Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 107 (Paul’s defense)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

4. პავლე თავს იმართლებს თავის თანამებრძოლების წინაშე (საქმეები 22:1-29)


საქმეები 22:1-8
1 "კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენ წინაშე”. 2 გაიგონეს თუ არა, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა: 3 "მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის ისეთივე მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს. 4 ამ გზაზე მავალთ სასიკვდილოდ ვდევნიდი, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებს. 5 ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და უხუცესთა საბჭოც; მათგან წერილებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისთვის და წავედი, რომ იქაურებიც იერუსალიმში მომეყვანა დასასჯელად. 6 მაგრამ გზაზე მდგარი, დამასკოს რომ ვუახლოვდებოდი, შუადღისას, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა ჩემს ირგვლივ ზეციდან. 7 მიწაზე დავეცი და ხმა მომესმა, რომელმაც მითხრა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე? 8 მივუგე: ვინა ხარ, უფალო? მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ დევნი.

პავლემ ძმები და მამები უწოდა მათ, რომლებიც კინაღამ მისი მკვლელები გახდნენ. ის არ ასამართლებდა მათ სიძულვილისა და ფანატიზის გამო, არამედ უყვარდა ისინი და პატიობდა თავიანთ უხამსობას. ახალი აღთქმის თანახმად იუდეველები არ არიან სულიწმიდისგან შობილი იესო ქრისტეს ოჯახის წევრები. თუმცა პავლემ მათ ძმები და მამები უწოდა, ძველი აღთქმის დაპირებების გამო. წარმართთა მოციქულმა მიმართა ერს თავის ენაზე და პატივისცემა გამოხატა მათი მამების გამო. ის მთლიანად გასისხლიანებული იდგა დახეულ ტანისამოსში, მაგრამ მისი საუბარი აჭარბებდა ამ ყველაფერს.

პავლემ თავის სიტყვას გამართლება უწოდა. და რაში ადანაშაულებდნენ მას იუდეველები? მოციქული არ დაცემულა იქამდე, რომ მათი ეს ბრალდება განეხილა, რომ თითქოსდა მან მიიყვანა წარმართები ტაძარში და ამითი შებილწა იგი. ასეთ ღრმა ბრალდებაზე უაზრო იყო რაიმე პასუხის გაცემა. მოციქული მალევე მივიდა საქმის აზრამდე - მისი დევნის მიზეზამდე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პავლე ხალხს იუდაიზმის უარყოფას ასწავლის და წინადაუცვეთელ წარმართებს იღებს ღმერთთან აღთქმაში. თავის საუბარში პავლემ მსმენელებს აუხსნა, რომ მადლის სახარება - არ არის მისი გამოგონება და არც თავად სურდა წარმართებისთვის ექადაგა. თავად ცოცხალი ღმერთი გამოეცხადა მას, უბრძანა ამდგარიყო და დაემოწმებინა წარმართებისთვის. ამიტომაც ეს ახალი დოქტრინა პავლეს კი არ დაუწყია, არამედ აღმდგარმა ღმერთმა. ქრისტე გამოეცხადა პავლეს, მისცა მას მადლის სახარების გამოცხადება და დაავალა წარმართებისთვის ქადაგება.

თავისი სიტყვის პირველ ნაწილში პავლემ დიდი ყურადღება გაამახვილა თავის ბავშვობაზე. როდესაც იუდევლად იქცა. ის დაიბადა ტარსუში, ბერძნულ ქალაქში კეთილი სახელით. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პავლე იერუსალიმში იზრდებოდა, იმ გარემოში სადაც მარტივად შეიძლებოდა იუდევლური სულის და კულტურის აღქმა.

მისი განვითარების მწვერვალი იყო გამალიელის ფეხებთან სწავლა, იუდევლური კანონების ცნობილი მასწავლებელი, რომელიც მრავალი წელი მიიჩნეოდა რჯულის მთავარ მცოდნედ. ფიცხი ყმაწვილი სავლე არა მხოლოდ ინახავდა რჯული ყველა დეტალს გულში, არამედ მთელი ძალებით ასრულებდა მას. ის იყო დისციპლინირებული, რელიგიური წესების მკაცრი დამცველი და ღმერთის მოშურნე. ის მზად იყო მთელი ძალისხმევით და სუსტი ადამიანური შესაძლებობებით ემსახურა წმიდა ღმერთისთვის, პატივი მიეგო და აემაღლებინა ის.

ის სიკვდილამდე ვერ იტანდა ქრისტიანებს, ვინაიდან ისინი მადლს ეყრდნობოდნენ და უარყოფდნენ რჯულს, როგორც გზას ღმერთისკენ და მთლიანად დაიმედებულები იყვნენ წმიდა ღმერთის სიყვარულზე. პავლე ღმერთისა და რჯულის მოშურნეობის გამო დევნიდა ქრისტიანებს. მასში იმხელა სიძულვილი დუღდა, რომ არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ მამაკაცების მკვლელობით. ქალებსაც კლავდა, თუმცა ეს იმ დროისთვის დაუშვებელი იყო. თუ იუდეველებს აზიიდან, რომლებიც ბრალს დებენ მას არ სჯერათ ამ ყველაფრის, დაე ჰკითხონ მღვდელმთავრებს და ყველა უხუცესს და ისინი მიიღებენ დასტურს, რომ ეს სიმართლეა.

იუდეველურმა საბჭომ ამ მოშურნე ყმაწვილს დაავალა დამასკოში წასვლა და იესოს მორწმუნეების დახოცვა. მაგრამ გზად თავად იესო ნაზარეველი ეჩვენა მას შუაგულ უდაბნოში. ეს დიდებული და ცოცხალი იესო, რომელიც პავლეს დიდი ხნის დამარხული ეგონა მისი ჯვარცმის შემდეგ, - სწორედ მან დაანგრია ყველას საფუძველი, რაზეც ეყრდნობოდა პავლეს სიამაყე და ღირსება.

დიდებულმა თავისი დიადი მოწყალებით არ დათუპა ეს უპატივცემულო მოშურნე მტერი, არამედ მთლიანად აპატია მას. მან აჩვენა თუ როგორ უყვარს ეკლესია და როგორი ერთიანია სულიწმიდასთან ერთად. ამ გამოცხადებამ პავლეს ცხოვრებაში სრულიად სხვა სამყარო და ახალი ჭეშმარიტება შეიტანა. ის არ შეყოვნდა, უმალვე დამონდა თავის ახალ ბატონს და ჰკითხა მას, თუ რას უბრძანებდა? მოვიდა თუ არა შენთან უფალი თავისი სიტყვით? გამოგეცხადა თუ არა მისი დიდებული პიროვნება ახალ აღთქმაში? მიუძღვენი თუ არა მას საკუთარი თავი და გამყარდი თუ არა მის ეკლესიაში?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ თაყვანს გცემთ შენ. შენ ეჩვენე პავლეს შენს მდევნელს, შეცვალე ის და შენი სიყვარულის მონად გახადე. შეგვცვალე ჩვენც და მრავალი შენი მძებნელი აქციე შენს ხატად, რათა შენი სიყვარულის გამო ვცხოვრობდეთ.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს უფლის პავლესადმი გამოცხადების მნიშვნელოვნება, რომელიც რჯულის ზედმიწევნით დამცველი იყო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:02 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)