Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 217 (False Christs)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
C - იესოს წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე წუთისოფლის მომავლის შესახებ (მათეიესო 24:1-25:46) -- იესოს გამონათქვამების მეექვსე კრებული

7. ცრუქრისტენი (მათეიესო 24:23-26)


მათეიესო 24:23-26
23 მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ, 24 რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. 25 აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. 26 თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
(მეორე რჯული 13:2-4; ლუკა 17:23-24; გამოცხადება 13:13)

იუდეველებს სწამდათ, რომ დათქმულ დროში ღმერთი გამოუგზავნის მათ დასახმარებლად თავის მესიას - განმათავისუფლებელს, ანგელოზების ჯართან ერთად. მაგრამ როდესაც ის მოვიდა, მათ უარყვეს, რომ მათ შორის დადიოდა ღმერთი, მეტიც თავად აცვეს ჯვარს ის და უკუაგდეს სულიწმიდა და მათ განაგრძეს მისიის მოლოდინში ყოფნა და დღემდე ელოდებიან. ვერ ხვდებიან რა, რომ ის უკვე მოვიდა. მალე კი ისევ მოვა თავისი დიდებული ძალით და დიდებით. ის გამოჩნდება ელვის მსგავსად ზეცაში. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და თავი დავაღწიოთ ანტიქრისტეს ხაფანგებს, რომელიც ეშმაკის ძე იქნება. ჩვენ ვაღიარებთ, რომ თავად მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, ზის მამის მარჯვნივ და მალე ღრუბლებზე მომავალს ვიხილავთ.

ეშმაკმა იცის, რომ ცოტა დრო აქვს რომ სამყარო ბოლოსკენ მიდის და ამიტომ აგზავნის თავის მატყუარა წინასწარმეტყველებს ხალხის მოსატყუებლად (1 იოანე 2:18). მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე მოკვდა, ასობით ცრუწინასწარმეტყველმა და წარგზავნილმა თავი აღიარა ცხებულ ღმერთად სამყაროს გადარჩენის საქმეში. მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდათ და თაყვანს სცემდნენ მას. კმაყოფილები იყვნენ, რომ ქუჩებში მათი ქანდაკებები იდგა და, რომ ათასობით ადამიანი თაყვანს სცემს და ადიდებს მათ და არა ღმერთს. ასე მოიქცა ჰიტლერი გერმანიაში, რომელიც აიძულებდა ხალხს ეყვირათ: ,,გადარჩენა - ჰიტლერისგანაა“. ასე მოიქცა სტალინიც რუსეთში, როდესაც აიძულებდა ადამიანებს ხატების ნაცვლად მისი პორტრეტები დაეკიდათ. გასაკვირია, რომ ეს ბელადები განრისხებულნი ეწინააღმდეგებოდნენ რელიგიას, შექმნეს საკუთარი პიროვნული კულტი, ტირანი ხელისუფლების ძალაუფლებით. თავიანთი უსაზღვრო ძალაუფლების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს თავმდაბალი და თვინიერი ქრისტეს სულის შეჩერება, რომელიც იმარჯვებდა ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე. ის არ ღუპავდა თავის მტრებს, არამედ ანადგურებთა მათ ცოდვებს და იმარჯვებდა მათზე თავისი წმინდა სიყვარულით.

ჭეშმარიტი ქრისტე - ეს ჩვენი უარყოფილი და ჯვარცმული იესოა. ის ცვლის ჩვენს გულებს და გვაძლევს შერიგებას მამასთან. ის მოგვიწოდებს მიმდევრებს თავისი სიყვარულის სამეფოში. ცრუ ქრისტეები კი აბსოლუტურად საპირისპიროს აკეთებენ. ისინი აქვავებენ ადამიანების გულებს, ასწავლიან რა საკუთარი სამართლიანობის და მახინჯი სიკეთის დაცვას. ისინი უარყოფენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და ცვლიან მას თანამედროვე ჰუმანისტ ზეადამიანის რწმენაზე. ისინი მოუწოდებენ თავიანთ მიმდევრებს ცოდვისა და სიკვდილის სამეფოში (იოანე 2:22-25; 4:1-5).

ქრისტემ სამჯერ თქვა: ,,ერიდეთ ცრუქრისტეებს“. მატყუარები ასწავლიან საკუთარ თავზე დაიმედებას, მაგრამ მხოლოდ ღვთის კრავს შეუძლია ცოდვების პატიება და საუკუნო სიცოცხლის მიცემა, მისი ერთგული მორწმუნეებისთვის. ერიდე საეთებს, განსაკუთრებით ანტიქრისტეს, მთავარ მატყუარას. ის გააერთიანებს მთელ სამყაროს და ეცდება გააერთიანოს მთელი რელიგია, ერთ ცრუ სისტემაში. ის მალე განმოჩნდება, რადგან მთელი სოფლიო ემზადება მის მისაღებად ეკონომიკაში, რელიგიასა და ტექნიკაში, მაგრამ არ დაეცე სულით გახსოვდეს, რომ ეს თვითმარქვია ქრისტემდე სულ რამდენიმე ხნით ადრე მოვა.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით, რომ მოგვეცი სულიერი აღორძინება შენი საყვარელი ძის სისხლის და სულიწმიდის ძალის მეშვეობით. შენ გაგვხადე ცათა-სამეფოს ღირსები. შეგვინახე თავმდაბლობაში, რათა ვეჭიდებოდეთ ჯვარს და არ გვწამდეს იმის, რომ ადამიანი თავის ბუნებით კეთილია. დაახშე ჩვენი ყურები, რათა ვერ გავიგონოთ ანტიქრისტეს ხმა. დაგვეხმარე ვიყოთ შენს ძეში, ყველა შენს რჩეულთან ერთად.

კითხვა:

  1. ვინ არის ანტიქრისტე და რა საქმეები ახლავს მას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 02:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)