Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 018 (Jesus' birth)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

2. იესოს დაბადება და სახელის დარქმევა (მათეიესო 1:18-25)


მათეიესო 1:24-25
24 ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი. 25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.
(ლუკა 2:1-20)

იოსებმა დაუჯერა ანგელოზის სიტყვებს. მაშინვე წაიყვანა თავისთან მარიამი და უკუაგდო მის გონებაზე ზეგავლენის მომხდენი ყოველი უარყოფითი აზრი. მან უშუალოდ რვთის გამოცხადებას დაუჯერა. ამ რწმენის ნაბიჯის გამო გახდა ის ღირსი შესულიყო რწმენის გმირების სიაში.

იოსებმა დაუჯერა ანგელოზს იმის მიუხედავად, რომ მისი სიტყვები ყველა მის განცდასა და განზრახვას ეწინააღმდეგებოდა. მან ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე, სიხარულით მიიღო თავისი ცოლი. ის არ შეწინააღმდეგებია ზეციურ ხედვას. ჩვენ არ უნდა ველოდოთ მსგავსი შემთხვევების ზებუნებრივ ხელმძღვანელობას, ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ღმერთი ჯერ ისევ გვიხსნის თავის ნებას სხვადასხვა გზით, როდესაც ადამიანები ვეჭვობთ მის ბრძნულ საქმეებში: სინდისის ხმით ან ერთგული მეგობრების რჩევებით. ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ რმერთის ხელმძღვანელობა და არსებობს ერთ-ერთი გზა, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც შევასრულებთ ყველა საერთო პრინციპს, რომელიც დაწერილია მის სიტყვაში. განსაკუთრებით თუ ვდგავართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, როგორც იოსები. როდესაც ისე ვიქცევით, როგორც ღმერთი გვიბრძანებს, სიმშვიდეს და დამაჯერებლობას ვიძენთ.

იმის შემდეგ რაც იოსებს ანგელოზი ეჩვენა, სხვანაირად დაუწყო მარიამს ყურება. ენდობოდა და იცოდა, რომ ის ღმერთისგან რჩეულია, მარიამი არ ლაპარაკობდა თავის გამოცხადებაზე და უჩვეულო შემთხვევაზე - ის უბრალოდ ლოცულობდა და ენდობოდა ღმერთს, რომელიც თავად სცემდა ყველას პასუხს. ღმერთმა გაიგო მისი მინდობის ხმა და მისცა მას მშვენიერი პასუხი, მის გულში დიდხნინა ბრძოლას: იოსებმა მიიღო ის დიდი პატივით და არ იყო მასთან ახლო ურთიერთობაში, სანამ მან არ შვა მადლით აღსავსე ღვთის ძე.

მათემ მოკლედ აღწერა იესოს დაბადება. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანების მოშორებით მოხდა, თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანი, ზედმეტი ხმაურისა და ყიჟინის გარეშე, ის დაიბადა ბაგაში. მას ბევრი თაობა ელოდა და მასში იყო დაფარული ღმერთის ყველა ძალა და თვისება. ანგელოზთა ურიცხვი ჯარი ხარობდნენ შემომქმედის შეერთებას ქმნილებასთან, ხოლო ყველა დემონი კბილების ღრჭენაში იყო, ვინაიდან მოვიდა მხსნელი, რომელიც მათი ხელებიდან იხსნის ნადავლს და თავად მათ გაასამართლებს.

იოსები ხედავდა ამ პირმშოს დაბადებით ანგელოზის დაპირების შესრულებას. მან ახალშობილს იესო დაარქვა. ის იყო ღვთის ნების მომსმენი და მორჩლი.

იესოს დაბადებით კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. მას შემდეგ სამყარო რჯულის მონობით აღარ იტანჯებოდა. არც აურიდებელი სასამართლოთი და ღვთის რისხვით აღარ ცხოვრობდა. მადლის ეპოქა დაიწყო. ღმერთი მოვიდა ადამიანებთან, რათა გადაარჩინოს და გაწმინდოს ისინი. მითუმეტეს, რომ არა ადამიანური ძალებითა და დამსახურებით, არამედ მადლით. იცი თუ არა, რომ იესოს მოსვლის შემდეგ, ყველა რჯულის მოთხოვნა, ნაქადაგები რელიგია იყო გაუბრალოებული თავისი პირობებითურთ. ყველა წეს-ჩვეულება და დადგენილება შესუსტდა, ვინაიდან სამყაროში გამოჩნდა ღმერთი და მან მოიტანა უსასყიდლო დახმარება ადამიანებისთვის.

ლოცვა: ჩვენ აგამაღლებთ და გაქებთ შენ მამაო, ძეო და სულოწმიდავ. დიდებული გამოსყიდვისთვის, რომელიც მოგვეცი. თაყვანსგცემთ შენ და შენს ძეს და სულიწმიდას სიყვარულში. ჩვენ ვხარობთ იმიტომ, რომ შენ მოხვედი ჩვენთან უწმინდურ ადამიანებთან. გახსენი ყველა ადამიანის გონება ჩვენს გარშემო, რათა შეიცნონ შენი მადლი და წყალობა და დაინახონ შენი თანდასწრება ადამიანი იესო ქრისტეში, ჩვენს უფალში.

კითხვა:

  1. როგორ გახდა იოსები, იესოს მამა ,,შვილის აყვანით“ რწმენის გმირი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)