Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)
7. ჩვენ - ღმერთის შვილები ვართ ჩვენში მყოფი სულიწმიდის მეშვეობით (რომაელები 8:12-17)რომაელთა 8:12-14 სულიწმიდა არ შეეგუება შენს ეგოიზმს, არამედ ებრძვის მას საბოლოო გამარჯვებამდე. სულიწმიდა რომ მიიღო, შენ მოგიწევს ქრისტეს სიკვდილის მიღება ჯვარზე და მოკვდე შენი სიამაყისთვის, რისხვისა და ყველა შენი ცოდვისთვის. სიამაყე არ უნდა იყოს ფულის ან გართობის ტყვე, არამედ უნდა იყოს თავისუფალი და გახსნილი ღმერთის სულისთვის. წმიდა შრომობს შენზე, როგორც ქირურგი, რომელიც ჩირქიან წამონაზარდს მკურნალობს ავადმყოფის სხეულზე. ის ხსნის მტკივნეულ ადგილს და ასუფთავებს მას ჩირქისგან. მსგავსი მოქმედებით ღმერთის სულს გამოჰყავხარ სიბნელიდან სინათლეში, სიცრუიდან სიმართლეში და გართობიდან ღმერთის თანდასწრებში. განიცდი თუ არა ღმერთის ხელმძღვანელობას? გესმის თუ არა მისი მოწყალების ხმა? ის ვალდებულია სრულიად გარდაგქმნას შენ, გაგწმინდოს და დაგამსგავსოს ქრისტეს გულმოწყალე ხატებას! შენში ხდება ღმერთის სულის სიწმინდის სასწაული და როდესაც შენ გარემოცული ხარ შენი სუფთა მხსნელით, შენში ვლინდება სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მორჩილება, თავშეკავება, თვინიერება და სხვა ყველა დანარჩენი ქრისტეს თვისება. როდესაც შენს სულში იწყებს ეს კეთილი სული დინებას, შენ ღვთის ძედ იქცევი! აცნობიერებ თუ არა ქრისტეს სულისა სისხლის მეშვეობით შენ მიიღე უფლება, შენი ცოდვების მიუხედავად, გახდე სამყაროს შემომქმედის ნამდვილი შვილი? ვინაიდან ჩვენ ყველანი მართულები ვართ ღვთის სულით. რომაელთა 8:15-17 სულიწმიდა განთავისუფლებს ყოველი შიშისგან, სასოწარკვეთილებისგან, პესიმიზმისგან, დაჩაგვრისა და განგაშისგან, და გაძლევს სითამამეს სიხარულსა და ღმერთზე დაიმედებას. ის ხსნის შენს ბაგეს შენ კი ლაპარაკობ მამის სახელით! ასეთი სახით შენ წარმოაჩენ ღმერთის სასწაულ სახეს, რომელშიც ის გვეჩვენა ჩვენ ქრისტეს მეშვეობით ახალ აღთქმაში, როგორც ჩვენი ზეციერი მამა! შემომქმედი, რომელიც რისხდება ცოდვებზე არ გვადებს სიმძიმეს, არამედ იჩენს ჩვენს მიმართ სიყვარულს და მამის იერს იღებს, გვარწმუნებს რა, რომ ის კეთილია! ეს ახალი ღვთიური ხატება სრულიად ატრიალებს მთელ ჩვენს ცხოვრებას! ,,აბბა მამო!“ უბრალოდ ნიშნავს ლოცვაში მამის მიმართვას. არამეული სიტყვა ,,აბბა“ (მამა) იყო გადატანილი ბერძნულ ტექსტში ბუკვალურად. სიტყვა ,,მამა“ ხსნის და ხაზს უსმევს ,,აბბა“-ს სიტყვის აზრს. ქრისტემ თავის დიდებულ სიყვარულში თავისი სული მოგვცა და საკუთარი უფლებებით დაგვაჯოლდოვა, რათა დიდების ღმერთის ძეობა მივიღოთ! წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს საშვი ზეცაში და მის ერთ მხარეზე ღვთის ძის სისხლით წერია შენი სახელი, ხოლო მეორე მხარეზე სულიწმიდის ცეცხლოვანი ასოებით წერია ,,ღმერთის ნაშვილები“, და ამ სიტყვების დაბლა მამის, ძის და სულიწმიდის ხელმოწერაა! შეგიძლია თუ არა დაივიწყო ამ საშვის შესახებ, მოექცე მას გაუფრთხილებლად, ან გადააგდო ის? თუ მისი მიღებისას ძალიან გაიხარებ და შეინახავ მას, როგორც შეუფასებელ ძვირფასეულობას? სიმართლე, რომ ვთქვათ შენი სულიერი აღორძინებით შენ ნამდვილად გახდი ღმერთის კანონიერი შვილი, როგორც ნაშვილები ასევე მთელი შენი არსებით! მოციქული პავლე უფრო მეტს გვეუბნება, მისი სახარება უხვია მადლით. პავლე სასიხარულო ამბავს გიამბობს იმის შესახებ, რომ შენ ხარ მემკვიდრე თავად წმიდა ღმერთის, ვინაიდან ის ქრისტეში მოგიახლოვდა შენ და რომ ის სუფევშ შენში და ყველა დანარჩენ წმინდანებში! მისი დიდება გამოჩნდება ყველა ჩვენგანში! ქრისტე ცხოვრობს შენში და ყველა მის მოწაფეში! და ის გამოავლენს თავისი დიდების სიკაშკაშეს თავის მოწაფეებში, ვინაიდან ის ერთი ღმერთია! ყველა ეს სასწაული დაიწყო ჩვენში ვინაიდან სულიწმიდა ჩასახლდა ყველა ეკლესიაში, რომელიც უშუალოდ დაფუძნებულია ქრისტეზე. ანათებს თუ არა შენში ქრისტე? თუ შენ შეუერთდი ღმერთს მაშინ მზად ხარ თუ არა იტანჯო მის გამო, როგორც მოციქულებმა იტანჯეს ბევრი ქრისტეს სახელის გამო? ლოცვა: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათაშინა! წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი; და იყოს ნება შენი; ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს; და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვინაიდან ჩვენს მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუშეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენი ჩვენ ბოროტისაგან. რამეთუ შენია სუფევა, ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. კითხვა:
|