Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 008 (Matthias Chosen)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

4. მათეს არჩევა იუდას ნაცვლად, რომელმაც შესცოდა (საქმეები 1:15-26)


საქმეები 1:21-26
21 ამგვარად, საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, მუდამ თან რომ გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის მიმოდიოდა უფალი იესო, 22 იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, შემოგვიერთდეს, რათა ჩვენთან ერთად გახდეს მისი აღდგომის მოწმე”. 23 და დააყენეს ორნი - იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს და მატათია. 24 ილოცეს და თქვეს: "უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე, 25 რომ მიიღოს ამ მსახურებისა და მოციქულობის ადგილი, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა წასულიყო თავის ადგილზე”. 26 ყარეს წილი და მატათიას ერგო წილი; ის მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.

მოციქულებს არ დაუწყიათ ფილოსოფოსობა თუ რატომ გასცა იუდამ თავისი მასწავლებელი იესო, არამედ ღმერთის სამართლიანი სასამართლოსი სჯეროდათ. დიდხანს უკან არ იყურებოდნენ, არ იდგნენ თავზარდაცემულები, არამედ მიიწევდნენ წინ და ფიქრობდნენ თავიანთ ვალზე, რომ ექადაგათ ქვეყნიერებისთვის. მათ მოინდომეს ეთხოვათ იესოსთვის, რომ აღედგინა მათი სრული სამოციქულო რიცხვი, რათა წარგზავნილები ცოტანი არ ყოფილიყვნენ, როდესაც სულიწმიდა გადმოიღვრებოდა.

მოციქულის თავისუფალი ადგილი უნდა დაეკავებინა მას, ვინც იესოსთან ერთად იყო თავიდან ბოლომდე, ხედავდა მის ცხოვრებას, საქმეებსა და მასთან ერთად განიცადა მკვდრეთით აღდგომა. თორმეტი მოწაფე არ დაიოდა ქალაქიდან ქალაქში იესოსთან ერთად, მაგრამ მასტან იყვნენ სხვა მოწაფეებიც. იესომ წარგზავნა სამოცდაათი მოწაფე გალილეაში და მსახურება ჩააბარა მათ. ამ გზით მათ შეძლეს დაედგინათ მოციქულთა მსახურების პირობა, რომელიც მკაცრი იყო და ამითი შეძლეს განესაზღვრათ კანდიდატი იმ მცირე რიცხვიდან, ვინც ჯერ იოანე ნათლისმცემელთან იყო, აღიარა და მოინანია თავისი ცოდვა და ელოდებოდა ღმერთის სამეფოს. ასე, რომ ვთქვათ არც თუ ისე მცირედმა მოისმინა იონაეს სიტყვები: „აი ღვთის კრავი, რომელიც იღებს საკუთარ თავზე ქვეყნიერების ცოდვებს!“ და წყლით ნათლობის შემდეგ გაყვნენ მას, ვინც ისინი უნდა მოენათლა სულიწმიდით და მიეყვანა ახალი აღთქმის სამხიარულო სუფრაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვინც ბოლომდე იესოს მიყვებოდნენ, სხვებზე მეტად ბრძენები და გონიერები აღმოჩნდნენ. თუმცა მოწაფეთა საქციელი საპირისპიროს ამტკიცებს. არავინ გამოდგება ჭეშმარიტი რწმენისთვის, დიდებული სიყვარულისა და დიდებული იმედისთვის, მათ გარდა, ვინც სულიწმიდამ მოამზადა. მოწაფეები ისმენდნე იესო სიტყვებს, მაგრამ მათი გულები ჯერ ისევ ამაყი იყო. ისინი ხედავდნენ მის დიდებას აღდგომის შემდეგ, მაგრამ მათში საუკუნო სიცოცხლე ჯერ არ იყო, რადგან სულიწმიდა ჯერ არ ჩასახლებულიყო მათ სხეულებში. ზოგიერთი კომენტატორი ფიქრობს, რომ იუდას ადგილზე ვინმეს არჩევა იყო უღმერთო და ნაჩქარევი ადამიანური გადაწყვეტილება, ვინაიდან ღმერთს ჩაფიქრებული ჰქონდა თავის დროზე აერჩია პავლე მოციქულის პოზიციაზე, რათა მას მიეღო მსახურება და ძალაუფლება ექადაგა წარმართთათვის.

თუმცა თორმეტი მოწაფე იმაზე კი არ ფიქრობდა, რომ ექადაგათ ქვეყნიერებისთვის, არამედ ისრაელის თორმეტი ტომისთვის მიეტანათ ახალი სიცოცხლე. პეტრემ, მოქმედებდა რა სხვა მოციქულებთან ერთობაში, დაუძახა იესოს მიმდევრებს და სთხოვა, რომ წარედგინათ კანდიდატი. შემდგომ კი საბოლოო გადაწყვეტილებას უფალს ხელთ გადასცეს, რადგან მხოლოდ მან იცის ადმაიანის გული და ზრახვები. უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე არ მოქმედებდა ეპისკოპოსის პოზიციიდან და არ გაუკეთებია არჩევანი ხმათა უმრავლესობის მიხედვით. ნაცვლად ამისა ისინი ყველანი ერთად მივიდნენ ღმერთთან, ეძებდნენ რა მის ღვთიურ სასამართლოს და უშუალო ხელმძღვანელობას.

ღმერთის ხმა რომ გაეგოთ იყენებდნენ კენჭისყრას, სულიწმიდის გადმოღვრამდე. სულიწმიდის გადმოღვრის შემდეგ, როდესაც მოციქულებმა აირჩიეს შვიდი დიაკვანი, მათ ეკლესიას არჩევნის უფლება მისცეს. ანტიოქიაში სულიწმიდამ თავად აირჩია ბარნაბა და პავლე, როდესაც უხუცესები ლოცულობდნენ და მარხულობდნენ, ეძებდნენ რა ქრისტეს მმართველობასა და ხელმძღვანელობას. მოციქულთა საქმეების ისტორია ფაქტობრივად - ქრისტესი და მისი საქმეების ისტორია, ცათა სასუფევლის გავრცელების შესახებ. ეკლესიაში ჩვენ ვცხოვრობთ არა მღვდლის ძალაუფლების, პოლიტიკური დემოკრატიის ან სოციალური დიქტატურის ქვეშ, არამედ იესო ქრისტეს მმართველობითა და ხელმძღვანელობით. მისი ძალა სისრულეში მოდის სულიწმიდის საქმიანობის მეშვეობით, რომელიც მორწმუნეთა გულებში მოქმედებს.

კარგია პასუხისმგებლობის ჩაბარება ეკლესიაში დიაკვნისთვის, უხუცესებისა და დამხმარეებისთვის. ჩვენ საკუთარ გონებას, ნებასა და შესაძლებლობას კი არ უნდა დავეყრდნოთ, არამედ ლოცვას. ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ, რომ თავად იესომ დააყენოს მსახურები, არა მათი ფინანსების გამო, შესაძლებლობებისა ან სოციალური დონის, არამედ მხოლოდ მისი ნებისამებრ. მაშინ ღმერთის საქმეც გაკეთდება და უფლის მსახურები სულიწმიდით აღსავსენი იქნებიან. მღვდლის, უხუცესისა ან ეპისკოპოსის წარმატება არ მდგომარეობს მათ ღვთისმეტყველებაში, ან დენომინაციების სკოლებთან ურთიერთობაში, არამედ მათ დამოკიდებულებაში ქრისტესთან და უშალოდ მათ მოწოდებაში, რომელიც ქრისტესგან მიიღეს. ვინც უფალს მოწოდების გარეშე ემსახურება, ის იმყოფება ჯოჯოხეთში მოხვედრის საშიშროებაში!

თერთმეტ მოწაფეს არ უნდოდათ ქრისტეს ძალაუფლებისა და მსახურების საკუთარი ნებით მინიჭება და დარიგება. ისინი აცნობიერებდნენ, რომ გულს ვერ გამოიკვლევდა, ხასიათს, ნიჭებსა და ადამიანის ერთგულებას. ასოცი ადამიანი ლოცულობდა ერთად, რათა უფალს ერთი კანდიდატი ამოერჩია ამ მადლის მსახურებისთვის და დაეჯილდოვებინა ის ძალაუფლებით, რომ აღესრულებინა ეს მსახურება. ღმერთის ძე, რომ არ ჩარეულიყო სახარების დანიშნულებაში, ყველა ეს მასხურება ფუჭი იქნებოდა.

მათ ორი ადამიანი წარადგინეს ამ ადგილისთვის, მაგრამ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მათზე. არ ვიცით, როგორ იყარეს კენჭი და გამოავლინეს ამ ორს შორის ერთ-ერთი. მაგრამ შერჩეული იქნა არა პირველი მათგანი, არამედ უცნობი მათიასი, და იყო ნმოწოდებული ეტარებინა პასუხისმგებლობა, როგორც მოციქულთა გუნდის წევრს. რამდენი დღის შემდეგ ქრისტეს აავსო ეს ადამიანი სულიწმიდით და დაადასტურა, რომ ის შევიდა ღმერთის სამეფოში. სხვა ცნობები მათიასის არჩევის შესახებ არ გვაქვს.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ შენი მსხურებისთვის მოუწოდებ უარგის ადამიანებს! ასწავლი მათ, აძლევ ძალაუფლებას, აღჭურავ ყველაფრით, აგზავნი და მათთან ერთად ხარ მათ წარმატებებში. თუ ვპოვეთ კურთხევა შენ თვალში, არ უარგვყო, გთხოვთ, არამედ დაამსხვრიე ჩვენი სიამაყე და განგვაახლე, რათა გავმყარდეთ შენ ძალასა და მსახურებაში, შენი სახელის დიდებისთვის!

კითხვა:

  1. რა პირობით შედის ადამიანი ღმერთის მსახურებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:32 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)