Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 050 (Purpose of the Sermon on the Mount)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

b) მთაზე ქადაგების მიზანი: ღვთის მცნებების შესრულება (მათეიესო 5:13-16)


მათეიესო 5:13
13 თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
(მარკოზი 9:50; ლუკა 14:34-35)

მარილის გარეშე საჭმელს გემო არ აქვს. ასევეა ქვეყნიერებაც, ქრისტეში აქტიური მორწმუნეების სიყვარულს მოკლებული. როგორც მარილი ინახავს საჭმელს დალპობისაგან, ასევე ქრისტეს უწყება არ აძლევს ქვეყნიერებას საშუალებას, ჩაიძიროს ბოროტებაში. როგორც მარილი ავსებს ზოგიერთი ნივთიერებების დაკარგვას ორგანიზმში, ასევე წარმოქმნის სახარება ახალ სიცოცხლეს მათში, ვინც ცოდვისთვის მკვდარია. მორწმუნეების ცხოვრება სახარებით უნდა იყოს შეზავებული. სახარებისეული სწავლება არის ,,მარილი“ - ის აღწევს შიგნით, აცოცხლებს და აძლევს ძალას. გულამდე ჩადის და წმენდს ჩვენს ცხოვრებას. აძლევს მას გემოს და ინახავს დალპობისგან.

მარილი ასევე მსხვერპლის მოსატანად იყო საჭირო (ლევიანები 2:13) და მისტიურ ეზეკიელის ტაძარში (ეზეკიელი 43:24) ქრისტეს მოწაფეები, მარილის მსგავსად იყვნენ, რადგან გაითავისეს სახარების სწავლა და მიიღეს ძალა ესწავლებინათ ის სხვებისთვისაც. აზრები და გრძნობები, სიტყვები და საქციელები - უნდა იყოს შეზავებული მადლით (კოლასელთა 4:6).

ასეთები უნდა იყვნენ მორწმუნეები საკუთარი თავებისთვის. მაგრამ სხვებისთვის? არა მხოლოდ კეთილები, არამედ სიკეთის მკეთებელნი და ხალხზე ზემომქმედნი. არ უნდა ემსახურებოდნენ თავიანთ მიწიერ ინტერესებს, არამედ უნდა გარდაქმნან სხვების ცხოვრება და სახარების გემო მიანიჭონ მათ. კაცობრიობამ თავის უხამსობასა და სიბოროტეში უკვე დაკარგა გემო და დალპობა იწყო, მაგრამ ქრისტემ გამოგზავნა თავისი მოწაფეები და მათ თავიანთი ცხოვრებითა და დამოწმებებით უნდა შეეზავებინათ ქვეყნიერება ღმერთის შეცნობითა და მადლით, რათა ის ღმერთისთვის, ანგელოზებისთვის და ყველასთვის მოსაწონი ყოფილიყო, ვინც ილტვის უზენაესი სულისკენ.

შენ უნდა მისცე სხვებს გემო, მაგრამ თუ ამასთანავე თავად უგემური ხარ და მოწყვეტილი ხარ სულიერ ცხოვრებასა და მადლს, შენი საქმე ცუდათ არის და უბედურ მდგომარეობაში ხარ. ,,როგორ გახდი მას მარილიან?“ მარილი - ეს არის საშუალება უგემური საჭმლისთვის, ხოლო უგემური მარილისთვის არ არსებობს არანაირი საშუალება. ქრისტე ადამიანს აძლევს ამ გემოს და თუკი ადამიანმა აღიარა რა ქრისტე, რჩება სულელი და მომჭკნარი, ვერცერთი სხვა სწავლება და საშუალება ვერ დაეხმარება.

თუკი მარილი კარგავს ძალას, ის არაფრით არ ვარგა. რა სარგებელია მისგან? ის მხოლოდ მავნებელია. რაც ადამიანი გონების გარეშე - ისაა ქრისტიანი მარილის გარეშე. ის განიცდის მარცხს და იქნება ,,გარედ გაგდებული“ - ეკლესიიდან და ერთგულების საკრებულოდან განდევნილი, რომელიც მათთვის მხოლოდ თავის ტკივილი იქნება.

ქრისტე მოგიწოდებს მონაწილეობა მიიღო ახალი სამყაროს შენებაში და დაიცვა იგი ნგრევებისგან. ნუ მოტყუვდები, რომ შეგიძლია შენი მცდელობებით შეცვალო ადამიანები დედამიწაზე, ვინაიდან ვინც ენდობა ადამიანის მოქმედებებს, ის კარგავს თავის მოწოდებას, ამბობს უსარგებლო სიტყვებს და იქცევა ასევე. საბოლოო ჯამში კი ადამიანებისთვის დასაცინი ხდება. არ უკუაგდო სახარების უწყება, რადგან მხოლოდ ის გაძლევს შესაძლებლობას იყო ქვეყნის მარილი. სხვა შემთხვევაში ადამიანები უკუგაგდებენ შენს სიყვარულში თვალთმაქცობის გამო.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტეს მოწოდება იყო ,,ქვეყნიერების მარილი“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)