Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 027 (The Baptist testifies to Jesus)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?

3. იოანე ნათლისმცემელი მოწმობს ქრისტეს შესახებ, როგორც ნეფეზე (იოანე 3:23-36)


იმ თავმდაბალი მოწმობის შემდეგ, სადაც იოანე ნათლისმცემელი ხარობს ქრისტიანული მოძრაობის ზრდის გამო, ის ამბობს საკუთარ ბოლო სიტყვებს, სადაც საუბრობს ქრისტეს დიდუბულებაზე და მის სასწაულებრივ წარმოგზავნაზე. ეს სიტყვები ძალიან ღრმაა და სავსე სიხარულით, ნეფის გამო.

იოანე 3:31
31 მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.

ყველა ადამიანი გარდაცვლილია ცოდვებში, და მათ ყველას სჭირდებათ მაღლიდან შობა. მხოლოდ იესომ დატოვა ზეცა იმ სურვილით, რომ მოგვახლოვებოდა და გამოვესყიდეთ. როგორც ზეცაა მიწაზე მაღლა, ასევე იესო ნაზარეთიდან ყველა წინასწარმეტყველზე მაღლაა, ყველა ფილოსოფოსსა და წამყვანებზე მთელ მსოფლიოში. უეჭველია, რომ ადამიანურ საქმეებს მატერიალურ სამყაროში აქვთ თავისი მნიშვნელობა. მაგრამ ხშირად ადამიანი მას იყენებს თავის საზიანოდ. ძე თავადაა შემოქმედი, სიცოცხლე, სინათლე და ჩვენი ყოფის წყარო. იესოს ვერ შევადარებთ ვერც ერთ ქმნილებას. ღვთის ძე შობილია მამისგან საუკუნეების წინ. მხოლოდ ძე არის სრულყოფილი და ამაღლებული ყველა ქმნილებაზე მეტად.

იოანე 3:32-35
32 რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს 33 ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი წეშმარიტია 34 რადგან ის ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს 35 მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.

იესო, როგორც ადამაინი იყო მოწმე თავისი ზეციური წარმომავლობისა. მან მართლაც ნახა მამა ღმერთი, მოუსმენია მისი სიტყვა, იცოდა მისი აზრები და გეგმები. ის თავად იყო ღვთის სიტყვა, რომელიც ღვთის ღრმა ბუნებიდან მოდიოდა. იესომ უეჭველად მოგვიტანა ჩვენ სრულყოფილი გამოცხადება. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სხვა წინასწარმეტყველის გამოცხადება არ იყო სრული. იესომ კი გვითხრა სრულყოფილი და საბოლოო ღვთის ნების გამოცხადება. ის - ერთგული მოწმეა, რომელმაც თავისი მოწმობის გამო აიტანა ტანჯვით სიკვდილი. მან განადიდა მამა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხალხის უმეტესობა დღებმდე უკუაგდებს მის მოწმობას. მათ არ უნდათ ღვთის შეცნობა, რომელიც ახლოა მათთან და არ სურთ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ისინი გადამწყვეტად უკუაგდებენ იმის რწმენას, რომ იესო - ღვთის ძეა, და მოჭრით უარს ამბობენ უწოდონ ღმერთს მამა იმიტომ, რომ არ სურთ აღივსნონ ქრისტეს სიყვარულის სულით.

მაგრამ, დიდება ღმერთს, რომ ყველა არ სძულს ის და არ უკუაგდებს მის სულს! არიან რჩეულები, რომელთაც შეიცნეს მამა ძეში და მიიღეს იესოს სრულყოფილი მსხვერპლი. მათ ირწმუნეს მისი გამოცხადება და გამოსყიდვა, ღმერთს პატივი მიაგეს. ღმერთში არაა სიცრუე. ღვთის ძე - ყველა წეშმარიტების ხორცშესხმაა. მამამ თავისი აზრები წიგნებსა და კანონებში კი არ გადმოსცა, არამედ ქრისტეს პიროვნებაში. ყოველი ვინც გახსნის გულს მისი სულისა და სიტყვისთვის, ნახლდება. იესო მოგვიწოდებს არა მხოლოდ ჭეშმარიტების სათქმელად, არამედ ამ ჭეშმარიტებით ცხოვრებისა და მისი კეთებისკენ, რათა ვიქცეთ მისი სახარების განხორციელებად და მისი ბუნების ამსახველებად.

იესო რაიმე აბსტაქტულ იმედებზე, სურვილებსა და ოცნებებზე არ ლაპარაკობს. მისი სიტყვა ქმნის და იხსნის, ის სავსეა გამჭვირვალეობითა და ძალით, ვიანაიდან ტავად ღმერთი საუბრობს ძის მეშვეობით. მასში მცხოვრები სული არაფრითაა შემოსაძღვრული. მამამ დააჯილდოვა ის მთელი თავისი სიბრძნითა და ძალაუფლებით საუკუნოდ.

მამას უყვარს ძე და ყოველივე მას ხელთ ჩაუგდო. ღმერთის სიყვარული გასცემს ისე, რომ არაფერს აკავებს თავისთან. ასევეა ძე, ის საკუთარ თავს კი არ ცემს პატივს, არამედ მამას და მას გადასცემს მთელ მადლიერებას. კითხვა თუ ვინაა დიდი - მამა თუ ძე, თავისი არსით არასწორია იმიტომ, რომ ის ეშმაკისგან მოდის. წმიდა სამების ბუნება ასეთია, რომ თითოეული ამ სამი ღვთიური ბუნებიდან განადიდებს მეორეს და უძღვნის თავს მას. ვინც ეს წეშმარიტება არ იცის, მან ვერ შეიცნო ღმერთი. ამიტომაც არ ეშინოდა მამას, რომ ძეს შეეძლო ბოროტად გამოეყენებინა ის ძალაუფლება, რაც მისცა. მამა ხომ იცნობდა ძეს, იცოდა მისი თავმდაბლობა, თვინიერება და უსიტყვო მორჩილება. ქრისტე - ყოველივეს უფალია, როგორც თავად თქვა : „ მოცემული ამქვს მტელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე“.

იოანე 3:36
36 ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე“.

იოანე ღვთისმეტყველი აჯამებს იესოს ყველა სიტყვის მოწმობას: „ძის მორწმუნეს აქვს საუკუნო სიცოცხლე“. ამ მარტივ წინადადებაშია მთელი სახარების არსი. ყველა ვინც ამ სიყვარულის შეჯამებამდე მიდის, უახლოვდება ღვთის სიყვარულს, რომელიც ჯვარცმულ იესოში გამოიხატა, რომელიც სრულიად ეყრდნობა ღვთის კრავს, რომელმაც განგვბანა უწმიდურებისგან. როდესაც ჩვენ ვემადლიერებით ღმერთს და ვუერთდებით ქრისტეს, ღმერთი ღვრის ჩვენზე წყალობის ნიაღვარს, როგორც სიცოცხლის წყლის მდინარეს. იესოს ჯვარზე სიკვდილის რწმენით ჩვენ მის სიცოცხლეს ვიძენთ. საუკუნო სიცოცხლე კი სიკვდილის შემდეგ არ იწყება, ის უკვე დღეს იწყება, ვინაიდან ძის მორწმუნეებში სულიწმიდა სახლდება. ყოველივე ვინც არ ღებულობს სიტყვას, ვინც უკუაგდებს იმას, რომ ის - ღვთის ძეა და რომ ის მოკვდა ჯვარზე, ის სულიწმიდის წინააღმდეგ ილაშქრებს, არ ღებულობს ღვთის სიცოცხლეს და ვერ პოულობს სიმშვიდეს საკუთარი სინდისისთვის. ვინც იესოს ეურჩება ის ღმერთს ეურჩება და სულიერ სიკვდილში არიან. ყველა რელიგია, რომელიც უარყოფს სწვალებას ძეზე და მის ჯვარზე სიკვდილზე, ცრუობენ ღვთის ჭეშმარიტების შესახებ. ვინც უკუაგდებს ღვთის სიყვარულს, ის რისხვას დაიტეხს თავზე.

იოანეს სიტყვები იკვეთება მოციქული პავლეს სიტყვებთან: „ვინაიდან ღტის რისხვა მოდის ზეციდან ყოველივე უწმიდურებასა და უმართლობაზე...“ იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა, უმართლობა ჩაიდინეს და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველი ადამიანი ღვთის რისხვის ღირსია.

როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ისე იყო ქრისტე გაკრული ჯვარზე იმის დასამოწმებლად, რომ ღმერთი გადარჩენის შანსს გვაძლევს თავისი სამამრთლიანი რისხვისგან. ღვთის ძემ ჩვენ კარები გაგვიხსნა მადლის ეპოქისკენ. მაგრამ ადამიანი თუ საზოგადოება შეგნებულად არ არიარებს ქრისტეს ჯვარს, ისინი განკითხვას იტეხენ თავზე, და ეშმაკი უფლობს მათზე. ყოველი ადამიანი, ვინც ქრისტეს გარეშე ცხოვრობს - ღარიბია. როდისღა დაიწყებ ლოცვას მათზე, ვისაც არ სწამს ძის? როდის ლაპარაკობ მეგობრებთან და თვინიერებით ამოწმებ იესოს შესახებ, რათა მათ საუკუნო სიცოცხლე მოიპოვონ?

ლოცვა: უფალო იესო! ჩვენ გაქებთ შენ, შენი სიყვარულისთვის და ჭეშმარიტებისთვის. თაყვანს გცემთ შენ, გთხოვთ მოგვცე თვინიერი გული, რომელიც განმტკიცებული რწმენით და განადიდებს მამას, რომელიც გენდობა შენ. შენ და მამა - ერთნი ხართ! შეიწყალე ვინც უარგყოფს და მიეცი შენი მოწმობა მათ! მეც დამეხმარე, რომ დავინახო ვისთან მაგზავნი, რათა მოვუყვე მათ შენ შესახებ და იმაზე თუ რა გააკეთე შენ მათთვის.

კითხვა:

  1. როგორ მოვიპოვო საუკუნო სიცოცხლე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)