Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 160 (Epileptic Boy Cured)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

o) შეპყრობილი ახალგაზრდის განკურნება (მათეიესო 17:14-21)


მათეიესო 17:19-21
19 მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და ჰკითხეს: "ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?” 20 ხოლო მან უთხრა: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას - აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. 21 ეს მოდგმა კი არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.
(მათე 10:1; 21:21; ლუკა 17:6; 1 კორინთელთა 13:2)

ქრისტიანული მსახურება შეიძლება ითხოვდეს გამუდმებით ლოცვას და მარხვასაც კი შეპყრობილების განსათავისუფლებლად. მარხვა ანთავისუფლებს მორწმუნეს, მიწიური საზრუნავებისგან და მის აზრებს ზეცისკენ მიმართავს. მარხულ ადამიანს შეუძლია გამუდმებით იქონიოს ურთიერთობა ღმერთთან და მთელი ყურადრება მისკენ გადაიტანოს. ასეთი ლოცვა მოქმედია ამ სამყაროშიც და იმის იქითაც, ვინაიდან ამის მეშვეობით ქრისტე ანთავისუფლებს ადამიანთა გულებს ცოდვისგან და დევნის ბოროტ სულებს. თუკი გაუწვდი მას ხელს, ის მიგიყვანს წარმოუდგენელ კურთხევებთან და შენი მეშვეობით მრავალ ტყვეს გაანთავისუფლებს ეშმაკის მონობიდან.

ცხადია, რომ შენი ძალებით ვერ შეძლებ მთების დაძვრას. პირდაპირ რომ ვთქვათ არც ქრისტეს და მის მოციქულებს არ შეუსრულებიათ ეს აღთქმა პირდაპირი გაგებით, ისინი არ ძრავდნენ მთებს, რადგან ამისგან არავითარი სარგებელი არ არის. ღმერთის სიყვარული აღგძრავს, რომ შეასრულო მოწიწებული მსახურება, რათა გადაადგილო შენი სიამაყის მთები და გაჭირვებული ხალხის მონა გახდე იესოს სახელით და მისი სიყვარულით. ადამიანთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმერთისთვის. ის გხდის ახალ ქმნილებად და შენ იწყებ მისნაირად მოქცევას, მადლითა და მორჩილებით; შენ რწმენით ხდები მოწყალე ღმერთის ძალის მოზიარე. თავმდაბლებს შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურს ქრისტეს, ვინაიდან ყოვლისშემძლე ვერ ხედავს წინაღობას, თუ რატომაც არ უნდა დასახლდეს ასეთი ადამიანის გულში.

მარხვა და ლოცვა აუცილებელი საშუალებებია ეშმაკის ძალაზე გამარჯვების და ღმერთის ძალის მოპოვების. მარხვა გვეხმარება უფრო გულმოდგინედ ვილოცოთ. ის მოწმობს ჩვენს თავმდაბლობაზე, რაც მნიშვნელოვანია ლოცვისას. ის ასევე კარგი საშუალებაა საზიანო თვისებების მოსაკვდინებლად და სხეულის მოსამზადებლად, სულით ლოცვაში მსახურებისთვის.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ ამ დროის შვილები ვართ ამიტომაც ჩვენი რწმენა შეიძლება ზოგჯერ სუსტი იყო, სიყვარული კი არასაკმარისი. მოგმართავთ შენ და გთხოვთ გაგვანთავისუფლო ცოდვისა და ურწმუნოებისგან, რათა მჭიდროდ ჩავჭიდოთ შენს ძეს ხელები. გვწყურია ავივსოთ სიყვარულით, რათა ბოლომდე ვაპატიოთ ჩვენს მტრებს და ვაკეთოთ ის რასაც გვიბრძანებ ხალხის გადასარჩენას.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს ქრისტეს მორწმუნეების საიდუმლო, ღმერთის ძალის მოპოვებისას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 06:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)