Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 260 (The Official Blasphemy)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

26. იესოს დაცინვა (მათეიესო 27:39-44)


მათეიესო 27:39-44
39 გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას. 40 ამბობდნენ: "ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”. 41 მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ: 42 "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. 43 ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”. 44 მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
(ფსალმუნი 21:9; მათე 26:61; იოანე 2:18)

როდესაც წმინდა ეკიდა ძელზე და იტანჯებოდა, რადგან მთელი სხეული მძიმედ ჰქონდა, მთელი ჯოჯოხეთის ძლები აღდგნენ მის წინააღმდეგ და ერთბაშად დაატყდნენ თავს. ისინი ილტვოდნენ ჯვარზე გამოსყიდვის მოქმედებისთვის ხელის შეშლას. იუდეველები და ხალხის მთავრები იმეორებდნენ: „ჩამოდი ამ სასირცხვილო ძელიდან, მაშინ დავიჯერებთ შენ ღვთაებრიობას“. მაგრამ ისინი ცრუობდნენ. ეს რომც მომხდარიყო, ისინი არ ირწმუნებდნენ და არ შეურიგდებოდნენ ღმერთს. როგორი დაცინვის ატანა მოუწია ქრისტეს, როდესა ეკიდა რა ძელზე, ესმოდა მის გვერდით მყოფი ადამიანების სიტყვები, რომ ირწმუნებდნენ მის ძალაუფლებას იმ პირობით თუ ჩამოვიდოდა ჯვრიდან! ეჭვგარეშეა, რომ ეს შთაგონება ეშმაკისგან იყო, რომელმაც თავიდანვე განიზრახა იესოსთვის ხელის შეშლა გამოსყიდვაში. იესო ჯვრიდან, რომ ჩამოსულიყო, ის ეშმაკის გეგმის მიხედვით მოიქცეოდა და დაინგრეოდა ჩვენი გამოსყიდვისა და ღმერთთან შერიგების გეგმები!

დაცინვების მიხედვით, იესომ ნათლად აღიარა, რომ ის - ღვთის ძეა. ვინც მის ჯვართან გაიარა ყველა მოწმობდა იმის შესახებ, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგან, არა შექმნილი, არამედ დასაბამიდანვე არსებული, რომელიუც ერთია მამასთნ. ვინც უარყოფს ამას ის უკუაგდებს ქრისტეს ჯვარცმას და მის სასწაულებრივ ძალას. ასეთ ადამიანს არ უნდა იცოდეს რა არის ჭეშმარიტება და მკვდრეთით აღდგომის რეალურობა.

იუდევლებს სწამდათ, რომ იესო ღვთის ძეა და არც ელოდნენ, რომ ღმერთი მას გაანთავისუფლებდა ამ ჯვრის სიკვდილოსგან. მათ უნდოდათ გამოეცადათ ღმერთი, მოვიდა და გადაარჩენდა თუ არა ის მას, როგორ ცბიერად ცდილობს ეშმაკი ადამიანების მეშვეობით გამოსცადოს და განსაცდელებში ჩააგდოს ქრისტე, რომ აიძულონ მას გამოსყიდვის ჩაშლა, რომელიც საუკუნეებისთვისაა შექმნილი.

ქრისტესთვის ორ ავაზაკსშორის სიკვდილი შეურაცხყოფა იყო. ცხოვრებაში ცოდვილებს მოშორებული იყო. მაგრამ სიკვდილისას ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედებთან დაკიდეს, ტითქოს რაიმე საერთო ჰქონოდა მათთან. ის იქცა ცოდვად ჩვენს ნაცვლად და შეიგრძნო რა არის ცოდვილი სხეული. სიკვდილისას ის გაერთიანდა ცოდვილებთან და თითქოს წილი ჰქონდა მათთან, რათა სიცოცხლეში ჩვენ წილი გვქონოდა წმინდასთან.

იესო ჯვრამდე ღმერთის სიყვარულმა მიიყვანა. არ მოქცეულა ეგოისტურად, არ უფიქრია მხოლოდ საკუთარ თავზე. პირიქით დაკარგულ ერზე ფიქრობდა. ყველა მის საქციელში ჭარბობს სიყვარული და საკუთარი თავის უკან გადაწევა: როდესაც ჩამოვიდა ზეციდან,როდესაც ცოდვილებში ცხოვრობდა და ყველა მის სასწაულში. ეშმაკი კი შეურაცხყოფდა რა ქრისტეს, მთავრების აღზევებით, რომ ეყვირათ: „სხვები გადაარჩინა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!“ ქრისტეს შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა, მაგრამ დაითინა ჯვარცმა იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიყვარა. ისინიც უყვარდა ვინც დასცინოდა მას და მამასაც ევედრებოდა, რომ მიეტევებინა მათთვის. ერი, რომელიც მოუწოდებდა იესოს, რომ ჩამოსულიყო ჯვრიდან, ბოროტის გაველნის ქვეშ მოექცა, რადგან გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმაშია. და რას ფიქრობ შენ ჯვარცმაზე?

ლოცვა: მამაო, ვხარობთ, რომ შენი ერთადერთი ძე არის წმინდა სიყვარული! არც ერთხელ არ დაექვემდებარა გამოცდას, არ მისცა ადგილი ეგოიზმს და არ იძიებია შური მათზე, ვინც დასცინოდა. მან გამოგვისყიდა ჯვარზე თავისი ურყევი სიყვარულით. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და აგვავსე შენი სიყვარულით, რათა შენ მადლში ვიყოთ. გაგვამაგრე შენი ძის სულით და მოგვეცი მადლი, რომ გვიყვარდეს ცოდვილები და წმინდავყოთ შენი სახელი ქრისტეში, გავატაროთ რა მთელი ჩვენი ცხოვრება მსახურებაში, მოთმინებასა და მადლიერებაში.

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა იუდევლების დაცინვა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on September 23, 2023, at 10:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)