Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 025 (Church Members having all Things in Common)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

13. ყველაფერი საერთო ჰქონდათ (საქმეები 4:32-37)


საქმეები 4:32-37
32 უამრავ მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა; და არც ერთი თავის ქონებას თავისად არ მიიჩნევდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. 33 მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე. 34 არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა, საფასური მოჰქონდა და 35 დებდა მოციქულთა ფერხთით; და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. 36 ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება) შეარქვეს, ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, 37 გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

მახარობელმა ლუკამ პეტრეს ქადაგების კვალდაკვალ ორმოცდამეათე დღეს, მოგვცა დაწვრილებითი განმარტება ადრეული ეკლესიის ცხოვრების, რომელთაც ყველაფერი საერთო ჰქონდათ. აღწერა რა შემთხვევა კოჭლის განკურნებისა და მოციქულების მოწმობა მთავრების წინაშე, ლუკა გვიჩვენებს ეკლესიის შიდა მშვენიერ ცხოვრებას. მხოლოდ მოციქულები კი არ იყვნენ ქრისტეს სიყვარულით აღსავსენი, არამედ ყველა მორწმუნე იყო გაერთიანებული თვალსაჩინო ერთობით. როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ ამ ერთობაზე, რამდენიმე ჭეშმარიტება ნათელი ხდება.

ადრეული ეკლესიის საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ მასში ნამდვილი სიყვარული იყო და არა წარმავალი უბრალო გრძნობა. ეს სულიწმიდის ნაყოფი იყო. ქრისტეს რწმენამ ისინი ერთ საერთო მიზანში გააერთიანა, და მათი საერთო ლოცვები სულ უფრო და უფრო აახლოებდა მათ ღმერთს, ეკლესიის ცენტრთან. ლოცვების მეშვეობით ისინი იზრდებოდნენ და ერთ მთლიანა გულად და გონებად ყალიბდებოდნენ. ყოველი მათგანი სხვისი საჭიროების მონაწილე იყო და ერთმანეთში იზიარებდნენ წარმატებასა და დარდს. ყოველ მათგანს საკუთარი პიროვნება ჰქონდა, მაგრამ ამასთანავე ყველა უარყოფდა საკუთარ მეს. ამ გზით, ეკლესიის ყველა წევრი ერთი მთლიანი ხდებოდა, ყველაფრის მომცველ სხეულად, რომელიც ადგილობრივი ეკლესიის სულად იქცა.

ქრისტიანობაში ძმობა დიდ საიდუმლოს მოიცავს. ის მხოლოდ საერთო ქონებით და სახსრებით არ განისაზღვრება, არამედ საქმით მტკიცდება სხვადასხვა გარემოში. არავინ ელოდება სხვის დახმარებას, რადგან ყოველი მათგანი მილტვის სხვა ძმის დასახმარებლად. საქმეები მათთვის კმაყოფილება იყო, ხოლო ფულისადმი სიყვარული - უღირსობა. არავინ მუშაობდა საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა ემსახურებოდა ერთმანეთს საკუთარი ნიჭით, ფულითა და ქონებით. უფალმა გაანთავისუფლა მორწმუნეები სიძუნწისაგან, შურისგან, ფულის სიყვარულისა და საკუთარი ქონებაზე დაიმედებისგან. მახარობელმა ლუკამ ყველა სხვა დანარჩენზდე მეტად გადმოგვცა იესოს წინდახედულება და გაფრთხილება ფულის სიყვარულთან დაკავშირებით. ის სიხარულით მოწმობდა იმის შესახებ, რომ ადრეულ ეკლესიაში არ იყო ფულის სიყვარული და არც ეგოისტური დამოკიდებულება ქონებასთან. ყველაფერი საერთო ჰქონდათ ძმებთან ერთად.

ყველა ისინი ელოდებოდნენ ქრისტეს მოსვლას და იწმიდებოდნენ, რათა მიეღოთ ის. ელოდებოდნენ რა მას, დიდი სიხარულით ამოწმებდნენ იმის შესახებ, რომ ის ცოცხალი იყო, სუფევს მათ შორის და თავის გადარჩენას ასრულებს. მათი ძალა, ცოცხალ იესო ქრისტეს რწმენაში იყო, ვინაიდან რწმენის მეშვეობით აღდგნენ მკვდრეთით მასთან ერთად. ისინი მოწმობდნენ ღვთიურ ცხოვრებაზე, რომელიც მათში იყო. უბრალო და ფუ დოქტრინებს კი არ ქადაგებდნენ, არამედ დიდებულ და მოქმედ ძალას.

უფალი ადასტურებდა მათ მოწმობას და ავლენდა უხვ მადლს მათზე, ვინც მის სახელს აღიარებდა. მისი ძალა მოქმედებდა და ვლინდებოდა მათი შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით. გაცემისა და სიყვარულის სული ავსებდა მათ, ვინც ხსნიდა მისთვის გულს. ლუკამ ორჯერ გამოიყენა სიტყვა „დიდებული“ როდესაც აღწერა ძალა და მადლი, რომელიც ავსებდა მორწმუნეებს. ეს სიტყვა თითქმის არ გვხვდება სახარებაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სადაც უფლის ნიჭების სისავსის აღწერა ხდება. ამიტომაც უნდა გავაცნობიეროთ მოციქულთა მოწმობის ძალის საიდუმლო და ეკლესიის ცხოვრების ერთობა.

ამ ნებაყოფლობით, სულიერ სოციალიზმში არც ერთი მთხოვნელი, ღარიბი, ყველაფერს მოკლებული, დამცირებული ან უმაქნისი ადამიანი არ დარჩენილა. ყველას მათ დროული დახმარება აღმოუჩინეს, ლოცვასთან და ცოცხალი ღმერთის ძალასთან ერთობლიობაში. ტანჯვები და უსიამოვნებები ლოცვის ძალით მარცხდებოდა ეკლესიაში. უტანხმოებები მადლიერებით და ქებით ილახებოდა. სულიწმიდამ დედამიწაზე ცეციური რიტმი შექმნა. მოციქულებს არ ჩამოუყალიბებიათ ქველმოქედი საზოგადოება ატაშობით გაჭირვებულის დასახმარებლად თავიანთ ერში, არამედ იფარგლებოდნენ ეკლესიის წევრების დახმარებით. ისინი ერთი ოჯახის წევრებად თვლიდნენ თავს და საკუთარ გარემოში პრობლემებს არ აჩერებდნენ.

ამ ძემბმა ქრისტეში იცოდნენ, რომ მათი საცხოვრებელი ზეცაში იყო. საკუთარ ნივთებს არ უწოდებნდნე საკუთარს, რადგანაც ნებაყოფლობით თქვეს უარი ყოველივეზე ღმერთის გამო. იცოდნენ, რომ ყველაფრის მფლობელი - ჩვენი შემოქმედი ღმერთია. ეკლესიაზე სულიწმიდა მეფობდა და არა ფული. ამიტომაც ვხედავთ, რომ იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეები სრულებით განთავისუფლდნენ ფულის სიყვარულისგან, როგორც თქვა ქრისტემ: „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“ (მათე 6:24).

ეკლესიას არ დაუკარგავს ის ფული, რასაც გასცემდა. ფული რომელიც მიიღეს ქონების გაყიდვიდან, მოციქულებთან მიჰქონდათ. მოციქულებმა ყველაფერი მიატოვეს იესოს გამო და მიყვებოდნენ მას სიღარიბით. ეკლესიის წევრები სავსებით დარწმუნებულები იყვნენ, რომ არც ერთი მოციქულთაგანი ამ ფულის ნაწილსაც არ გამოიყენებდა არასწორი მიზნისთვის. არც სულიწმიდა უშვებდა უსამართლობას. მას გადამწყვეტად მიყავდა მოციქულები დიდებისკენ.

იმ დროისთვის ეკლესიის წევრთა რიცხვი გაიზარდა. მოციქულებს უწევდათ ამაღლებულ ადგილებზე ჯდომა, რათა ხალხისთვის მიემართათ ან დაენახათ მსმენელი. სწავლების ან ქადაგების შემდეგ მოციქულის ფეხებთან მოჰქონდათ ფულადი შესაწირავები. ეს შესაწირავები უფლის ნიჭების მადლიერების გამო ხდებოდა, რომელიც ყველას მიეცა. ძვირფასო მორწმუნევ, რამდენად მადლიერი ხარ შენ?

მომავალი ეკლესიისთვის მოციქულები ფულს არ ინახავდნენ. შესაწირავები მალევე რიგდებოდა. ეკლესიის ქისა ერთდროულად სავსე და ცარიელი იყო, როგორც პეტრემ თქვა: „არც ოქრო მაქვს და არც ვერცხლი“. რადგანაც გაჭირვებულებს აძლევდნენ ფულს და ახსოვდათ, რომ უფალმა ანდო თანხები არა იმიტომ, რომ დაეკავებინათ, არამედ საჭიროებისამებრ დაერიგებინათ.

ლუკა საინტერესო რამეს გვეუბნება ბარნაბაზე, რომელიც რამდენჯერმე ნახსენებია მოციქულთა საქმეების წიგნში (9:27; 11:22-30; 13:1-2; 14:12-28; 15:2). ის „ნუგეშისცემის ძე“ იყო, ან კომენტატორები მის სახელს ნმარტავდნენ „გამხნევების ძედ“. ბარნაბა სავსე იყო უფლის ნუგეშისცემით და დახმარებით სულით, სულიწმიდით. ამ ნიჭის წყალობით, მას შეეძლო მოთმინებით გაემხნევებინა ხალხი უფლის მსახურებაში. ეს „ნუგეშისცემის ძე“ ლევიტელი იყო კუნძული კიპრიდან. მან თავად ან მამამისმა შეიძინა დიდი მინდორ-ველი იერუსალიმში, სამარხის ადგილად, რადგანაც ელოდებოდნენ დაპირებულ ქრისტეს. მათ სურდათ პირველებს ენახათ იესო ქრისტე, როგორც სხვა მდიდარ იუდეველებს, რომელთაც ქრისტე არ წმდათ სინამდვილეში. ბარნაბა კი იცნობდა ჭეშმარიტ ქრისტეს, მასში მისი წმიდა სული ცხოვრობდა, როგორც გარანტია მომავალი დიდებისა. ის განთავისუფლდა იუდევლური ტრადიციებისგან და გაყიდა თავისი ძვირადღირებული მინდორ-ველი. ეს საქციელი მის მოლოდინს გამოხატავდა. ამ ადამიანმა სრული თანხა წმიდა ქალაქში ჩადო და ცოტაც კი არ დაუტოვებია თავისთვის, თავდაცვისთვის. მთელი თანხა მოიტანა, რამდენადაც გაყიდა მინდორ-ველი და ჩუმად, მორჩილად დადო ის მიწაზე, მოციქულთა ფერხთით.

ლოცვა: უფალო, შენი სიყვარული ზეცაზე ფართოა და შენი ჭეშმარიტება ცვლის ეგოისტურ გულებს! მიიღე ჩემი ფული და გამამაგრე შენ რწმენაში, შენი საგანძურების რწმენაში, რათა ყველას დავეხმარო, ვისაც სჭირდება და რომ არც ერთი გაჭირვებული არ დარჩეს შენ ეკლესიაში!

კითხვა:

  1. ადრეული ეკლესიის რომელ დამახასიათებელ თვისებას თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად შენი ცხოვრებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:47 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)