Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)
10. ქრისტეს დაპირება მის მიმდევრებთან ყოფნაზე (მათეიესო 28:20)მათეიესო 28:20 თუკი ერთ-ერთი ქრისტეს რჩეულთაგანი არის დევნილი ჯვრის მტრების მიერ; თუკი ერთი მისი მსახურთაგანი დასუსტდა, იმითი დაწუხრებული, რომ ვერ დაიცვეს შენი მცნებები; თუკი ის არის გაურკვევლობაში, როგორც საკუთარ თავში ასევე სხვებთან, ქრისტე ეუბნება მას: „გახსენი შენი გულის თვალები. აი მე ვარ შენთან, არ ხარ მარტო, შენთან ვარ გვერდში. არ დაგტოვებ, ცცოცხალი ვარ. მიყვარხარ და ვზრუნავ შენზე. გაგამყარებ რწმენაში სიკვდილის ჟამსაც. დადე შენი იმედი და რწმენა ჩემზე, რადგან მე გავიმარჯვე ქვეყნიერებაზე!“ მიაქციე ყურადღება ქრისტეს მშვნეიერ აღთქმას მოწაფეებს, რომ უთხრა: „მე თქვენთან ვარ!“ ის არ ამბობს, რომ ჩვენთან იქნება, არამედ გვიმტკიცებს, რომ ჩვენთან უკვე არის. ეს იესოს სიტყვები გვახსენებს უფლის სახელს. როგორც მოსე წარგზავნა ღმერთმა თავისი სახელით „მე ვარ“, ასევე ქრისტე გვაგზავნის თავის მოწაფეებს ამავე სახელით „მე ვარ“, ვინაიდან ის არის ღმერთი და მისთვის არ არსებობს სხვაობა წარსულსა, აწმყოსა და მომავალსშორის (გამოცხადება 1:8). იესოს უწევდა მოწაფეებისთვის თავისი თავის ფიზიკურად წართმევა და ამის გამო მოწაფეები ძალიან დანაღვლიანებულები იყვნენ. მაგრამ დაარწმუნა ისინი, რომ სულიერად მათთანაა, და ეს ბერვად უკეთესია, ვიდრე სხეულებრივად მათთან ყოფნა. „მე თქვენთან ვარ“ თქვა ქრისტემ. ის არ არის ჩვენს „წინააღმდეგ“. ის ყოველთვის შენს მხარესაა და მხარს გიჭერს. ერთ-ერთმა ქრისტემ მიმდევარნა ნახა სიზმარი. ის მიდიოდა ქვიშაზე, სადაც ორი ადამიანის კვალი იყო. მან ჰკითხა უფალს, რას ნიშნავს ეს. იესო პასუხობდა მას: „მე გავდიოდი უდაბნოს ცხოვრებას შენთან ერთდ. მე ყოველთის შენთან ვიყავი.“ მაგრამ ერთ-ერთ საშიშ ადგილზე მხოლოდ ერთი კვალი იყო. მორწმუნემ ჰკითხა უფალს: „რატომ დამტოვე ყველაზე რთულ მომენტში?“ მხსნელმა საპასუხოდ გაუღიმა: „მე არ მიგატოვე, ზურგზე გატარებდი და ის ნაბიჯები, რომელსაც შენ ხედავდი ქვიშზე - ჩემი იყო, რომელიც დავტოვე, როდესაც შენ გატარებდი“. ასე გამოხატავს მსხნელი ერთგულებას მისი შვილებისადმი. ის თავის მიმდევრებთანაა, რომლებიც ეძებენ დაკარგულებს, რათა წაუღონ მათ სახარების ხსნა, რათა იხსნან ისინი უფლის რისხვისგან იესოს სახელით. ქრისტე ადასტურებს თავის ყოფნას ჩვენთან. ის ჩვენი ცხოვრების ყველა მონაკვეთში ჩვენთანაა. არ დაგტოვებს და მიგაგდებს არც რე და არც ღამე, არც ზაფხულში და არც ზამთარში. შენთანაა ბავშვობაშიც, დიდობაშიც და ყოველთვის. მაშინაც არ მიგატოვებს როცა სცოდავ. ის მოგიწოდებს თქვა დავითთან ერთად: „სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო. სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი (ფსალმუნი 22:3-4). ქრისტე საუკუნის აღსასრულზე საუბრობდა. გვაფრთხილებდა ანტიქრისტეზე, რომელიც მოვა ომების, მიწისძვრების და ეპიდემიების შემდეგ (მათე 24:4-14; 1 იოანე 2:22-25; 4:1-5). ის უბრძანებს თავის მიმდევრებს: „იფრთხილეთ, რომ არავინ შეგაცდინოთ. იყავით ჩემში, მე კი თქვენში და ვერავინ წაგგლეჯთ ჩემი ხელიდან“. როდესაც ეს უბედურებები და დევნები მიაღწევს თავის პიკს, ჩვენი მხნსელი მოვა მეორე და თავის შვილებს იხსნის ბოროტისგან. როდესაც ქრისტე დაბრუნდება, ჩვენთვის ნაცნობი ცხოვრება დედამიწაზე დასრულდება. როდესაც გამოჩნდება სულიერი სამეფო, დადგება მეფის უფლობა, დაკლული კრავისა, იესო ქრისტესი. მასში შევა ყველა ქრისტესმიერ განწმენდილი და ყველა იქნება, როგორც ერთი ზეციერი მამის ოჯახი. დიადი დავალებისთვის დამახასიათებელია სიტყვა „ყველა, ყველაფერი“. აქ ის ოთხჯერ გვხვდება. ის აცხადებს, რმო მისია ძალაუფლება ზეცაში და მიწაზე. ამიტომაც უნდა ვასწავლოთ ყველა ხალხსა და ერებს, რომ მოინათლონ „მამის, ძის და იესოს სახელით“ და ვასწავლოთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მათ გვამცნეს. არასდროს უნდა გაგვიცრუვდეს იმედი, რადგან ის ჩვენთანაა მუდამ, საუკუნის აღსასრულამდე. თუკი დაიცავ ამ სიტყვებს „ყველა“ მათეს სახარების ბოლოს და იცხოვრებს საუკუნოდ მშვიდობაში. ლოცვა: გვიყვარხარ იესო და თაყვანსგცემთ. არ ხარ ჩვენგან შორს. აგვირჩიე, მიგვიღიე, გაგვამართლე, შეგვარიგე მამასთან და გვცხე სულიწმიდნით. შენ გაგვწმინდე სიყვარულში, სიხარულსა და მშვიდობა, მადლსა და თავშეკავებაში, რათა ვიაროთ შენთან ერთად. მადლობას გიხდით, რომ არასდროს მიგიტოვებივართ და ხარ ყველა შენი სახელის გამო დევნილთან. შენ ერთგული ხარ და ვიცით, რომ მალე მოხვალ მეორედ! კითხვა:
მათეს სახარების კითხვათა მეოთხე სერიაძვირფასო მკითხველო,
მადლობას ვუხდით უფალს, რომ შენ შეისწავლე სახარება გულმოდგინეთ ლოცვასა მსახურებაში. ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ გაკურთხოს ყველა შენ გზაზე და გაგხადოს მრავალთათვის კურთხევად. მოხარულები ვიქნებით შენგან სიახლეების გაგებით და მზად ვართ ვუპასუხოდ ყველა შენ კითვა, რწმენასთან დაკავშირებით. გილოცავთ მათეს სახარების განამარტების და რწმენის შესწავლის დასრულებას და გვწამს, რომ ის დაგეხმარე შეიძინო სმარადიული საგანძური. მოგვწერე მისამართზე: Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |