Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 247 (Jesus Faces the Sanhedrin)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

15. იესო სინედრიონის სამსჯავროზე (მათეიესო 26:57-68)


მათეიესო 26:63-64
63 იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?” 64 უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
(ფსალმუნები 109:1; საქმეები 7:13; მათე 16:27; იოანე 10:24)

როდესაც ყველა მოწმე დაკითხეს და ქრისტე უდანაშაულო აღმოჩნდა, კაიაფამ კიდევ ერთი ხერხი გამოიყენა. ის შეეცადა იესოსთვის დაეცდენინებინა სიტყვები, რომლებიც იუდევლური კანონის მიხედვით იქნებოდა მკრეხელობა. მან საკითხი ისე დასვა, რომ ქრისტეს პასუხი ყოფილიყო დადებითი, კითვაზე : სინამდვილეში ის არის თუ არა მესია - ცოცხალი ღმერთის ძე?

ამ გადამწყვეტ დროს იესომ წარმოთქვა მისი მოსამართლის წინააღდმეგ: „სწორად ამბობ. შენ იცი ჭეშმარიტება და თქვი კიდეც, მაგრამ არ გჯერათ ჩემი ღვთაებრიობის. ამიტომაც დაიღუპებით, თუ არ მოინანიებთ“.

ქრისტემ ასევე იუდევლების მთავრებს მიმართა, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ მას. მან კაცის ძედ გამოაცხადა თავი, რომელიც მამის მარჯვნივ ზის. ის ისევ დიდების ღრუბლებში მოდის და გაასამართლებს ცოცხლებსა და მკვდრებს, მათ შორის მოსამართლეებსაც, რომლებიც ახლა მის წინაშე დგანან.

იესომ გაიმეორე დავითის 109 ფსალმუნი, რათა თავისი პიროვნება გამოევლინა: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ სანამ დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთით“. მიმართა რა ეს წინასწარმატყველება საკუთარი თავისკენ, იესომ თავისი თავი განაცალკევა აღთქმის უფალთან, მმართველი, რომელიც მამის ნებასთან სრულ თანხმობაშია. მის წინაშე მსხდომ ხუცესებს მტრებად მიიჩნევდა, რომლებიც უფალმა მას ფერხთით დაუდო. დაასრულა რა თავისი ღვთაებრივი დამოწმება და მისი განმკითხველების გასამართლება, იესომ დაამოწმა, რომ ის არის კაცის ძე, რომელზეც საუბარია დანიელის წიგნში (დანიელი 7:13-14). ის მოდის ღრუბლებზე მისი ზეციერი მამის ძლაუფლებით, დაგვირგვინებული დიდებით და გაასამართლებს ყველა ერს და თითოეილ ადამიანს ცალკეულად. იესოს უარი არ უთვამს საკუთარ უფლებებზე. გამოცხადა რა თავი საუკუნო მოსამართლედ, მან იქვე გაასამართლა მისი მოსამართლენი.

ლოცვა: ჩვენო მართალო უფალო იესო, შენ ღიად დაამოწმე შენს შესახებ ხალხის მთავრების წინაშე. არ უკუაგდე და უარყავი შენი ღვთაებრიობა, არამედ ხმამაღლა თქვი ძველი აღთქმის აღთქმები იმის შესახებ, რომ შენ ხარ ძე ღვთისა ადამიანის სხეულში. შენ მოუწოდე შენ მოსამართლეებს დაეჯერებინათ შენი და თაყვანი ეცათ, რადგან თვინიერად მოუწოდე ხალხების წინამძღოლთ რომ დამორჩილებოდნენ შენ მარადიულ სასამართლოს. აგამაღლებთ, რადგან ყველას უთარი შენი ძალაუფლების შესახებ, ვინც კი გისმენდა, უმოწმებდი მათ თავიანთი გაგების მიხედვით, რათა ეტარებინათ საკუთარი გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა.

კითვა:

  1. რა მნიშვნელობის მატარებელია იესოს უნიკალური დამოწმება სინედრიონის წინაშე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:24 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)