Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 011 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:9-11
..ახაზმა შვა ხიზკია; 10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია; 11 იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.

სირიელი სახელმწიფო უდიდესი ძალაუფლებით მეფობდა ახლო დასავლეთში. მათი მფლობელობა ტიგროსიდან ნილოსამდე იყო. პატარა იუდევლური სამეფო, რომელიც იერუსალიმის გარშემო იყო ჰგავდა თვალთან პატარა წერტილს უდიდესი იმპერიასთან შედარებით. 701 წელს ჩვ.წ სირიელებმა დაიპყრეს მშვიდობის ქალაქი. იერუსალიმის დაპყრობა მოულოდნელობით დასრულდა: უფალმა მოწინააღმდეგეთა ჯარს სენი შეყარა და იმ დღეს 125 000 მეომარი გარდაიცვალა. იმ დროს იერუსალიმში მეფობდა ღვთისმოშიში მეფე ყუზია. მასთან კი მსახურობდა კეთილშობილი წინასწარმეტყველი ესაია, რომელიც მეფესა და მთელ ერს მოუწოდებდა მონანიებისკენ და უფლისადმი ურყევი რწმენისკენ. ძალთა ღმერთი ეჩვენა ესაიას თავის სიწმინდეში და წარგზავნა ის, როგორც წინასწარმეტყველი, რათა ეტარებინა მოწმობა. ხალხი შეყოყმანდა, არ შეიცვალა და არ მიუბრუნდა სიწმინდეს, არამედ გააგრძელა, როგორც აქამდე განცხრომასა და სიამაყეში ცხოვრება.

ღმერთის ამ სასწაულის 10 წლის შემდეგ იუდეაში გამეფდა ღვთისმოშიში მმართველი იოშია. მან ძირეული ცვლილებები შეიტანა ხალხის რელიგიაში, შეკრიბა ყველა და უკითხავდა ხუთ წიგნეულსა და წინასწარმეტყველებებს, რომელიც ტაძრის ერთ-ერთ ოთახში აღმოაჩინა. მან აღადგინა ღვთის სახლ, დაალაგა რიტუალების ჩატარება და ერი მართლაც განიწმინდა. თუმცა მანკიერება იმაზე უფრო ღრა იყო, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. რჯულმა ვერ დასძლია ცოდვა.

იმ წლებში უფალმა ძლიერი წინასწარმეტყველი გაგზავნა სახელად იერემია (580-620 ჩვ.წ), რომელიც ხალხს აფრთხილებდა, რომ დასავლეთის სამეფო დაეცემოდა. მისი ცეცხლოვანი მოწოდებები მონანიებისკენ, დღესაც მოქმედებს ჩვენზე. წინასწარმეტყველი იერემია ძალიან იტანჯებოდა მეეფისგან დევნით, რადგანაც ხედავდა რა სამეფოების დასასრულს, მოუწოდებდა თავის ტომს გონიერი პოლიტიკისკენ და კაპიტულაციის გამოცხადებისკენ, მტრების წინააღმდეგ.

იმ დროში სირიის სახელმწიფომ დაკარგა თავისი ძალაუფლება შუამდინარეთში და იმ ნანგრევებზე აშენდა ბაბილონის სამეფო, რომელიც მთელი ცივილიზაციის უდიდესი ნაწილი მოიცვა, რომლებიც უწინ სირიელების მფლობელობაში იყო. ბაბილონის სამეფომ აიძულა იუდას ტომს გადაეხადა ბაბილონის ახალი მეფისთვის გადასახადი. როდესაც 597 ჩვ.წ იუდეველები აღდგნენ ბაბილონელების წინააღმდეგ, ნაბუქოდონოსორმა გაგზავნა თავისი ჯარი და იერუსალიმი მალევე დაეცა. ამ მეფემ იუდევლებს მისცა საშუალება დამორჩილებოდა მას. მან 8 000 ტყვე აიყვანა ყველაზე კარგად მცხოვრები იუდევლური ოჯახებიდან. დანარჩენები ბრმები იყვნენ, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი სულიერი და პოლიტიკური სისუსტის დანახვა. 587 ჩვ.წ ციდკიას მეფობის დროს ამ პატარა ტომმა მოიტანა აღორძინება, რის შემდეგაც ქალაქი დაინგრა და მთელი ხალხი დატყვევებულ იქნა.

ღმერთის სასამართლო არ ელოდება მის რჩეულებსაც კი, თუ ისინი შესცოდავენ და ღმერთისგან წავლენ. თავზე ჩამოენგრევათ ყველაფერი, სანამ არ მოინანიებენ, ღმერთი მათ თავისი სიყვარულის გამო ექცევა ასე, ზრდის, ანახლებს მათ იმის იმედით, რომ ტყვედ მყოფნი მოინანიებენ და ღმერთს მიმართავენ.

ლოცვა: გვაპატიე უფალო ჩვენი გაუხეშებული გონება. გვასწავლე შევცვალოთ ჩვენი აზროვნება, რათა თაყვანი არ ვცეთ ოქროსა და მატერიალურ აყვავებას, არ გავიხადოთ ისინი ჩვენს საყრდენად ცხოვრებაში. მოგვეცი შენი წმინდა სული. დაე გაგვწმინდოს მან, რათა შენს ღირსად ვიქცეოდეთ ჭეშმარიტებაში, სიყვარულში, როგორც იქცეოდა ამ დედამიწაზე შენი ცხებული ქრისტე. დაე მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი ჩვენს ქვეყანაში, როგორც ზეცაში.

კითხვა:

  1. როგორ იცავდა ღმერთი დასავლეთ სამეფოს და როგორ მისცა მან ის ტყვედ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)