Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 058 (Overcoming Revenge)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

d) თვინიერება ამარცებს შურისძიებას (მათეიესო 5:38-42)


მათეიესო 5:40-42
40 თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. 41 ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. 42 ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
(1 კორინთელთა 6:7; ებრაელთა 10:34)

ქრისტე ასევე გვანთავისუფლებს მატერიალიზმისგან, რადგან ცხოვრობდა ჩვენს შორის - ღარიბი, თვინიერი და კმაყოფილი. ახლა ცდილობს გარდაგვქმნას თავის ხატებაში. ქრისტეს ეს მიზანი აღსრულდა ერთი დურგლის ცხოვრებაში, რომელიც ერთხელ სახლში დაბრუნებისას შეხვდა ქრისტიან ძმებს და დაინახა თუ როგორ ქურდავდა მათ ქურდი და მისი ცეხიდან მორები გამოჰქონდა. მედურგლემ საკუთარი თავის კონტროლი მოახერხა და დაეხმარა კიდეც მათ, მან კიდევ რამდენიმე ნივთი დაუმატა. საბოლოოდ ის მივიდა მათ მანქანასთან და მათ იფიქრეს, რომ ისიც ქურდი იყო და სურს მათ თანამონაწილედ ყოფნა. თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ქარხნის მფლობელი იყო გაწითლდნენ. მან მათ ქურდობას თვინიერებითა და სიყვარულით უპასუხა. ერთ-ერთს იმდენად შერცხვა, რომ აღიარა თავისი ცოდვები, მოინანია და ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნა. არ დაგავიწყდეს, რომ ქრისტეს უნდა შენი გულის განთავისუფლება, მიჯაჭვული უფლებებისგან და სიყვარულით ავსება, მსხვერპლიანი ცხოვრებისა და მსახურებისთვის.

მაგრამ მოდი ისიც ავღნიშნოთ, რომ ქრისტიანები არ უნდა ილტვოდნენ პრობლემებისკენ, მათ თავი უნდა დაუხარონ ცხოვრებისეულ უსამართლობას და არ შეეწინააღმდეგონ მათ. თუკი საჭიროა აუცილებლად მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება, მაგრამ ეს შურისძიების გამო კი არა, კეთილი განზრახვით უნდა გააკეთონ. თუკი ვინმე ამბობს, რომ ,,ხორცი და სისხლი ვერ აიტანს ასეთ წყენას“ მაშინ ახსოვდეთ, რომ ,,ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებს ცათა-სამეფოს“ (1 კორინთელთა 15:50).

სულიწმიდა გვასწავლის სიბრძნითა და სიუხვით გავუნაწილოთ საკვები და თანხები საჭიროებაში მყოფთ, რადგან არ უნდა ვიყოთ ძუნწები. ჩვენი ზეციერი მამა არ გვთხოვს, რომ მოწყალება გავიღოთ, ვიმარხულოთ ან ვილოცოთ საკუთარი გადარჩენისთვის, ვინაიდან მას ვუიყვარვართ და გვაძლევს ამას უსასყიდლოდ. ის გვაკურთხებს და გვაძლევს ამ ყველაფერს ყველასთან ერთად, ვინც იღებს მის უკიდეგანო მადლს. მისი მიზანია - გაგვხადოს მისი მადლის უხვ წყაროდ, რათა ყველა საჭიროებაში მყოფს მივცეთ პროცენტების გარეშე, უარვყოთ ფულისადმი სიყვარული და განვადიდოთ მისი სახელი მსხვერპლიანი ცხოვრებით.

უნდა ვიყოთ მზად გავცეთ სანაცვლო - ზოგჯერ ეს მსახურება კეთილშობილურ მისაცემელს ჰგავს, ვინაიდან აღასრულებს არა მხოლოდ არსებობისთვის საჭიროებას, არამედ ხდის პასუხისმგებლად მსესხებელს იყოს პასუხისმგებლიანი, აქტიური და ერთგული. ამიტომ უარი არ უთხრა მას, ვისაც უნდა ისესხოს შენგან ფული საცხოვრებლად ან სავაჭროდ. არ გაექცე ადამიანებს, რომლებიც მოგთხოვენ ვალის დაბრუნებას და არ მოიფიქრო თავის გასამართლებელი ისტორიები, რათა დაეხსნა მათ. თუკი ვინმეს სურს შენგან ვალი აიღოს, დაე მიეცი მას უფლება მოვიდეს შენთან ადვილად და მოგმართოს. იქნებ ძალიან მორცხვია და ვერ ბედავს შენთან მოსვლას და თხოვნას, მაგრამ თუკი შენ იცი მის საჭიროებები და სურვილები შეგიძლია თავადაც შესთავაზო დახმარება.

ლოცვა: ზეციერო მამაო შენ სავსე ხარ მოტმინებითა და სიყვარულით და შენი ძე - თვინიერების და სიკეთის განსახიერება. გვაპატიე ჩვენი დაუმორჩილებლობა და ზედმეტი გულჩვილობა, მოაკვდინე ჩვენი ეგოიზმი და მოარბილე ჩვენი გაქვავებული გულები, რათა ვიყოთ ძლიერნი და შეგვეძლოს თავმდაბლურად გაღება, ცოდვილების ატანა და სიყვარულით მათი გულების მონანიებისკენ მიზიდვა, რათა ისევე მოიქცნენ, როგორც შენი წმინდა სულის შვილები.

კითხვა:

  1. ვინ არის თავისუფალი საკუთარი თავისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)