Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 032 (Paul glories only in the cross)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

7. პავლე მხოლოდ ჯვრით იკვეხნის (გალატელთა 6:15-18)


გალატელთა 6:15-18
15 ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 16 ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე. 17 ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს ჭრილობებს ვატარებ ჩემს სხეულში. 18 ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო, ამინ.

მოციქული თითქოს საყვირს ჩასძახის და აუწყებს მსოფლიოს, რომ დროთაგანმავლობაში ქრისტესთან ერთად ახალ ქმნილებად იქცა, რადგან ძევლმა განვლო, ძველი კაცი თავისი რიტუალებით და რჯულის შეცდა. ქრისტეს სამართლიანობა კი არის ჯვარზე, რომელმაც მისცა მას შესაძლებლობა გამხდარიყო ახალი ქმნილება. აღსრულდა უფლის გამარჯვება ცოდვაზე და მოვიდა ახალი საუკუნო სიცოცხლე. ახალი ადამიანის არსი გაიხსნა. მთელი გულით ვუძღვნით იესო ქრისტეს მადლიერებას მისი აღუწერელი მადლისთვის, რდადგან სულიწმიდა არის ჩვენში. მისი სისხლის წყალობით მივიღეთ საუკუნო სიცოცხლე. როგორ ძლიერად სცოდავს და თავს იტყუებს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ წინადაცვეთა, საკვების შესახებ რჯული ან განწმედა განწმედს ადამიანს. ყოველი, ვინც ილტვის საკუთარი თავის განწმედისკენ, ჰგავს კაპიტანს, ვინც ცდილობს დაზიანებული გემის შეკეთებას, რომელიც უკვე იძირება. იმიტომ რომ ჩვენ უკვე გადავსხედით ახალ გემში - ქრისტეს გემში, და ის - ჩვენი ძალა, მომავალი და სიხარულია! ვინც ქრისტეს რჯულის ჩრდილ ქვეშაა, ის იცოცხლებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში!

ნუთუ პავლე ახალ მცნებას გვაძლევდა, როდესაც საუბრობდა ქრისტეს მცნებაზე და რჯულზე? სულაც არა! მან თავისი სახარება ქრისტეს მადლით შემოსაზღვრა. ვინც წვდება წყალობის ჭეშმარიტებას, ის იგებს, რომ ქრისტეს რჯული გვაძლევს მშვიდობას და თავდაჯერებულობას ღმერთისგან. ნეტარია, ვინც იღებს უფლის მადლს ქრისტეში. უამრავი საუბრობს ქრისტეს მადლსა და მოწყალებაზე, მაგრამ არ იცნობენ მას. ჩვენ კი ვიცნობთ მას - მისი სახელი იესო ქრისტეა! ცალკეული იუდეველებიც კი თავისუფლდებიან რჯულისგან, შედიან ახალ აღთქმაში და უფლის მოწყალებისა და მადლის მონაწილეები ხდებიან. ჭეშმარიტად, უფლის სამართლიანობა მაღლაა ჩვენ სიჭკვიანზე და მისი სიყვარული არასდროს მთავრდება.

პავლემ ღქვა, რომ ატარებს ქრისტეს ჭრილობებს. ის დაშავდა უფლის გამო. ის ლამაზი სიტყვებით არ ქადაგებდა სახარებას, არამედ იტანდა დევნებს და ტანჯვებს ქადაგების გამო. სირთულეები არ აჩერებდა მას, ის ბოროტი სულების წინააღმდეგ მიდიოდა და უშიშრად ამოწმებდა სახარების ჭეშმარიტებას. სთხოვდა ეკლესიას არ დაემძიმებინათ ის, არ წასულიყვნენ ისევ რჯულისკენ, არამედ მყარად მდგარიყვნენ მადლში!

სწორედ ამ სიტყვებით „მადლი“ დაასრულა პავლემ თავისი ძლიერი წერილი გალატელთა ეკლესიის მიმართ: ის სთხოვდა უფალს, რომ დაეჯილდოვებინა ისინი მადლით და თავისი ნიჭებით. სულიწმიდა ძლიერად მოქმედებდა მათში და მზად იყო დაევანა მათში ყველა ნიჭებითა და სიბრძნით. და მართლაც, ვინც აშენებს თავის ცხოვრებას და გეგმებს, ენდობა რა თავის გონებას და რაღაც პროგრამების იმედი აქვს, ეს შემოსაზღვრული და წუთისოფლის ადამიანია. ვინც გამუდმებით იღებს განათლებას და ხელმძღვანელობს სულიწმიდით, ის განიცდის მის ძალას და იზრდება მადლში. გახსენი თუ არა შენი გული მისი ნებისთვის - გადარჩენისთვის? მზად ხარ თუ არა იყო უფლის მადლის მოციქული ყველა ადამიანებისთვის? თუ კი - ჩვენი სულიერი ძმა ხარ, რადგან უფალმა თავის შვილებად გვშობა, რათა გვეუწყებინა მის შესახებ სიტყვებით, საქმეებით და ფსალმუნებით. მოდი ერთად ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმიდა, რადგან მხოლოდ მისგან მოდის მადლი ჩვენთვის, უღირსთათვის! რწმენის მეშვეობით მივიღეთ სრული გამართლება. ესაა სიმართლე და ჭეშმარიტება. ამინ!

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ მამაო, ძეო და სულოწმიდაო, გაქებთ და ხოტბას შეგასხამთ, რომ მოგვიმზადე საუკუნო სიცოცხლე და გვიხსენი დაღუპვისგან, რომ არ უარგვყავი ჩვენი ცოდვების გამო, არამედ შეგვიწყალე და უფლის იესოს მეშვეობით გაგვაცოცხლე და წარგვგზავნე მკვდრებისთვის მოსამსახურებლად. გვასწავლე ვაუწყოთ მადლის სახარება სიბრძნითა და ძალაუფლებით, რათა შენი შვილები წარმოვქმნათ, თითქოს ნამის გამოჩენა დღის გარიჟრაჟზე. შენი მადლის სისრულეში განგვამტკიცე, რათა ჩვენი ცხოვრება იქცეს მადლიერებად შენ მიმართ, შენი სიყვარულისთვის.

კითხვა:

  1. რატომ უწოდა პავლემ გალატელებს ძმები? და რატომ დაასრულა თავისი წერილი სიტყვებით „მადლი“?

გალატელთა მიმართ წერილების კითხვების სერია

ძვირფასო მკითხველო,
თუ კი 34 კითხვიდან შეძლებ და გამოაგზავნი სწორ პასუხებს 24 კითხვაზე მაინც, ჩვენ საჩუქრად გამოგიგზავნით, შენ შერჩეულ წიგნს ჩვენი ლიტერატურიდან.

  1. სად იყო გალატის ეკლესიბი?
  2. რა ცრუ და მავნე სწავლებები აღწევდა ამ ეკლესიებში?
  3. რომელი სამი ნაწილისგან შედგება ეს წერილი?
  4. ვინ გაგზავნა პავლე მოციქულურ მსახურებაში და როგორ მიიღო მან ეს ძალაუფლება?
  5. რა მნიშვნელოვანი სიტყვებია ნახსენები სამოციქულო კურთხევაში და როგორია მათი აზრი? 
  6. რატომ აღუდგა წინ პავლე ცრუმოძღვრებს გალატიაში?
  7. .რაში მდგომარეობს სახარების არსი?
  8. 8.რომელმა ხუთმა მოქმედებამ შეცვალა პავლეს ცხოვრება მე-15 და მე-16 თავში და რას ნიიშნავდა ეს?
  9. რა მიზნით გაემგზავრა პავლე პირველად იერუსალიმში?
  10.  რას ნიშნავს ქრისტეში თავისუფლება?
  11. რა მიზნები ჰქონდა და რა შედეგი მოჰყვა პირველ საეკლესიო კრებას?
  12. რატომ შეეწინააღმდეგა პავლე პეტრეს ასე ძალიან და თანაც საჯაროდ?
  13. რა არის ჩვენი რწმენის არსი?
  14. როგორ ვიღებთ გადარჩენას?
  15. ვინ არიან აბრაამის შთამომალები და რატომ?
  16. როგორ გავნთავისუფლდით რჯულის წყევლისგან?
  17. ვინ არის უფლის აღთმის, აბრაამის შთამომავალი და მოზიარე?
  18. რა არის რჯულის მიზანი?
  19. როგორ ხდება რჯულის მონობიდან - უფლის შვილობის თავისუფლებაში გადასვლა?
  20. რომელი ოთხი ტრადია არსებობს ღმერთის გადარჩენის გეგმაში?
  21. რატომ არ ღელავდა ან ზრუნავდა პავლე, თაყვანი ეცა უფლისთვის კონკრეტული დღეების დაცვით?
  22. .როგორ შეეძლო პავლეს ეთქვა მათთვის: „იყავით, როგორც მე“?
  23. რატო იტანჯებოდა პავლე გალატელთათვის?
  24. ვის შეადარა პავლემ ჰაგარი, ისმაელის დედა?
  25. .რატომ ვართ თავისუფლები? და რა მიზანი აქვს ჩვენ სულიერ თავისუფლებას?
  26. რატომ აშორებს რჯული ადამიანს ქრისტესგან?
  27. რას აკეთებდა პავლე იმისთვის, რომ მისი ეკლესიის წევრები ჭეშმარიტებაში მოქცეულიყვნენ, ხოლო მატყუარები სათანადოდ დასჯილიყვნენ უფლის მიერ?
  28. რითია შემოსაზღვრული ქრისტიანული სიიყვარული?
  29. რა სხვაობა სულით ცხოვრებასა და რჯულის მონობის ქვეშ ყოფნას შორის?
  30. თქვენი აზრით, რომელი ხორცის საქმეები ჭარბობს დღეს ადამიანებში? და რომელი კეთილი სულის ნაყოფები გვჭირდება ჩვენ?
  31. როგორ ვასრულებთ ქრისტეს რჯულს? რა განსხვავებაა მის რჯულსა და ძველი აღთქმის რჯულს შორის?
  32. რატომ არის ფინანსი მნიშვნელოვანი უფლის სმახურებაში?
  33. რატომ თქვა მოციქულმა უარი ყველანაირ პატივზე, დიდებაზე და ქებაზე ადამიანების წინაშე და აირჩია პატივი, რომელიც მხოლოდ ქრისტესგან მოდის?
  34. რატომ უწოდა პავლემ გალატელებს ძმები? და რატომ დაასრულა თავისი წერილი სიტყვებით „მადლი“?

აუცილებლად მიუთითე შენი სრული ფოსტის მისამართი. დაწერე ყველა კითხვაზე პასუხი გასაგები კალიგრაფიით და გამოგზავნე ისინი შემდეგ მისამართზე:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:58 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)