წარმოაჩენდნე, რომელიც ყველა ადამიანს დაერია.

ქრისტე მართლაც მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალია! ის მამის ტახტის მარჯვნივ ზის, რომლეთან ერთადაც ცხოვრობს და მეფობს სამყაროებზე. მისი ძალაუფლება ამ წუთისოფლისგან არაა. არ არის აგებული იარაღზე, გადასახადებსა და ძალადობაზდ. ის სულიწმიდის ძალის ნაყოფებით მართავს, რომელიც სულიერ მეფობას ადგენს მათ გულებში, ვინც ემორჩილება უფალს. ურწმუნოები თავად ქმნიან დაცემას და მშვენიერ სამყაროს ჭაობად ხდიან, მკვლელობეის ადგილად, ამსგავსებენ ციხესა და კოშმარს.

ქალაქის მმართველებს შორის, ჭკვიანები, ხვდებოდნენ რაშიც იყო არეულობის მიზეზი. ერიდებოდნენ რა, რომ რომალებს ამ არეულობის გამო არ შეექმნათ მათთვის პრობლემები, დააწყნარეს ხალხი და იასონს აიძულეს დიდი თანხის გადახდა, რათა გაენთავისუფლებინათ. თავის მხრივ ეცადა აეხსნა, რომ ქრისტიანებს არ აქვთ რაიმე პოლიტიკური გეგმები. პირიქით, ყველა მორწმუნე მზადაა მოკვდეს, ქრისტეს მსგავსად, ვიდრე ძალადობა ან უსამართლობა ჩაიდინოს. იესოს მეფობა სულიერია, და ის მხოლოდ მეორედ მოსვლის დროს გამოჩნდება დიდებით, რის შემდეგაც ეს სამყარო არსებობას შეწყვეტს. რამდენადაც იასონმა იცოდა, რომ პავლეს არანაირი პოლიტიკური გეგმა არ ჰქონდა, მალევე დაარწმუნა ისინი, რომ პავლეც და მისი თანამგზავრებიც მალე დატოვებდნენ ქალაქს.

იესოს მეფობის საკითხი, ეკლესიაში ხალხის, მეფეების, კეისრების და მღვდლების ისტორიაზე ახდენდა ზეგავლენას. თუმცა მისი მემკვიდრეები ხშირად ეძებდნენ ძლევამოსილ კეისარს, რომელსაც შეეძლებოდა მთელი სამყარო ემართა. ბევრმა დაივიწყა, რომ ქრისტეს მეფობა ამქვეყნიური არ არის, და რომ ის მხოლოდ მონანიებასა და დამდაბლებულ გულზე შენდება. სინამდვილეში ქრისტე ხომ არ აძალებს კეისრებს, კენერლებს და ქვეყნის წამყვანებს უარყონ თავიანთი სიამაყე და მიიღონ თავმდაბლობა, კმაყოფილება და წყალობა. ქრისტეს რელიგია არაა ხმალზე და გადატრიალებებზე აგებული, არამედ ერთმნიშვნელოვნად ხსნის სიტყვასა და სიყვარულის ძალაზე. როცა ქრისტე მოვა დედამიწაზე, ის ამაღლდრვა ყველა ძალაუფლებაზე, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ სიკვდილი აღარ იქნება, არც მწუხარება და ცოდვის გამოცდა. ეს ახალი ქმნილება არის ზუსტად მისი ჭეშმარიტი უფლის სამეფო, უფალი ღმერთის სადიდებლად!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, დიდებული მეფე ხარ, და მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის ჩემი გული და ჩემი ქონება! ჩვენ თავებს გიძღვნით შენ, და გთხოვთ სიბრძნე მოგვცე, რათა ერთგულად გემსახუროთ! მრავალს მოუწოდე შენ სამეფოში, რათა საუკუნო სიცოცხლე მიიღონ!

კითხვა:

  1. როგორი სახით წარმოაჩენს უფალი თავის თავს, როგორც უფალთ-უფალი და მეფეთა-მეფე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:45 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)