Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 101 (Paul’s Parting Sermon)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

9. პავლეს ბოლო მიმართვა ეპისკოპოსებისა და მღვდლების მიმართ (საქმეები 20:17-38)


საქმეები 20:25-32
25 აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი. 26 ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან. 27 რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ. 28 მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. 29 რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 30 თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი. 31 ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს. 32 ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.

პავლე დარწმუნებული იყო სულიწმიდის ხედვაში. სულიწმიდამ უთხრა მას, რომ მეტად ვეღარ იხილავდა თავის სულიერ შვილებს. პავლემ მშვიდად მიიღო ეს ღმერთის გამოცხადება და ღმერთის ოჯახში დაემშვიდობა თავის ნათესავებს. მათ აღიარეს, რომ განშორების საათი დადგა, გადაეხვივნენ კეთილ მოციქულს და ტიროდნენ, ნაღვლობდნენ იმის გამო, რომ მეტად ვეღარ ნახავდნენ მას.

პავლემ გულის სიღრმეში იცოდა, რომ არანაირი ბრალი არ ჰქონდა ღმერთის წინაშე ეფესელებზე. მან დაასრულა ქადაგების მსახურება მთელი სისრულით მათ წინაშე. მან მათ სრული სახარება გადასცა, მოუწოდა მონანიებისკენ, სთხოვდა ჭეშმარიტი რწმენის გზით ევლოთ, აუხსნა სახარების მადლის სისრულე, გაუხსნა მათ ჭეშმარიტებები და ცათასასუფევლის ძალა, ასწავლიდა მათ როგორ უნდა გამხდარიყვნენ ქრისტეს სამეფოს ღირსები და სულიწმიდის მმართველობაში შესულიყვნენ. მათ თავიანთ თავზე ქრისტეს სისხლის ძალა გამოსცადეს და მისი პრაქტიკული დაცვა. ქრისტეს სამეფო ეკლესიისთვის მხოლოდ თეორიული გაგება არ იყო. ისინი ელოდებოდნენ ამ სამეფოს დიდებით გამოჩენას ქრისტედ მეორედ მოსვლის დროს. ისინი გამდიდრდნენ რწმენით და პასუხისმგებლობას ატარებდნენ თავისი შემეცნების, გამოცდილებისა და ღვთიური ნიჭების გამო.

უფრო მეტიც, პავლე ეკლესიის მღვდლებს ღმერთის ნების საიდუმლოებებს უხსნიდა. მან გაუხსნა მათ წმინდა ღმერთის ჩანაფიქრები შექმნიდან სრულყოფამდე, მორწმუნეების ამორჩევიდან მათ მომავალ დიდებაში გარდაქმნამდე. ღვთიური მეცნიერება ღრმაა, ფართო და მაღალი. ნუ იფიქრებ ამაყად, რომ შენ იცი ღმერთის ნების შესახებ ყველაფერ, ჯერ ხომ დამწყები მოწაფე ხარ, და შენ გჭირდება იმის ღრმა გაგება თუ რა ეამება ღმერთს. ჩვენი რწმენა არ მდგომარეობს მხოლოდ ღვთიური საიდუმლოებების გაგებაში, არამედ იმაშიც, რომ აღვასრულოთ ისინი ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებით, სიყვარულის საქციელებში. რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია.

ლუკა ეკლესიებს ხელმძღვანელებს ,,მღვდლებს“ უწოდებს. მაგრამ პავლე მათ ,,მეურვეებს“ უწოდებს. ისინი არ ეძახდნენ საკუთარ თავს ეპისკოპოსებს, მიტროპოლიტებს ან მღვდლებს, არამედ უბრალოდ ეკლესიის უბრალო მსახურები იყვნენ: მეურვეები, კრების ქადაგებაზე პასუხისმგებელნი და ფინანსების განმგებელნი. ისინი ერთად იკრიბებოდნენ ლოცვისთვის, სტუმრობდნენ ავადმყოფებს, უქადაგებდნენ მომაკვდავებს და ანუგეშებდნენ დანაღვლიანებულებს. ისინი თავიანთი მსახურებისთვის საზღაურს ფულის სახით არ იღებდნენ და არც რაიმე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი უფლებებით სარგებლობდნენ. ისინი მხოლოდ სულიერ ძალაუფლებას ფლობდნენ, რომელიც ქრისტემ მისცა. ეკლესიაში ერთი სულიწმიდაა, მაგრამ მრავალი განსხვავებული ნიჭი და სიმწიფის დონეები. ყველა ქრისტიანი მოწოდებულია იყოს კეთილი მაგალითი სხვებისთვის და სიხარულით ემსახუროს ვისაც სჭირდება.

ქრისტემ თქვა: ,,მიიღეთ სულიწმიდა! ვისაც ცოდვებს აპატიებთ, ნაპატიები ექნებათ; ვის ცოდვებსაც დააკავებთ, დკავებული იქნება.“ ქრისტეს ეს ბრძანება ყველაფერს აღასრულებს, სახარება რომელიც იქადაგება, თავისი სისრულით. პავლეს მღვდლები თავისი ნებით არ დაუყენებია, არც ეკლესიის ეპისკოპოსები. სულიწმიდა თავად აყენებდა მათ, მოუწოდებდა, ავსებდა და მათში წარმოქნიდა სულიერ ნაყოფებს. ვაი მას ვინც სულიწმიდის მოწოდების გარეშე ცდილობს იმსახულოს ეკლესიაში, ცდილობს საკუთარი თავის ამაღლებას ან თავის ქვეყნიურ აზრებს ეკლესიის მორწმუნეებზე ანთხევს. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს ვნებს და მთელს ფარავს წამლავს. მაგრამ მისი ძალისხმევა წარუმატებლობითა და იმედგაცრუებით მთავრდება.

პავლე ღიად ეუბნება მათ ვინც მონანიებაში გატყდა და ცხოვრობს თავმდაბლობით: ,,ჩაიბეჭდეთ თქვენს თავში. თქვენ სრულყოფილები ხართ და ეშმაკი გაცდუნებთ. მან მიზანი თქვენზე დადო, რათა დარტყმა მოგაყენოთ და დაგღუპოთ. მას უნდა მღვდლები და წინამძღოლები ცოდვაში ჩააგდოს, ჩააგდოს ეჭვებსა და სიამაყეში, რათა მათი ფარა მიმოიფანტოს“. იგავ-არაკი: ,,როგორიც არის მწყემსი, ისეთივეა ფარა“ ეს გამონათქვამი ხშირად მართლდება. ეკლესიაში სადაც მქადაგებელი ღმერთს სთხოვს მის ნიჭებს კურთხევასა და ძალას, ყველაფერი ძირფესიანად იცვლება. ღმერთი ღვრის თავის მადლს საკუთარ ეკლესიაზე ნიაღვრებით, ვინაიდან ქრისტე მწყემსების მეშვეობით აძლევს ეკლესიას თავის ძალას და ძალაუფლებას. უნდა ავღნიშნოთ, რომ ქრისტე ფიქრობს არა მხოლოდ მწყემსებზე, არამედ მთელს ფარაზე; ის მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე მწყემსები.

ასე თუ ისე ეკლესიის ხელმძღვანელები არ არიან ღმერთის ყოვლისშემძლე აგენტები ან მმართველები. მან გამოისყიდა საკუთარი ეკლესია ერთადერთი ძის სისხლით! ღმერთი არ გადაიხდის ჩვენს დახსნაში ვერცხლს, ოქროს, პლატინას ან ძვირფას ქვებს, არამედ მან გაიღო ყველაზე ძვირფასი რაც მას ჰქონდა. მან გამოგზავნა თავის ძე, რომელმაც თავისი სხეული გასცა ჩვენი დახსნისთვის. მოციქული მღვდლებს უბრძანებს გამუდმებით იფხიზლონ ეკლესიაზე, რათა ყოველთვის ისმინონ ცხვრების ხმა და იზრუნონ მათზე. მგლები აუცილებლად მოვლენ, მათ თავს მტრები დაესმხმევიან, მატყუარები უკვე ახლოს არიან. ეკლესია უკვე გამუდმებით საშიშროების ქვეშ არის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ ვცხოვრობთ მშვიდობიან სამყაროში, არამედ ვიმყოფებით ზეცასა და ჯოჯოხეთს შორის გაჩაღებულ ბრძოლაში.

ბოროტი იყენებს ცბიერ განზრახვებს და მოხერხებულობას, რათა მოატყუოს მორწმუნეები. აქედან წარმოიქმნება ცვალებადი დოქტრინები, სინკრეტული პროპაგანდა და ზედაპირული დინებები. ამავდროულად ზოგიერთი ფანატურად იცავს კანონს და მთელს ძალისხმევას იყენებენ, რათა წარმოქმნან ნათელი, რომელიც ქრისტეს პატიებისგან დამოუკიდებელია. ამ გზით მათ სურთ თავიანთი ძალისხმევით გადარჩენა. როდესაც წყდება სწორი ბიბლიური რწმენა იქ აუცილებლად მთავრდება სიყვარული და იმედი. ეკლესია უკვე გაფუჭდა და არა დევნებისა და ტანჯვების გამო, არამედ ცრუ სწავლებების გამო.

მატყუარა გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:

მას არ უნდა სულების შეძენა ქრისტესთვის, არამედ მათი მიჯაჭვა სურს საკუთარ თავზე. სურს, რომ ყველამ პატივი სცეს და აქოს და ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა.
მას არ აქვს თანაგრძნობა ფარას მიმართ საფრთხესა და უბედურებების ჟამს, მაგრამ ტანჯვების დროს გარბის. კარგ ჟამსაც მზად არის ეკელსიაშ დაცემის განსახორციელებლად, ვიდრე დახარჯოს საკუთარი პატივდებული ადგილი ან თანხა.
ის აუბრალოებს დოქტრინებს და ამატებს ღვთიურ სახარებას ადამიანურ იდეებს. თითქოს სუფთა წყალში ურევდე შხამს და წამლავდე მთელს ფარას. ის თავის შხამს აწვდის თაფლის სახით. ადამიანური და მიწიური აზრებითა და სოციალური პროქტებით. მეორეს მხრივ ის უგულებელყოფს მონანიებასა და ჯვარზე გადარჩენას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭი ეკლესიის მოძღვრისა - სულების გარჩევის ნიჭია, რომელიც აძლევს მას საშუალებას მალევე გამოიცნოს უცხო სულების სუნი. როცა ამოიცნობს შეუძლია სიყვარულითა და თავმდაბლობით აჯობოს მათ, საკუთარი ლოცვებითა და ძალაუფლებით და მზადაა გააგდოს მგლები, რომლებიც მზად არიან ცხვრების მოსატაცებლად. ასე რჩება ეკლესია უსაფრთხოებასა და აქტიურ მოქმედებაში. ასე ცხოვრობდა პავლე სამი წელი ეფესოში, მორწმუნეების სიყვარულის სისრულეში განმტკიცებით და ქრისტეს ჭეშმარიტებებით. მომავლის ხელმძღვანელებს აღჭურავენ არა დიდ კრებებზე, არამედ განსაკუთრებული მსახურებით და ხანგრძლივი საუბრებით უფლის რჩეულებთან. ეკლესია დგას ცალკეული მორწმუნეების ურთიერთ დახმარებით. რამდენ კეთილ რჩევასაც არ უნდა აძლევდეს ეს კეთილი მოციქული იცოდა, რომ მხოლოდ რჩევები არ იყო საკმარისი, რადგან საჭიროა მონანიება და სიფხიზლე. ამიტომაც მალე გადავიდა მღვდლებთან საუბარიდან ცოცხალ ღმერთთან ლოცვაში. მან მიმართა მას და მის ხელს ჩააბარა მთელი ეკლესია და მღვდლები. მხოლოდ იესოა მწყემსი კეთილი, რომელსაც ძალუძს ყველას დაცვა. პავლემ მთელი თავის ტვირთი ქრისტეს ჩაუდო ხელებში მისი რწმენის მომცემს.

ამავდროულად მოციქულებმა მიმართულება მისცეს მოლაპარაკეებს ერთადერთი წყაროსკენ ღმერთის ძალისა - მადლის სიტყვისკენ. არ არსებობს სხვა სულის ძალის წყარო, ღმერთის შეცნობისა, თამამი რწმენისა ან სიყვარულისა, გარდა წიგნისა, რომელსაც ჰქვია ახალი აღთქმა. ამგვარად მოციქული გვევედრება, რომ გულში ლოცვით ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, რათა სულიერად არ დავიღუპოთ.

ყოველდღიური შესწავლა ღმერთის მადლისა დაგეხმარება ქრისტეში გასამყარებლად და წარმოქმნის ახალი ცოცხალი იმედის ნაყოფს. ყველა ქრისტიანი მიიღებს ზეციურ მემკვიდრეობას, მაგრამ არა ამ სამყაროში, არამედ მომავალში. ნუ ელოდები უფლისგან ფულს, პატივის, სახლებს, ჯანმრთელობასა და მანქანებს, არამედ ეძებე ის ადგილი ზეცაში სადაც ქრისტე მამის მარჯვნივ ზის. ჩვენ ცოცხლებთან და სამეფოს მიმღებებთან ერთად დავიმკვიდრებთ მამის აღთქმულს, არა საკუთარი დამსახურებისამებრ, არამედ მხოლოდ მისი მადლით. ვინც ამ სამყაროს შეიყვარებს ის დაკარგავს ღმერთს. ასე რომ არიჩიე ვინ გეყვარება?: ღმერთი თუ მამონი.

ლოცვა: უფალო იესო დაგვიცავი მამონის სიყვარულისგან. შენი სიტყვის სისრულეში გაგვამყარე, რათა შენი მადლი წარგვიძღეს ჩვენ ცხოვრების გზაზე კომპასის მსგავსად! მოდი ვილოცოთ და ვიფხიზლოდ შენს ფარაზე! ჩვენ გთხოვთ გადაარჩინო მრავალი გზააბნეული და დაგვიცავი მატყუარებისგან.

კითხვა:

  1. რატომ უნდა იყვნენ ღმერთის ფარის მწყემსები ყოველთვის ფხიზლად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:58 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)