Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 097 (The Holy Spirit reveals history's developments)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

4. სულიწმიდა აცხადებს იმას, თუ რა უნდა მოხდეს (იოანე 16:4-15)


იოანე 16:12-13
12 კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. 13 მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.

ქრისტემ ყველაფერი იცის. მას უნდოდა თავისი საყვარელი მოწაფეებისთვის საიდუმლოებები გაეხსნა, საიდუმოებები ზეცისა და მომავლის შესახებ, მაგრამ ადამიანის მშვინვასა და გონებას არ შეუძლია ამის ჩაწვდომა სისრულეში.ჩვენ სულიწმიდის გარეშე ვერ მივხვდებოდით, რომ იესო ზის ზეცაში მამის მარჯვნივ და ამავდროულად ჩვენ გულებში ცხოვრობს. ანალოგიურად ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლება ერთპიროვანი ღმერთი იყოს წარმოდგენილი სამად.ადამიანურ გონებას ამის გაგება არ შეუძლია, მაგრამ სული გვეხმარება ჩვენ უძლურებაში და ჩვენ გონებას ანახლებს. მას შეუძლია მომავლის საიდუმლოებები გაგვიხსნას ასევე ჩვენი გულის დაფარული ზრახვები იმიტომ, რომ სულმა იცის სამების სიღრმე.

ქრისტემ წინასწარ თქვა, რომ მოვა ჭეშმარიტების სული და მოწაფეებს ჭეშმარიტებისკენ წარუძღვება. რა არის ჭეშმარიტება? იესოს სიტყვა „ჭეშმარიტება“ მრავლობითში არ გამოუყენებია, მაგალითად როგორც აღწერდა მიწიურ ფაქტებს. ის ჭეშმარიტებაზე მხოლობითში საუბრობდა, როგორც თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება“. იესო უბრალოდ ადამიანი არაა. ის მამაშია და მამა მასში. ჭეშმარიტების სრულიად შეცნობა ნიშნავს მამის სრულად შეცნობას, ასევე ჩვენ დამკვიდრებას მის სიყვარულში. სახარებაში სიტყვა „ჭეშმარიტების“ ქვეშ იგულისხმებოდა არა მხოლოდ კანონიერი ჭეშმარიტება, რაიმე ლოგიკური საფუძველი ან სამართლიანობა. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრად ფართოა და ყველა ფაქტს გულისხმობს, ცალ-ცალკე და ერთობლივად. ასე მივყავართ სულ, ზეციურ ჭეშმარიტებამდე ისე, რომ შეგვეძოს შევიცნოთ სამპიროვანი ღმერთი და განვიცადოთ სასწაულებრივი მოქმედება მისი ძალისა ჩვენ ცხოვრებაში.

ამასთანავე სულიწმიდა - დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც ლაპარაკობს, რომელსაც ესმის და აქვს თავისუფალი ნება. მაგრამ ამავდროულად ის არაფერს აკეთებს ისეთ, რაც მამისგან დამალულია. ის არ მოდის განსაკუთრებული აზრებით, არამედ ამბობს იმას, რასაც მამა. სამებაში მხოლოდ ჰარმონიაა აზრებისა თუ სიყვარულის თავისუფლების. ღმერთი ერთგულია იმ მოწმობის, რომელიც მისმა ძემ გადმოგვცა. ასე სურს მას ქრისტეს სხეულის აშენება, ეკლესიის, რატა ის სრულყოფილი გახდეს ქრისტეს მოსვლისთვის.

იოანე 16:14-15
14 იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ. 15 ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

რასაც აკეთებს სულიწმიდა, ყველაფერი ქრისტეს დიდებისთვისაა. ეს ურთიერთობა გვასწავლის, რომ საკუთარი მიღწევებით, გამოცდილებით ან საქმეები კი არ ვიკვეხნოთ, არამედ ყველაფერში ქრისტე განვადიდოთ. ამ შემთხვევაში მთავარი მხოლოდ ჩვენი ცვლილება არაა,რამდენადაც მნიშნელოვანია ჩვენი განწმედა წმიდა კრავის სისხლით.სულიწმდის მოქმედებას და მის ძალას აქვს ერთი მიზანი - ქრისტეს განდიდება, რომელმაც გვიხსნა ჩვენ, თავისთვის. ბევრად ეფექტურად მუშაობს სულიწმიდა მოწაფეების დამოწმებების მეშვეობით, როდესაც ისინი საუბრობენ ჯვარცმულ და აღმდგარ ქრისტეზე.

სულიწმიდა თავისით არ მოქმედებს, არამედ სიტყვის საფუძელზე, აგრძელებს იმ საქმეს, რომელიც იესომ დაიწყო. ის მოწაფეებს ქრისტეს სიტყვებს ახსენებს და ამ სიტყვებს მათ ცხოვრებაში ნერგავს. სული აღძრავს მოწაფეებს, რომ დაიცვან მცნებები და განმტკიცდნენ მხსნელში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამების ურთიერთობა შეუცვლელია. არც ერთი პიროვნება არ იტოვებს სრულ დიდებას თავისთვის, არამედ ამაღლებს და განადიდებს მეორეს.

დედამიწაზე თავისი მსახურების აღსრულების დროს იესომ თქვა: „მამა ჩემზე დიდია“. ხოლო თავის დამამშვიდებელ სიტყვაშ მან წარმოთქვა: „მოცემუი მაქვს მტელი ხელმწიფება ზეცა სა და დედამიწზე“. იესო ყველაფერს მამასთან ერთად აკეთებდა. როგორც შვილი თავისი მიწიური მამის ნაწილია, ასევეა ქრისტე და მამა ერთი.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ ჯვარზე გამოგვისყიდე და გაგვანთავისუფლე ცოდვის ტვირთისგან. მადლობა გიხდით შენი სიყვარულისთვის, რომელიც ყველაფერს აღემატება. აგვავსე შენი სულიწმიდით, რატა შევძლოთ განვადიდოთ შენი მსხვერპლი და აღდგომა მთელი ჩვენი ცხოვრებით. გაგვანთავისუფლე ფარისევლობისგან და სიამაყისგან, რატა შეგვეძლოს შენ ჭეშმარიტებაში ცხოვრება.

კითხვა:

  1. როგორი სახით აგრძელებს სულიწმიდა იმ საქმეს, რომელიც ქრისტემ დაიწყო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)