Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Galatians - 031 (A final statement about the members of the grace of Christ)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

6. ბოლო განაცხადი უფლის მადლის მტერთათვის (გალატელთა 6:11-14)


გალატელთა 6:11-14
11 ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით. 12 ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი. 13 ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, თუმცა უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ. 14 მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი - წუთისოფლისთვის.

წინასწარმეტყველთაგან უმეტესმა არ იცოდა წერა და კითხვა, პავლემ კი შესანიშნავად იცოდა ორი ენა, შესაძლოა მეტიც. ამის მიუხედავად, ის თავისი ქადაგებების უმეტეს ნაწილს კარნახობდა თავის ძმებს, რათა არ ემოქმედა მარტო, არამედ მსახურობდა სხვებთან ერთად შეთანხმებულად. თავისი წერილის ბოლოს წერდა ხოლმე რამდენიმე სიტყვას საკუთარი ხელით, უკეთებდა რა შეჯამებას საკუთარ აზრებს, როგორც პოსტ სკიპტუმი, რომ არავის შეძლებოდა წერილების წერა მისი სახელით და ეკლესიების მოტყუება ცრუ მოძღვრებებით.

როგორ დაკვნას უკეთებს მოციქული პავლე თავის აზრებს გალატელთა ეკლესიის მიმართ წერილების ბოლოს? ის მკითხველს აფრთხილებს ისეთ ხალზე, ვინც ეძებენ საკუთარ დიდებას და სურთ შექმნან რაიმე საშუალო რჯულსა და სახარებას შორის, რათა თავიდან აირიდონ დევნები. ფანატიკოსი იუდეველები არ დევნიდნენ იუდევლური წარმოშობის ქრისტიანებს, თუკი ისინი იცავდნენ რჯულს. ისინი დასცინოდნენ მხოლოდ უბრალო და ღარიბ ქრისტეს მიმდევრებს. თუკი ისინი აძლევდნენ ვინმეს წინადაუცვეთელს უფლებას შესულიყვნენ ღმერთთან აღთქმაში, მათ უღმერთოებად თვლიდნენ. ამიტომ გადაწყვიტა ზოგიერთმა იუდეველმა ქრისტიანმა წინადაეცვითათ წარმართი ქრისტიანები - რომ იურესულამის ეკლესია ყოფილიყო უსაფრთხოდ და დევნები არ დაწყებულიყო. ესეთი მორწმუნეები არ ზრუნავდნენ სახარებისეულ ქრისტიანობაზე და ჭეშმარიტებაზე, მათ მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება, სიმდიდრე და პატივი აღელვებდათ, და უნდოდათ ქება იმით, რომ დაიმორჩილეს რამდენიმე წარმართი და გახადეს ის იუდეველი.

პავლე მიხვდა მათ თვალთმაქცობას და უმოწმებდა მათ იმის შესახებ, რომ საკუთარ მაგალითზე მიხვდა, რჯულის დაცვა არავის შეუძლია. ყველა რჯულის დამცველი დადიოდა განკითხვით რჯულის გამო და ფანატიკურად ხვდებოდნენ ზეწოლის ქვეშ, რომელიც მათი გულის სიღრმეში იყო, ამაყობდნენ რა თავიანთი წარმატებებით იუდევლური კურთხევების ნიადაგზე.

პავლე არ იღებდა ამ სიამაყეს, დიდებას და პატივს. მას არ სურდა საკუთარი ძალებით ნაყოფების მოტანა, არც საქციელებით, არც სხვებისადმი ქადაგებით, არამედ მთელ დიდებას ჯვარს აძლევდა. იესომ აპატია მას ცოვები და ის გამართლდა, გახდა მართალი და უფლისთვის მოსაწონი. პავლეს სიამაყე მხოლოდ ჯვარი იყო, რადგან მისი მეშვეობით მიიღო მან გადარჩენა და არა საკუთრი საქმეებით. ქვეყნიერებას სიამაყე და რელიგიის პატივი მისთვის სიცრუე იყო, რადგან იცოდა, რომ ადამიანები მკვდრები არიან, ცოდვილნი, არიან განკითხვის ქვეშ და მიექანებიან დაღუპვისკენ. და ყველამ ათი განზრახვა, რომლებიც გარედან სიკეთეებად ჩანდა, სინამდვილეში ფუჭი იყო, დალაქავებული და უსარგებლო. მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით ვიძენთ ცხოვრების სამართლიანობას, და მხოლოდ მასთან შეგვიძლია ვიყოთ კარგად და ჩვენი ცხოვრებაც იძენს აზრს. ახალი ქმნილება ქრისტეში არ არის ადამიანისგან, არამედ როგორც მადლის ნიჭია უფლისგან! ამიტომ იცავდა და აფრთხილებდა პავლე თავის ეკლესიებს ცრუმოძღვრებებისგან და აძლევდა მთელ დიდებას, პატივს და ქებას მას, ვინც ჯვარს ეცვა!

ლოცვა: უფალო იესო, შენ გამოისყიდე ჩემი ცოდვები და გამწმიდე დანაშაულებებისგან. მადლობა გიხდი, რათა გამწმიდე მორწმუნეთა შორის, მეც. არ გვეკუთვნის პატივი და არ ვიქებთ საკუთრი თავით, არამედ მხოლოდ შენი ჯვრით. ჩვენ ვკვნესით დიდი ტვირთის ქვეშ, შენვე გვამხელ შენ სიწმიდეში და გვხდი წმიდებს შენი სიყვარულის წინაშე. ამინ!

კითხვა:

  1. რატომ თქვა მოციქულმა უარი ყველანაირ პატივზე, დიდებაზე და ქებაზე ადამიანების წინაშე და აირჩია პატივი, რომელიც მხოლოდ ქრისტესგან მოდის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:54 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)