Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 020 (Circumcision is Spiritually Unprofitable)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

დ) წინადაცვეთას სულიერი სარგებელი არ მოაქვს (რომაელები 2:25-29)


რომაელთა 2:25-29
25 ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა. 26 მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? 27 ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს. 28 ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. 29 არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.

იმის შემდეგ რაც პავლემ დაამსხვრია იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეების სიამაყე, რადგან მათ მოჰქონდათ თავი კანონის შემნახველებად და დამცველებად, პავლემ სულში გაიგო ზოგიერთი მათი მსახურების პასუხი: „დიახ, ჩვენ ცოდვილები ვართ, მხოლოდ ღმერთია სრულყოფილი! თუმცა გვაქვს წინადაცვეთის აღთქმა, ვინაიდან უფალი ამ აღთქმით დაუკავშირდა ჩვენ მამა აბრაამს და მთელ მის შთამომავლობას. ამიტომაც ღმერთი ჩვენთანაა არა იმის გამო, რომ მართლები ვართ, არამედ იმის გამო რომ მან თავად აგვირჩია!“

(მუხლი25) პავლემ იცოდა რა თორა კარგად, უპასუხა, რომ ისინი შეცდომაში არიან, რადგან უფლის აღთქმა აბრაამთან კანონს კი არ აუქმებს, არამედ თავად ეს აღთქმა დაფუძნებულია კანონზე. ამავდროულად ეს კანონიც ამ აღთქმაზეა დაფუძნებული, რადგანაც უფალმა გარკვევით უთხრა აბრაამს: „მე ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ; იარე ჩემ წინ და იყავი უმანკო!“ (დაბ. 17:1). ამ მუხლში დაწერილია პირობა, თუ რატომ დადო ღმერთმა აღთქმა აბრაამთან იმის მერე, რაც მან არ ირწმუნა აღთქმული და თავნებურად მოაწყო თავისი პირველი შვილის, ისმაელის დაბადება ეგვიპტელი მონისგან. ასე დაუმტკიცა პავლემ რომში იუდეველბს, რომ აღთქმა კანონის გარეშე არ არსებობს და წინადაცვეთას არავითარი აზრი არ აქვს კანონის დაცვის გარეშე. პრინციპში, წინადაცვეთას ის კეთილი თვალით უყურებდა, როგორც სიმბოლოს, თუ როგორ წმენდს ცოდვილ ადამიანს ღმერთი საკუთარი ცოდვილი ბუნებისგან და მორწმუნე თავისი შთამომავლობასთან ერთად ხდება უფლის მომსმენი.

ეს პრინციპი მოქმედებს იქამდე სანამ აღთქმის მონაწილეები ასრულებენ ღმერთის ნებას. თუ მორწმუნე გადააბიჯებს მცნებებს და ცოდავს ღმერთის საწინააღმდეგოდ, წინადაცვეთილიც რომ იყოს, ღმერთი მას როგორც წინადაუცვეთელს უყურებს, სხვა ერების მსგავსად რომლებიც შორს დგანან ღმერთისგან და მისთვის უცხონი არიან!

(მუხლი 26) თუ წარმართები ისწავლიან კანონის დაცვას და დაიცავენ მას სულიწმიდის ძალაში, წინადაუცვეთელნიც რომ იყვნენ ღმერთი მათ წინადაცვეთილად ჩათვლის, როგორც კანონის ქვეშ მდგომებს და საუკუნისგან ამორჩეულებს. ვინაიდან ღმერთი დებს აღთქმას და ირჩევს ერს მხოლოდ იმიტომ რომ განაახლოს და აღზარდოს რჩეულები! ყოველი ვინც თავის საქციელში აღწევს მორალურ სიმაღლეს, ისინი ძველი აღთქმის კედლის გარეთ არიან, რომლებიც შემოვიდნენ ამ აღთქმაში.

(მუხლი 27 ) ადამიანი, რომნელიც აღთქმულ ერში დაიბადა და არ ასრულებს აღთქმის დაგენილებებს, ღმერთის თვალში ის წინადაუცვეთელია. ხოლო წინადაუცვეთელი, რომელიც ღმერთის ძალით ასრულებს უფლის ნებას, მათი მოსამართლე ხდება, რომლებმაც კანონს გადააბიჯეს, როგორც ღმერთის მოწინააღმდეგეებმა! ვინაიდან წინადაცვეთა - გამოხატულებაა, რომელიც თავისთავად არ აძლევს გადარჩენის უფლებას; ხოლო ადამიანის წმიდა საქციელები და საქმეები ამტკიცებენ რომ ის ღმერთთან დაკავშირებულია, და რომ ღმერთის ძალა მოქმედებს მის უძლურებაში,

(მუხლი 28) იუდევლური ტრადიციების ასეთი დამანგრეველი განკითხვის შემდეგ, პავლემ მისცა განმარტება, სიტყვა ,,იუდეველს’’. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ ეს განმარტება და გავიგოთ მისი აზრი. იუდეველი - არ არის ის ვინც დაიბადა იუდეველთა ერში, ვინც ლაპარაკობს ივრითულად ან ის ვისაც აქვს არწივის ცხვირი. ღმერთის თვალში იუდეველი - არ არის ის ვისაც სწამს კანონის, ასრულებს წინადაცვეთას ან ლოცულობს შაბათობით. ღმერთისგან მიღებული იუდეველი თავის დაფარულ ცხოვრებას ატარებს ღმერთთან და მისი ურთიერთობები მასთან გამოიხატება სიყვარულში, მორჩილებაში, სიწმიდესა და სრულყოფილებაში. ეს სულიერი განმარტება არავის ისე არ უხდება, როგორც ერთადერთ იუდეველ მაგალითს - იესოს! ზუსტადაც რომ იესო სრულიად განსხვავდებოდა ფარისეველ და სასტიკ იუდევლებისგან, რომლებმაც გასცეს და ჯვარზე გააკრეს ის! და ამ თვინიერი და მორჩლი სულის გამო, აბრაამის შთამომავლობა დღემდე დევნის იესოს ერს! სიტყვა ,,იუდევლის’’ განმარტება პავლეს სიტყვებით ითხოვს ჩვენი გონების გარდაქმნას!

(მუხლი 29) წინადაცვეთა საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ღმერთი რომელიმე კონკრეტულ ერს ეკუთვნის, რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდეს წმიდა წერილი ამაზე ვინაიდან ღმერთს სურს თავისი აღთქმის დამყარება არა ზარმაც ადამიანებთან არამედ მათთან ვინც ის შეიყვარა, რომელთაც ახალი გული აქვთ და აღივსნენ სულიწმიდით! მხოლოდ ზეციდან შობილ ადამიანს შეუძლია ითვლებოდეს ღმერთთან აღთქმის მონაწილედ! ღმერთი უხვად აკურთხებს ყველას, ვისაც მისი სულის ნაყოფები მოაქვს და არ იღებს არავის, ვინც იწოდება იუდევლად ან ქრისტიანად და ეწინააღმდეგება რა ქრისტეს სიყვარულის სულს, თუნდაც ყველა სწორ დოქტრინას ასრულებდნენ. ასეთ ადამიანებს ღმერთი თვლის თავის მტრებად და ასამართლებს მათ როგორც მოსამართლე!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ წარსულში შენ დადე აღთქმა შენ მეგობარ აბრაამთან და მის შთმომავლობასთან და მიეცი მათ წინადაცვეთის სიმბოლო! ასევე მადლობას გიხდით, რომ მიგვიღე შენს ახალ აღთქმაში! გვაპატიე, რომ სრული სიწმიდით ვერ გემსახურებით, არამედ ვიცხოვრეთ, როგორც წინადაუცვეთელი და განუახლებელი გულით! გაგვწიდე ყოველი უცხო სულისგან და მოგვეცი თავმდაბლობა და ქრისტეს სიყვარული, რათა ყოველთვის შენი მიმდევრები ვიყოთ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს წინადაცვეთა ძველ და ახალ აღთქმაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)