Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 230 (Christ’s Judgment on His Loving Followers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

15. ქრისტეს სასამართლო მის მოყვარულებსა და მიმდევრებზე (მათეიესო 25:34-40)


მათეიესო 25:34-40
34 მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. 35 ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; 36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. 37 მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? 38 როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? 39 როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? 40 მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
(ესაია 58:7; იგავები 19:17; მათე 10:42; ებრაელთა 11:2)

ქრისტე უწოდებს თავის ერთგულ მიმდევრებს ,,ჩემი მამისგან კურთხეულები“, რადგან მისი რწმენის მეშვეობით უფლის შვილებად იქცნენ ჭეშმარიტებაში. სამუდამო წმინდა ღმერთი - მათი მამაა. მან ჩაღვარა მათში თავისი სიკეთის სული, აავსო მათი გულები თავისი სიყვარულით და ბევრი კურთხევით დააჯილდოვა. თავად არ იყვნენ კეთილები, მაგრამ ქრისტეს რწმენის მეშვეობით შეიცვალნენ და განახლდნენ, ცხოვრების ყველა სფეროში. ისინი დაატარებენ გულით დაფარულ უფლის სამეფოს, რომელიც გაიხსნება და ამობრწყინდება მათში, როდესაც ქრისტე მოვა. სწორედ მაშინ ეტყვის ქრისტე მათ: ,,ნეტარნი არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას“, მაშინ ახდება ეს სიტყვები.

ქრისტემ ახსნა, რომ ცათა-სამეფო სინამდვილეში მამის სამეფოა. მის სამეფოში ყველა და-ძმაა სულიწმიდაში, ერთი მამისგან შობილნი და ქრისტე მათ თავის და-ძმებადაც თვლის. ეკუთვნი თუ არა უფლის ოჯახს? იცი თუ არა, რომ წმინდა ღმერთი შენი მარადიული მამაა? ქრისტეს სისხლი სრულიად გწმენდს და მისი სული აღგძრავს აკეთო კეთილი და გააგრძელო მისი მსახურება. ნათქვამია, რომ სულიწმიდა კარგი პირობაა ამ სამეფოში ჩვენი მემკვიდრეობისთვის.

სასამართლოს დროს ქრისტე არ მიაქცევს ყურადღებას შენს რწმენას ემოციების დონეზე, არამედ შეხედავს ნაყოფებს. ის არ განიხილავს შენთან ერთად დოქტრინებებსა და წეს-ჩვეულებებს, არ გკითხავს როგორ ექცეოდი კონფესიებს. ის გკითხავს, რამდენი მშიერი დააპურე სულიერი საკვებით. მან იცის ყოველი მცირედი, რაც ვინმესთვის გაგიკეთებია. მან ჩაიწერა ყველა კეთილი სიტყვა, რომლითაც ადამიანებს ანუგეშებდი, უჩვენებდი გზას. მიგიცია თუ არა ღარიბებისთვის ახალი ან მეორადი ტანისამოსი, თუ კი მაშინ თავად ქრისტემ აიღო ის და ჩაიცვა, რადგან ის ყველასთან აიგივებს თავს, ვისაც ეს სჭირდება. ყველაფერი რასაც სხვებისთვის აკეთებ გააკეთე ქრისტესთვის, ის ძალიან წუხს ტანჯვაში მყოფი ადამიანების გამო.

შენი მსახურება შეფასდება სასამართ;ლოზე, მაგრამ არა შენი გამართლებისთვის, რადგან ეს უკვე მოხდა გოლგოთაზე. შენი ბოროტი არსი გაიხსნება სასამართლო დღეს. სტუმრობ თუ არა ავადმყოფებს? უკითხავ თუ არა ბრმებს? ეხმარები თუ არა სუსტ თანაკლასელებს? ლოცულობ თუ არა მარტოხელებზე, ქვრივებსა და ობლებზე? მიეცი თ არა უფლება ღმერთის სულს შეგცვალოს და ერთგული მონა გაგხადოს? არცერთ შენს აზრს, ლოცვას და ცრემლს არ აქვს აზრი, თუკი მათ არ მოსდევს სხვა ინტერესი ქრისტეს მეშვეობით. ქრისტე მხარ უჭერს თავის ერს და ინტერესდება, რა აინტერესებთ მათ. ის მათშია, ისინი კი მასში. რამდენად ხშირად მოვინახულებდით მას ციხეში? ყველგან სადაც ქრისტეს მსახურები ითმენენ, ქრისტე მზად არის მათი სახით მიიღოს კეთილი მზრუნველობა მათზე, როგორც იესოზე და ეს მიღებული იქნება.

ამ იგავში გასაკვირი ის არის, რომ სასამართლოს დღეს კურთხეული მამები ეკითხებიან ქრისტეს: ,,როდის გემსახურებოდით?“. მათ არ შეუძლიათ გააცნობიერონ საკუთარი საქმეების სიყვარულის მნიშვნელოვნება და საკუთარი სახარების ქადაგების ფასი. ისინი აკეთებენ ამას გულით. ისინი მორჩილებაში მოდიან და მიდიან არა მდიდრებთან და ცნობილებთან, არამედ ღარიბებთან. იქცევიან რა ასე, ქრისტეს მაგალითს მიყვებიან. მხსნელი ჩამოვიდა ზეციდან, რათა განკურნოს ყველა ავადმყოფი და გადაარჩინოს ცოდვილები. თუკი გინდა შეხვდეთ ქრისტეს მოძებნეთ გაჭირვებული ადამიანები. მათში თქვენ იპოვით ქრისტეს და გარდაიქმნებით.

ლოცვა: წმინდაო, შენ ხარ სიყვარული. მაპატიე ჩემი ეგოიზმი და ჩემი ამაყი გული დაამდაბლე, რათა ყველასთან ვმსახურობდე, ვისაც სჭირდება. მინდა ვემსახურო ღარიბ ცოდვილებს, რადგან შენ იჯექი მათთან ერთად და იხსენი კიდეც. ამავსე შენი სიყვარულით, რომ ყველასთან ერთად ჩემი მამის კეთილი ნებით გადმომეცეს მემკვიდრეობით შენი სულიერი სამეფო, რომელიც შენ შეიძინე ჩვენთვის სიკვდილის ტოფასად. აგამაღლებთ, რადგან შენ ხარ მარადიული მოსამართლე. ჩემი ცხოვრება შენს ხელშია. შენ ჩვენი მხსნელი ხარ და შენს სიკვდილზე მრავალ იმედს ვამყარებთ.

კითხვა:

  1. საუბრობდა რა იესო სასამართლოზე, არ საუბრობდა რწმენაზე, არამედ მთელი ყურადღება მიმართა სიყვარულის საქმეების კეთებაზე. რატომ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:49 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)