Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)
6. მშვიდობა, რომელიც ქრისტემ გვაჩუქა და ჩვენს გულებშია, ზამთრის გლოვას ჯაბნის (იოანე 16:25-33)ოიანე 16:25-26 იესო ზეციურ ეშმარიტებებს იგავების მეშვეობით ხსნიდა, რომლებიც ქვეყნიერებისთვის, რომელმაც ვერ იცნო ღმერთი, ამოუცნობი რჩებოდა. ეს ჭშმარიტებები მათთვის იყო მისაწვდომი, ვინც მართლა ეძებდა გამართლებას. ქრისტეს სურდა, რომ მის მოწაფეების ზუსტად გაეგოს ის თუ რისი თქმა უნდოდა მას. ქრისტეს იმედი ჰქონდა, რომ იმ დიდებულ დღეს, როდესაც ის აღდგებოდა და მამასთან წავიდოდა, დაჯდებოა მის მარჯვნივ, ის წამოგზავნის სულიწმიდას. მისთვის ყველა ეს მოვლენა, როგორც ერთი დღე იყო. როდესაც სულიწმიდა შევა მორწმუნეების გულებში, მეტად აღარ იქნება საჭირო იგავები. ქრისტეს სული გაანათებს მათ გულებს ისე, რომ ბოლოს დაუდებს იგავებს. ღმერთი - ეს მამა და ქრისტეა, მისი ძე. სულიწმიდის გარეშე ვერავინ შეიცნობს ღმერთს, რადგანაც სულ შევყავართ ღმერთის ოჯახის თანდასწრებაში. გყავთ მიწიური მამა? ლაპარაკობთ მასთან? ზრუნავს თუ არა ის თქვენზე? ამ კითხვებს ჩვენ გისვამთ იმისთვის, რომ უკეთ დაინახოთ სიტუაცია. ჩვენ - ღმერთის საყვარელი შვილები ვართ. ჩვენ ცოდვილები ვართ, მაგრამ მისი წმიდა კრავის სისხლის მეშვეობით განვიწმიდეთ. სულით გაჟღენთილ ლოცვაში, ქრისტე ლაპარაკობს ჩვენი მეშვეობით. ილოცეთ ისე თითქოს სული ლოცულობს მამის სრულ ნდობაში, ძესთან ურთიერთობით. მაშინ თქვენი ლოცველობი იქნება თქვენში მყოფი სულისა და ზეცაში მყოფი მამისადმი საუბარი, რომელიც ძესთან ერთნი არიან. იოანე 16:26-28 მამა, რომელსაც თავისი შვილები არ უყვარს, მამა არაა. ღმერთის სახელი გაგვიცხადა რა ქრისტემ, მოგვცა საშუალება სამყარო შეგვეცნო მისი სიყვარულის მეშვეობით. მამის სახელის გახსნა - ქრისტეს ძირითადი მიზანია. ვინც მამა შეიცნო, ცნობს ღმერთსაც და მისი შვილი ხდება, რომელიც მის სიყვარულში მკვიდრობს. მის სახელში სახარების სისრულეს ვნახულობთ, იმედსა და სამუდამოობას. ქრისტე გვეუბნება, რომ ამიერიდან შუამავალი საჭირო აღარაა. თავად ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ. ის სიყვარულითა და წყალობით სავსეა. იმის შემდეგ, რაც ქრისტე ჯვარზე მოკვდა, არ არის ჩვენსა და მამას შორის დაბრკოლება. მამა ღვრის თავის სიყვარულს მათზე, ვისაც სჯერა ძის, ღმერთის კრავის, და უყვარს ქრისტე. მათ, ვისაც ეშჭვი არ ეპარებათ ქრისტეს ღვთაებრობაში, მის წარმომავლობაში მამისგა და იმაში, რომ ის მასში მკვიდრობს, ახლოს არიან წმიდა სამებასთან. ისინი ღმერთის ცხოოვრებაში მკვიდრობენ და მამის წყალობით არიან სავსენი, სულიწმიდის სიხარულით. იოანე 16:29-30 მოწაფეებმა დაიწყეს თანდათან გაცნობიერება იმისა, რამდენად დიდია უფალი და გაიგეს რა ის ფაქტი, რომ იესო, როგორც მამა, მარადიულია. იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლისმცოდნე, წმიდა და საუკუნო. ამის მიხუედავად მოწაფეებმა ვერ შეძლეს სრული ზომით შეეცნოთ ღვთიური ბუნების აზრის გაგება. მათ დაავიწყდათ, რომ ქრისტე - ღმერთის სიყვარულის განხორციელებაა, და არ ეძახდნენ მას ღმერთს იმისდამიუხედავად, რომ მან გაუხსნა ჭეშმარიტებები მათ. იოანე 16:31-32 თითქოს იესო ამბობდა: „თქვენ ფიქრობთ, რომ საკუთარი გონებით ჩაწვდებით ჩემ ნამდვილ არსს? ნუთი ეს ცოდნა იგივეა, რაც ჭეშმარიტი რწმენა? მალე დადგება ის განსაცდელი, რომელიც დაგანახებთ, რომ თქვენი რწმენა მოკლებულია სიყვარულს. თქვენ არ გესმით ღმერთის, რადგან არ გჯერათ მისი მამობის. თქვენ ყველა გამეცლებით და მარტო დამტოვებთ. თქვენი რწმენა შეუმდგარი იქნება“. „მაგრამ მე მარტო არ ვდგავარ სიკვდილის წინ იმიტომ, რომ მამა ჩემთანაა“. ეწინააღმდეგება თუ არა ეს სიტყვები, იესოს სიტყვებს ჯვარზე: „უფალო ჩემო, რატომ მიმატოვე?“ არა, რადგანაც ქრისტე აგრძელებდა იმის დაჯერებას, რომ მამა მასთან იყო. მისი ეს ღაღადი ნიშნავდა იმას, რომ უფალი შეუცვლელი რჩება. „მე შენთან ვარ და არ მიგატოვებ, თუნდაც ჩემი არ გესმოდეს“. ჯვარზე იესომ თქვა: „მამა! ჩემ სულს შენ ხელთ გაბარებ“. ძის სიყვარულმა მამისადმი ჩააცხრო ღმერთის რისხვა, რომლის მიზეზიც ჩვენი ცოდვები იყო. მისმა უწყვეტმა იმედმა გაგვიხსნა კარები მამისკენ. როგორც ერთხელ, იესომ თქვა ჯვარზე: „მე მარტო არ ვარ, ვინაიდან მამა ჩემთანაა“. იოანე 16:33 იესომ თავისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა დაამთავრა ნუგეშისცემის სიტყვებით: „მე თქვენთან ვიყავი და გასწავლიდით, რათა ღმერთის მშვიდობას აევსო თქვენი გულები. ურწმუნოებს არ აქვთ მშვიდობა. მე, ღმერთის ძემ, გაპატიეთ ყველაფერი და შიგნიდან გაგწმიდეთ. მე თქვენ მშვიდობის სულს გიტოვებთ. დარჩით ჩემ სიტყვებში. მე თავად დავიცავ თითოეულ თვქენგანს. თქვენ არ გყავთ სხვა დამცველი, ჩემ გარდა. თქვენი ღმერთთან შერიგება - უცვლელი პირობაა, რათა თქვენს გულში მშვიდობა იყოს. თქვენი სინდისი არ იქნებოდა სუფთა, ჩემი სისიხლის მეშვეობით, რომ არ გქონოდათ ნაპატიები ცოდვები. მე გიხსენით თქვენ და ახლა ჩემი სული თქვენშია. მშვიდობა, რომელსაც გაძლევთ გამოგონილი არაა, ის რეალურია. მე მოვედი რათა მშვიდობა მოგცეთ. მიიღეთ ის და ირწმუნეთ ჩემი. ნუ იქრობთ, რომ დედამიწაზე მშვიდობა გელოდებათ. არა! ქვეყნიერებაზე ბევრი სართხეა: დევნა, ავადმყოფობა, სიცრუე, შიში, სიკვდილი. კანონის დამცველები უკუგაგდებენ, უგუნურნი კი დაგცინებენ. ათასი ფილოსოფოსი და მატყუარა გამოცდის თქვენ რწმენას. სიამაყე მზად იქნება ნებისმიერ დროს გამოაჩინოს თავისი კლანჭები. ნუ შეიყვარებთ ფულს. სიმდიდრე არ მოგცემთ უფლებას იცხოვროთ დაცულად“. „შეიცანით ჩემი სიყვარული, მიბაძეთ ჩემ თავმდაბლობას, ისწავლეთ მსხვერპლიანობა და საკუთარი თავის უარყოფა. მე ვძლიე ამ წუთისოფელს. არაფერს ვითხოვდი საკუთარი თავისთვის. მე ვარ წმიდა ღმერთის არსი. ჩემში ღმერთის მცნება ასრულდა: „იყავით წმიდა, ვინაიდან მე ვარ წმიდა“. მე სიყვარულის ხორცშესხმა ვარ. ჩემში თქვენ, მამის დანახვას შეძლებთ“. თქვენ შეიცანით იესოს გამოსამშვიდობებელი სიტყვების არსი? მან ისე შეიგყვანათ მამასთან ურთიერთობაში, რომ თქვენ გულში ქრისტეს მშვიდობა ყოფილიყო. ეს მშვიდობა, მორწმუნის განუყოფელი ნაწილია. სამყარო, რომელიც თქვენ გარშემოა, დარჩება სიბოროტით სავსე დარცება და ტკივილს მოგაყენებთ. მაგრამ თქვენი რწმენა, ღმერთის, რომელმაც გაგანთავისუფლათ ეშმაკისან და სიკვდილისგან, გიხსნით ღმერთის რისხვისგან და ტანჯვებისგან. ქრისტეს მორწმუნე წყალობას იმსახურებს. აავსო თუ არა ქრისტეს სიტყვებმა თქვენი გული? ამბობს თუ არა სულიწმიდა თქვენში შემდეგს: „მამა, ძე, ჩემი მხსნელი და სულიწმიდა არის ჩემში. ჩვენს გულებში ერთი ღმერთია. ვარ თუ არა მის წყალობაში? ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ დაიპყარი ჩემი გული, დამიხსენი მე შენთვის. შენ დამიხსენი ეშმაკის ქსელებისგან, გამანთავისუფლე სიცრუის ტყვეობიდან. შენ საუკუნო სიცოცხლე მაჩუქე. არ მეშინია სიკვდილის, რადგან შენ შეგხვდები. შემინახე შენს ნებაში, ამავსე შენი ძალით, რათა შემეძლოს შენი განდიდება. დამეხმარე მიყვარდეს ჩემი ძმები, ვაპატიო ადამიანებს და ვიყო შემოქმედი შენი სულის მმმართველობის ქვეშ. მე შენ გენდობი. შენ - გამარჯვებული ხარ. კითხვა:
|