Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 159 (Epileptic Boy Cured)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

o) შეპყრობილი ახალგაზრდის განკურნება (მათეიესო 17:14-21)


მათეიესო 17:14-18
14 ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლმოდრეკით. 15 უთხრა: "უფალო! შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება. 16 მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება”. 17 იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!” 18 მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწვილი.
(მარკოზი 9:14-29; ლუკა 9:37-42)

ქრისტე გარდასახვის მთიდან ჩამოვიდა ცოდვილებთან. იქ მთაზე მას ურთიერთობა ჰქონდა მოსესთან და ელიასთან, ახლა კი დაბლა მასთან შეპყრობილი ბიჭუნა მოიყვანეს. მოწაფეები გაოცებულები იყვნენ ვითარებების ასეთი ცვლით - მათი გონება ჯერ ისევ შეპყრობილი იყო იმ სასწაულის სანახაობით, რაც მთაზე იხილეს. ქრისტემ ისინი ისევ მკაცრ რეალობას დაუბრუნა და აღმოჩნდნენ შეპყრობილის განდევნის ბრძოლაში.

მოწაფეებმა ვერ გაანთავისუფლეს ბიჭუნა, თუმცა მთელი ძალებით ცდილობდნენ და იესოს სახელსაც იყენებდნენ. მას შემდეგ რაც ქრისტემ დაიწყო თავის სიკვდილზე საუბარი, მათი რწმენა შესუსტდა. მათ გულში კვლავ შიში და განგაში გაჩნდა.

ქრისტე ასეთ სულიერ გაცეიებას და ღმერთისადმი არასაკმარის მიძღვნას ეძახის ურწმუნოებას. მორწმუნე, რომელიც ღმერთის ნებაში არ არის, არამედ ილტვის საკუთარი ნების შესრულებისკენ, სინამდვილეში ბოროტი და ჯიუტი ურწმუნოა. მამა და მისი შეპყრობილი ძე, ხალხის ბრბო, მეცნიერები, მწიგნობრები და მოწაფეებიც კი არ ცხოვრობდნენ ღმერთის იყვარულის და მისი ხსნის გეგმის თანახმად. ამიტომაც იყვნენ სუსტები და ქრისტეს ძალას მოკლებულნი.

ქრისტეს მიერი გამარჯვება ეშმაკზე მოხდა მისი სიტყვის ძალით, რომელიც ხმლის მსგავსად გამოდის მისი ბაგიდან (გამოცხადება 19:21). ეშმაკი ვერ ჩერდება ქრისტეს ბრძანების წინაშე, თუმცა დიდხანს ეკავა ადამიანების გულები ხელში. ვინც ებრძვის ხელისუფლებას და წინამძღოლებს, პოულობენ ნუგეშს იმაში, რომ ქრისტემ განაიარაღა ისინი და ,, საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.“ (კოლასელთა 2:15).

გამოსცადე შენი თავი! რა უშლის ხელს შენს ერთობას ქრისტესთან? რატომ არის შენი რწმენა ასეთი სუსტი? იქნებ ღმერთისა და ადამიანების მიმართ გაგინელდა სიყვარული ან საკუთარ სიჯიუტეს ბოლომდე არ მოუკვდი. სთხოვე ქრისტეს გაჩვენოს შენი დაუმორჩილებლობა და შეძლო აჯობო შენს დაუმორჩილებელ გულს. მერე კი მოუყვანე ქრისტეს ავადმყოფები, რომელიც დიდებული ექიმის მიერ არიან განსაკურნავები. შეჰღაღადე ღმერთს, როგორც იმ ცოდვილმა მამამ: ,,მწამს უფალო! უშველე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკოზი 9:24).

ქრისტემ მალევე უპასუხა რწმენაში სუსტად მყოფ მამას და განდევნა მისი შვილისგან ეშმაკეული. ვერცერთი სული ვერ გააჩერებს ქრისტეს ძალა თუკი რწმენით ვთხოვთ იესოს ჩარევას. მიდი ქრისტესთან თუკი განგაშით ხარ შეპყრობილი და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. სთხოვე მას გამარჯვება მოიპოვო შენში და შენს გარშემო ადამიანებში. არ დაეცე სულით და არ დანებდე სირთულეებს, არამედ ირწმუნე შენი ღმერთის ძალის და გაძლიერებულად ილოცე რწმენით მის წინაშე.

ლოცვა: ზეციერო მამაო, სულები და ეშმაკები ვერ ჩერდებიან შენი ძის წინაშე, ვინაიდან ყოვლისშემძლე, თვინიერი და წმინდაა. მადლობას გიხდით, რომ შენმა ძემ გაანთავისუფლა შეპყრობილი ბიჭუნა ეშმაკის სულებისგან. გთხოვთ რომ განამტკიცო ჩვენი რწმენა, რომ იესოს სახელით ყველა არაწმინდა სულებს ჩვენს საყვარელ ადამიანებში ვუბრძანოთ და განვდევნოთ, რადგან არ გვინდა ეყარონ ჭუჭყში ეშმაკის ძალაუფლებაში, არამედ განთავისუფლდნენ სრულიად, მოგყვებოდნენ შენ და იყვნენ შენში უკუნოსამდე. ამინ!

კითხვა:

  1. როგორ ამხილა იესომ თავისი მოწაფეები, როდესაც ვერ შეძლებს ბიჭისგან ეშმაკეულის განდევნა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 06:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)