Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 229 (Christ is the Eternal Judge)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

14. ქრისტე - მუდმივი მოსამართლე (მათეიესო 25:31-33)


მათეიესო 25:31-33
31 ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.32 შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან. 33 დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი - თავის მარცხნივ.
(ეზეკიელი 34:17; მათე 13:49; 16:27; რომაელთა 14:10; გამოცხადება 20:11-13)

სინამდვილეში ელოდები თუ არა ქრისტეს მოსვლას - შენი მხსნელის და მოსამართლის? მას აქვს ხელმწიფება მიცემული ზეცასა და მიწაზე. ის დაჯდა მამის ტახტის მარჯვნივ და მოვა დიდებაში, როგორც მეფე, უფალი და მოსამართლე. ყველა თვალი დაინახავს მას ყველა გაიგებს უფლის სიყვარულის შესახებ, რომელიც მის ძეში გამოვლინდა, ვინც ჩვენი მხსნელია. ასე, რომ ჩვენ ვამოწმებთ მამა ღმერთის და ძის დიდებაზე - ღმერთის კრავზე, რომელიც დაიკლა ჩვენთვის. ის თითოეულ მორწმუნეს მოუწოდებს აუწყოს მისი დიდება, მსახურებით და სიწმიდით. მაშინ ჩვენში აღსრულდება უფლისმიერი ლოცვა: ,,წმინდა იყოს სახელი შენი“.

ქრისტე ისევ მოვა, როგორც ძე კაცისა. მისი აღდგომის შემდეგ, მისმა მოწაფეებმა ზოგიერთი ნიშნით, მოძრაობით და სიტყვებით და ასევე ნალურსმევი ხელებით იცნეს ის. ჩვენც გავიცნობთ მას, როგორც ნამდვილ ადამიანს, გავიხარებთ მასში ჩვენს ერთგულ შუამავალში, შუამდგომელში ღმერთსა და ადამიანებს შორის. მან აზიდა ჩვენი ცოდვები ჯვარზე და ჩვენს გამო დაამარცხა სიკვდილი. მან აიტანა უფლის რისხვა ცოდვების გამო და შეარიგა ქვეყნიერება მამას. ამ შერიგების ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა სულიწმიდის ჩასახვა აღმოჩნდა, მონანიებულ ცოდვილებში. სულიწმიდა ჩვენს შიგნით არის და გვაძლევს გადარჩენას, რომელიც მან ჯვარზე მიიღო.

ქრისტეს გამოსყიდვის უარმყოფელი დაიღუპება და ვერ მიიღებს მადლს. ის წარსდგება კაცის ძის სასამართლოზე, რომელიც გაასამართლებს მკვდრებს და ცოცხლებს. მას ელოდება სამართლიანი სასამართლო. ქრისტე მთელ ერებს შეკრებს თავისი ტახტის წინაშე, როგორც მოკვდა ყველას გამოსასყიდად, ასევე გაასამართლებს ყველას. მთელი კაცობრიობა უნდა წარდგეს კაცის ძის წინაშე და ის სათითაოდ გაასამართლებს მათ.

ბოროტები და კეთილები ერთად ცხოვრობენ, მაგრამ უფალი ცნობს თავისებს და გამოარჩევს მათ. ქრისტე კეთილი მწყემსია, რომელმაც სიცოცხლე ცხვრებისთვის დადო. მისი ცხვრები ცნობენ მის ხმას და მიყვებიან მას. მან მისცა მათ საუკუნო სიცოცხლე და არასდროს დაიღუპებიან და ვერ ვერავინ წაგლეჯს მათ, მის ხელიდან. ვინც ქრისტეს მიყვება, განმტკიცებულია უფლის სიყვარულში. ვინც ღვთის კრავს მიყვება, უფლის მარჯვნივ დაიკავებენ ადგილს.

ვინც იქვავებს გონებებას, სიყვარულის დაქრისტეს გამოსყიდვის წინააღმდეგ, ის დაუმორჩილებელი თხაა, რომელიც გამუდმებით დადის წინ და უკან და არ ისმენს თავისი მწყემსის ხმას. ქრისტე გამოაცალკევებს ცხვრებს და თხებს თავისი სასამართლოს საწყისში. ჰგავხარ თუ არა ქრისტეს ცხვარს, თუ თხა უფრო ხარ?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, თაყვანგცემთ და აგამაღლებთ, რადგან შენ გაასამართლებ ერებს. შენ წმინდა, მართალი და სიყვარულით აღსავსე ხარ. შენ იყავი ადამიანი და გესმის ჩვენი უძლური ბუნება და ცდუნებები. გვაპატიე ჩვენი ცოდვები, შენი ჩამანაცვლებელი სიკვდილით. ჩვენი მხსნელი ხარ, რომელმაც საკუთარი კრავის სისხლით გაგვწმინდე. ჩვენ გვაქვს ერთგული იმედი, რომ დაგვიცავ და გამოგვაცალკევებ იმ დღეს შენი ჭეშმარიტების ძალით. მიეცი ყველა ადამიანს ჩვენს შორის საშუალება მოინანიოს და გიწამონ, სანამ დაბრუნდები.

კითხვა:

  1. როგორი იქნება კაცის ძე სასამართლო დღეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 03:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)